error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/6301cd69ecadd03e2a97d89149d70397.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
ნორვეგიული ტყის კატა
ნორვეგიული ტყის კატა

ნორვეგიული ტყის კატა არქტიკული წრის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებში წარმოიშვა. თავიდან ის პოპულარული იყო, როგორც ფერმის კატა. ხშირად მას უბრალოდ ვეგის უწოდებენ. ზამთარში განსაკუთრებით სქელი ბეწვი აქვს, რაც კარგად იცავს უამინდობაში.

მოკლე დახასიათება

ბუნებრივად წარმოშობილი ჯიშია
ერთგული კომპანიონია
დამოუკიდებელი ხასიათით გამოიჩევა
უყვარს ხეტიალი

ისტორია

1000 წელზე მეტია, რაც თანამედროვე ნორვეგიული კატის წინაპრები ნორვეგიაში ცხოვრობენ და ამ ხნის განმავლობაში იქაურ გარემო პირობებს შეეგუვნენ და გამრავლდნენ. ისინი ათლეტური აღნაგობის კატები არიან და მიუხედავად სიდიდისა, ხეებზე მარჯვედ დაცოცავენ. იმდენად მოქნილები არიან, რომ მდინარეში თევზის
დაჭერასაც ახერხებენ. ნორვეგიული ტყის კატის სტანდარტიზაციას სერიოზულად მხოლოდ 1970-იან წლებში მოჰკიდეს ხელი. მოგვიანებით, 1979 წელს,
ისინი პირველად ნახეს აშშ-ში. ნორვეგიულ ტყის კატებში დღესაც შენარჩუნებულია მათი წინაპრების ბევრი ქცევითი თავისებურება. მათ უყვართ ხეტიალი, მაშასადამე, ვერ ეგუებიან ქალაქში ცხოვრებას, უფრთხიან უცნობებსაც.

მახასიათებლები

უჩვეულოა, მაგრამ ჯიშის სტანდარტით დაუშვებელია ნებისმიერი კოლორპოინტი. სანაცვლოდ, აქცენტი ბეწვის ხარისხსა და ტიპზე კეთდება, რაც ხელს უწყობს ამ კატების პირვანდელი გარეგნობის შენარჩუნებას. ამის გამო ნაკლებად ცდილობენ ჯიშის ახალი შეფერილობის ინდივიდების გამოყვანას შემთხვევითი აუტკროსინგით. შედეგად ნორვეგიული ტყის კატის გარეგნობა თითქმის არ შეცვლილა. ჩვეულებრივი შინაური კატისა და მისი ბეწვის ნახატს შორის დიდი მსგავსებაა, რაც სრულიად ბუნებრივია.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?