ლილისფერი ბიკოლორი რეგდოლი
ლილისფერი ბიკოლორი რეგდოლი


ამ ჯიშთან დაკავშირებით ყველაზე მეტი ლეგენდა არსებობს. რეგდოლი აშშ-ში 1960-იან წლებში გაჩნდა, მაგრამ მერე საერთაშორისო მოწონება დაიმსახურა და ძალზე პოპულარული ოჯახის კატა გახდა.




ისტორია

ჯიშის გამომყვანის, ენ ბეიკერის, ვარაუდით, ეს კატები ტკივილის მიმართ უგრძნობნი არიან, რაც სიმართლეს არ შეეფერებოდა, თუმცა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამ ჯიშს რეგდოლი უწოდეს, რაც "ნაჭრის თოჯინას" ნიშნავს, რადგან ხელში აყვანის დროს მასავით მოდუნებულები არიან. რეგდოლის ესოდენ მიმზიდველი ბუნება სულაც არ არის გასაკვირი, რადგან მსოფლიოში ორი ყველაზე მშვიდი ჯიშის – სპარსული გრძელბეწვიანისა და ბირმულის მეტიზაციით არის გამოყვანილი.
მისი წინაპარები ძლიერ მონადირულ ინსტინქტებს ისედაც არ ავლენენ, რეგდოლებმა კი, როგორც ჩანს, ადგილობრივი ველური ბუნების
მიმართ ინტერესი საერთოდ დაკარგეს და ადამიანებთან ყოფნა ამჯობინეს. ამ თვისებამ განაპირობა მათი პოპულარობა ავსტრალიაში. რეგდოლები ევროპაში პირველად 1981 წელს ნახეს, როდესაც დიდ ბრიტანეთში ოთხი ინდივიდი შეიყვანეს.

ფერების სპექტრი

ამ ჯიშის ტრადიციული ფერებია: მუქი ყავისფერი (სილი), ცისფერი, ლილისფერი და შოკოლადისფერი, ბოლო დროს ამ სიას წითური და კრემისფერიც დაემატა. ბეწვის ნახატის მიხედვით არსებობენ: სოლიდპოინტი, ლინქსპოინტი და ტორტიპოინტი რეგდოლები, ასევე ტორბიპოინტი, რომელიც ლინქს და ტორტიპოინტების კომბინაციას წარმოადგენს. მართალია, მათ ბეწვი არ ეთელებათ, მაგრამ რეგდოლების მოვლა-დავარცხნა (გრუმინგი) მაინც საჭიროა, სულ მცირე კვირაში ორჯერ. კნუტებს შედარებით მოკლე ბეწვი აქვთ და კარგი იქნება ამ ასაკიდანვე მიეჩვივნენ მოვლის პროცედურებს. ეს ხელს შეუწყობს კატისა და პატრონის დაახლოებასაც.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?