აღმოსავლური ტიკირებული ტაბი
აღმოსავლური ტიკირებული ტაბი

ზოგადად, სიტყვა ტაბი კატის რომელიმე ჯიშზე არ მიანიშნებს. ამ ტერმინში იმ გარკვეულ ნიშანთა ნაკრები იგულისხმება, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა სახეობებში, მაგალითად, აღმოსავლური კატის ჯიშებში შეგვხვდეს.



ისტორია

მუტაციის შედეგად გაჩენილი ტიკირებული ტაბის ამოცნობა შეუცდომლად შეიძლება. ასეთი ბეწვის მქონე ინდივიდებში, გარდა კუდისა და კიდურებისა, ზოლები და ლაქები თითქმის ყველგან გამქრალია, კვალი ოდნავ შეინიშნება. სანაცვლოდ, მათი ბეწვის თითოეული ბალანი ტიკირებულია _ ეტყობა ღია და მუქი განივი ზოლები, რაც ყველაზე ნათლად მოძრაობის დროს ჩანს. ტიკირებული ტაბი უჯიშო კატებშიც გვხვდება – განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც წარმოიშვა
სინგაპურა. ტიკირებული ტაბი ყველაზე მკვეთრად მოკლებეწვიან კატებში ჩანს, თუმცა ასეთი გრძელბეწვიანი კატებიც არსებობენ, რომელთაგან ყველაზე
გავრცელებულია სომალი.

განსხვავებული ტიპი

გამოკვლევების თანახმად, ტიკირებული ტაბი სრულიად დამოუკიდებელი მუტაციის შედეგია. ის დაკავშირებული არ არის კლასიკურ, ზოლებიან და ლაქებიან ტაბისთან, რომელთა გამოვლენასაც თვითონ ტიკირებული ტაბის გენი თრგუნავს. ამ შეფერილობის ინდივიდების ბეწვის თითოეულ ბალანს ღია და მუქი ფერებით შეღებილი ორი ან სამი განივი ზოლი აქვს. ზურგზე ყველაზე მუქი ფერის ბეწვი გასდევს. კუდის, ფეხებისა და თავის ნახატის ფერები შეესაბამება ტანის ბალნის ზოლების ფერებს. განივი ზოლები, იგივე ბარინგი, ფეხებსა და კუდზე, ამ შემთხვევაშიც უაღესად ინდივდუალურია და კატის ადვილად ამოცნობის საშუალებას იძლევა.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?