ციმბირული კატა
ციმბირული კატა

ეს ჯიში მხოლოდ 1980-იან წლებში გახდა ფართოდ ცნობილი, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირი დაიშალა. მანამდე მას იშვიათად ნახავდით სხვაგან, გარდა რუსეთისა. მის შორეულ ჩრდილოეთ რეგიონებში ციმბირული კატის წინაპრები დაახლოებით 1000 წლის განმავლობაში დაეხეტებოდნენ.

მოკლე დახასიათება

ისტორიულ ჯიშებს მიეკუთვნება
ცნობისმოყვარე ხასიათით გამოირჩევა
გვხვდებიან ბეწვის სხვადასხვა ნახატის მქონე ინდივიდები
მოვლის დრო სეზონის მიხედვით იცვლება

ისტორია

ამ ჯიშს თავდაპირველად ციმბირული ტყის კატა ერქვა და დასავლეთშიც ამ სახელით გახდა ცნობილი _ ის მხოლოდ მოგვიანებით შეამოკლეს. ეს კატები აშკარად ჰგვანან ნორვეგიულ ტყის კატებს, მაგრამ მათ შემთხვევაში
საქმე კონვერგენციულ ევოლუციასთან გვაქვს და არა უშუალო ნათესაობასთან, რადგან მათ მშობლიურ რეგიონებს ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრი
აშორებს. ორივე მსოფლიოს იმ ნაწილში განვითარდა, სადაც ძალზე მკაცრი ზამთრი იცის, ამიტომ მათი გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი იყო საიმედო საფარველი, რაც უამინდობისგან დაიცავდა. ამან განაპირობა ორივე ჯიშის, სახელდობრ, მათი ხაზების, გარეგნობას მსგავსება.

ცხოვრების სტილი

დიდი ზომის მიუხედავად, ციმბირულები საოცრად მოქნილი კატები არიან. ადვილად შეუძლიათ წიგნის თაროზე ახტომა და ზედ სიარული, თან ნივთებს არ ყრიან. ზოგადად კარგად ეგუებიან სახლში ცხოვრებას და ოჯახის წევრებს ეჩვევიან, თუმცა დამოუკიდებელი ხასიათი შერჩენილი აქვთ; მოსწონთ გარეთ ხეტიალი და არემარის თვალიერება, თან უამინდობა არ აშინებთ. ბეწვი გაცილებით ხშირი აქვთ ზამთარში, ზაფხულში კი უთხელდებათ. ამიტომ გაზაფხულზე, განგურის დროს, როდესაც ზამთრის ბეწვი სცვივათ, მეტი მოვლა სჭირდებათ.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?