მეინ კუნი
მეინ კუნი

შინაური კატის ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯიში _ მეინ კუნი პირველად აშშ-ში გამოიყვანეს, დღეს კი მთელ მსოფლიოში საოცარი პოპულარობით სარგებლობს როგორც შინაური ცხოველების მოყვარულთა, ისე გამოფენების მომწყობთა შორის.



მოკლე დახასიათება

უჩვეულო ხმოვან სიგნალებს გამოსცემს
ულამაზესი ბეწვი აქვს
მეგობრული, მომთმენი ხასიათისაა
ჯიში გამოირჩევა ბეწვის შეფერილობათა ფართო სპექტრით

ისტორია

მეინ კუნს ეს სახელი მეინის შტატის პატივსაცემად ეწოდა, სადაც XIX საუკუნეში მისი წინაპრები ევროპიდან და, შესაძლოა, უფრო შორიდან წამოსულმა ემიგრანტებმა, გემით ჩაიყვანეს. ამ კატებისგან თანდათან განვითარდა ჯიში განსაკუთრებით გრძელი ბეწვით, რაც შესანიშნავად იცავდა
ცივ ამინდში. მეინ კუნები მუშა კატებადაც ჰყავდათ _ მარცვლეულის მოსავალს მღრღნელებისგან იცავდნენ. ადრე ამერიკაში ისინი
ხშირად გამოჰყავდათ სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე, მაგრამ ურბანიზაციასთან ერთად მათ მიმართ ინტერესიც შემცირდა.

დროის კარნახით

იმ პერიოდში მოდაში ეგზოტიკური ჯიშები, მაგალითად, სპარსული კატები შემოვიდნენ. შესაბამისად მათზე მოთხოვნაც უფრო დიდი იყო, ვიდრე ფერმის უბრალო კატაზე. მეინ კუნის პოპულარობის ზრდა მხოლოდ 1950-იან წლებიდან დაიწყო და მას შემდეგ ამ კატების რაოდენობა სულ უფრო მატულობს. მეინ კუნის ბეწვის ნახატია ტაბი; ყურებზე გრძელი ბალნის ფუნჯები აქვს. ხვადი კნუტები ძუებზე დიდები იზრდებიან და ზამთრობით კისრის გარშემო განსაკუთრებით ლამაზი ბეწვი ამშვენებთ. მიუხედავად იმისა, რომ მეინ კუნი გრძელბეწვიანი ჯიშია, მისი ბეწვი მაინცდამაინც არ ითელება.

giorgi
ამის კნუტს ვინც მაჩუქებს ცოლად მოვიყვან
anna toria
საქართველოში იყიდება ეს ჯიში
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?