ტორბი თეთრით
ტორბი თეთრით

ეს სახელი შემოკლებული კუსფერი ტაბია თეთრით. ასეთ კატებს აქვთ კუსფერი ბეწვი, რომელზეც ზოლები და ლაქები იკვეთება. ტორბი თეთრით თითქმის ყოველთვის ძუა.



ისტორია

ტორბი თეთრით ჯიში არ არის. ასე ეწოდება ნახატს, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ჯიშის კატებს: ამერიკული მოკლებეწვიანიდან დაწყებულს სპარსული გრძელბეწვიანით დამთავრებულს. კუსფერი და თეთრი უბნები თავისუფლად არის განაწილებული, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ტაბი ნახატზე _ ხაზები და ლაქები ბეწვის თეთრ უბნებზე არ ჩანს. ყველა ტაბის მსგავსად, მასაც აუცილებლად აქვს _ ნიშანი შუბლზე და ზოლები _ ფეხებსა და კუდზე.
უნიკალური გარეგნობისაა; ნახატის წინასწარ განსაზღვრა კი შეუძლებელია. რაც შეეხება კნუტებს, მათი ნიშნები ასაკის მატებასთან ერთად
შესამჩნევად არ იცვლება.

პერსპექტივები

ყველა სახესხვაობა კუსფერი თეთრით შეიძლება იყოს ტორბი. აღმოსავლური ჯიშის სელექციური მიზნებით გამოყენების შედეგად საოცარი პერსპექტივები გაჩნდა. სელექციონერებს სხვა ვარიანტებთან ერთად ცინამონი კუსფერი თეთრით ტაბის გამოყვანის საშუალება მიეცათ. ამ კატებს კლასიკური ან ზოლებიანი ტაბი ნახატი აქვთ ოღონდ გამოკვეთილი ლაქებით გვერდებზე (კლასიკური ვარიანტისთვის დამახასიათებელი წყვეტილი ხაზების ნაცვლად). იდეალურია, რაც შეიძლება ცოტა თეთრი ბეწვი, რომ ზოლები და ლაქები არ გაქრეს.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?