დიდი კატები
სპარსული გრძელბეწვიანი მეტისის ჯიშის კატა

ზოგჯერ წმინდა ჯიშისა და უჯიშო კატების შემთხვევით წყვილებიან, რის შედეგად კნუტები ორივე მშობლის ნიშნებით იბადებიან. ამ დროს შეუძლებელია ახალი თაობის გარეგნობის წინასწარ განსაზღვრა.
11.05.2014
ციმბირული კატა

ეს ჯიში მხოლოდ 1980-იან წლებში გახდა ფართოდ ცნობილი, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირი დაიშალა. მანამდე მას იშვიათად ნახავდით სხვაგან, გარდა რუსეთისა.
11.05.2014
სელკირკ რექსი

ეს ამერიკული რექსის უჩვეულო ჯიშია, რომელსაც პირველი წლის განმავლობაში შესამჩნევად ეცვლება გარეგნობა. არსებობენ როგორც მოკლე, ისე გრძელბეწვიანი სელკირკ რექსები. თავისებური ბეწვის მიუხედავად, მათი მოვლა ძალიან რთული არ არის.
11.05.2014
რეგდოლის ჯიშის კატა

ამ ჯიშს, მისი ზომისა და ქცევის გამო, უწყინარ გოლიათს უწოდებენ. რეგდოლს ძალიან მშვიდი ხასიათი აქვს, რაც წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღო, თუმცა ამ თვისების გამო არ გამოუყვანიათ.
11.05.2014
სპარსული კატა
ამ ჯიშის წარმომადგენლების ამოცნობა მათი გრძელი, ფუმფულა ბეწვის გამო თითქმის არავის ეშლება. სპარსული კატის წინაპრები აზიაში ცხოვრობდნენ.
11.05.2014
ნორვეგიული ტყის კატა

ნორვეგიული ტყის კატა არქტიკული წრის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში წარმოიშვა. თავიდან ის პოპულარული იყო, როგორც ფერმის კატა. ხშირად მას უბრალოდ ვეგის უწოდებენ.
11.05.2014
მეინ კუნი

შინაური კატის ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯიში _ მეინ კუნი პირველად აშშ-ში გამოიყვანეს, დღეს კი მთელ მსოფლიოში საოცარი პოპულარობით სარგებლობს როგორც შინაური ცხოველების მოყვარულთა, ისე გამოფენების მომწყობთა შორის.
11.05.2014
ჰიმალაიური კატა

ამ გრძელბეწვიან ჯიშს ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ ბეწვზე ფერების განაწილებით ძალზე ჰგავს ჰიმალაიურ ბოცვერს. სახელდობრ, სხეულის პერიფერიული ნაწილები, ანუ პოინტები: სახე, ყურები, ტერფები, ფეხები და კუდი _ ტანზე უფრო მუქად აქვს შეფერილი.
11.05.2014
კიმრული კატა

ეს კიდევ ერთი ჯიშია, რომლის განმასხვავებელი ნიშანია მოკლე ან საერთოდ გამქრალი კუდი. კიმრული კატა ცნობილი მენქსის ჯიშის გრძელბეწვიანი ფორმაა, თუმცა მასავით გავრცელებული არ არის.

11.05.2014
ამერიკული ბობტეილი

ამერიკული ბობტეილების კუდი ჩვეულებრივი კატების კუდის ნახევარი ან მესამედია. მისი გამოყვანის მიზანი გარეული კატის ექსტერიერის მქონე ჯიშის მიღება იყო.
11.05.2014
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?