კიმრული კატა
კიმრული კატა

ეს კიდევ ერთი ჯიშია, რომლის განმასხვავებელი ნიშანია მოკლე ან საერთოდ გამქრალი კუდი. კიმრული კატა ცნობილი მენქსის ჯიშის გრძელბეწვიანი ფორმაა, თუმცა მასავით გავრცელებული არ არის.







მოკლე დახასიათება


ჯიში ბეწვის შეფერილობათა ფართო სპექტრით გამოირჩევა
უკუდო და კუდმოკლე ინდივიდები არსებობენ
მისი სელექციის შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია
შედარებით იშვიათი ჯიშია

ისტორია

კიმრული კატა, რომლის სახელი უელსის ძველი სახელწოდებიდან Cymru წარმოდგება, ,სინამდვილეში კანადაში წარმოიშვა. მენქსის ჯიშის ნაყარში გრძელბეწვიანი კნუტების დროდადრო გამოჩენა ჩვეულებრივი რამ იყო, ამიტომ ჩრდილოამერიკელ სელექციონერთა ჯგუფმა გადაწყვიტა, მ
ანქსის ამ ფორმის გამოყვანაზე ერთობლივად ემუშავა. შედეგად
მიიღეს გრძელბეწვიანი მენქსი, იგივე კიმრული კატა, რომელსაც, ნამდვილი მენქსის მსგავსად, შეიძლება სხვადასხვა სიგრძის კუდი ჰქონდეს ან სულაც უკუდო იყოს. კიმრულ კატას, რომლის კუდის სიგრძე ჩვეულებრივი შინაური კატის კუდის სიგრძის ტოლია, "ლონგი" ეწოდება, ხოლო ძალიან მოკლე კუდის მქონეს – "სტამპი".


მოშენება

გრძელკუდა და უკუდო კიმრული კატების შეწყვილების შედეგად შეიძლება გრძელკუდა, უკუდო და მოკლეკუდიანი კნუტები დაიბადონ. მაგრამ გამოფენაზე მხოლოდ უკუდო ინდივიდები დაიშვებიან. ამიტომ კიმრული კატების სელექცია ძალიან უიმედო საქმეა, მით უმეტეს, რომ ნაყარი მცირერიცხოვანია და კონკრეტული შეწყვილებიდან უკუდო ინდივიდის მიღების გარანტია საერთოდ არ არსებობს. კიმრული კატები მეგობრული ცხოველები არიან. მათი ბეწვი განსაკუთრებით ფუმფულა არ არის, ამიტომ შედარებით ადვილი მოსავლელია. ამ ჯიშის სტანდარტით დაშვებულია ნებისმიერი შეფერილობა.

Cymru

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?