უჩვეულო გარეგნობის სფინქსი, რომელსაც ღამურას ამსგავსებენ, ინტერნეტ სივრცეში ნამდვილი ვარსკვლავია (+ფოტოები)
უჩვეულო გარეგნობის სფინქსი, რომელსაც ღამურას ამსგავსებენ, ინტერნეტ სივრცეში ნამდვილი ვარსკვლავია (+ფოტოები)
სფინქსის ჯიშის კნუტი უიშვიათესი დაავადებით - ჰიდროცეფალიით (თავის ქალაში მომატებული თავ-ზურგ-ტვინის სითხის რაოდენობა) იტანჯება. ცხოველებს ამ დაავადებით ევთანაზიას უკეთებენ, მაგრამ ლუსის პატრონმა, ზილა ბერგამინიმ, რომელიც ქალაქ ხაიფაში (ისრაელი) ცხოვრობს, გადაწყვიტა ბოლომდე ებრძოლა, რათა პატარა არსება გადაერჩინა. ამან შედეგი გამოიღო: ექიმებმა ლუსის დახმარება შეძლეს და დღეს კნუტი ინტერნეტ სივრცეში ნამდვილი ვარსკვლავია.

როგოც შინაური ცხოველის პატრონი აღნიშნავს, როდესაც ლუსი ფოტოებზე იხილა, დანახვისთანავე შეუყვარდა.

Zooclub

"სანამ ამ პატარა არსებას სახლში მოვიყვანდი, ამ დაავადების შესახებ ბევრი ინფორმაცია მოვიძიე - სად და როგორ მკურნალობდნენ", - ამბობს ზილა.

ტვინის ჰიდროცეფალიის
შემთხვევაში, ცხოველის თავის ქალაში სითხე გროვდება, რომელიც ტვინს აწვება. როგორც ზილა აღნიშნავს, ძალიან რთულია ამის
მკურნალობა და თავადაც დარწმუნებული არ იყო, რომ კატა გადარჩებოდა.

Zooclub

ლუსი ახალ პატრონთან მიყვანის პირველ დღეებში შეუჩერებლად კნაოდა. ზილამ ქალაქში საუკეთესო ვეტერინარი იპოვა, რათა ცხოველს დახმარებოდა.

როგორც ვეტექიმი აღნიშნავს, პატრონების უმეტესობა ცხოველებს ამ დაავადებით ევთანაზიას უკეთებენ, რადგან მკურნალობა ძალიან რთულია, ამასთანავე, არანაირი გარანტია არსებობს, რომ შინაური ბინადარი გადარჩება, თუმცა, ზილამ გადაწყვიტა, ბოლომდე ებრძოლა.

Zooclub

მკურნალობის პროცესში, ცხოველის პატრონმა არაერთი პრობლემა გადალახა, თუმცა, ცდამ შედეგი გამოიღო - საბოლოოდ, ლუსის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის კვლავ ექიმის დაკვირვების ქვეშაა, თუმცა, დღეს ბედნიერი აგრძელებს ცხოვრებას - იკვებება, თამაშობს და ოჯახის წევრების  მიმართ სითბოს გამოხატავს.

Zooclub

"ლუსის ძალიან უყვარს ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. ის ყოველთვის ჩვენს გვერდითაა და თუ სასეირნოდ გავდივართ,  ყოველთვის ითხოვს, თან წავიყვანოთ. ლუსი ბავშვის ეტლში ან ჩანთაში მოკალათდება და სეირნობისას ცნობისმოყვარე სახით აკვირდება ქუჩებს", - ამბობს ზილა.

პატრონს ძალიან მოსწონს ლუსის უჩვეულო გარეგნობა, რომელიც ერთდროულად კატასაც და ღამურასაც ჰგავს. მან ინსტაგრამზე შინაური ცხოველის გვერდიც გააკეთა, სადაც ლუსის ფოტოებს ყოველდღე აქვეყნებს.

Zooclub

ზილას თქმით, მისი ერთ-ერთი მიზანია იმ კატების მფლობელთა დახმარება, რომელთა ოთხფეხა ბინადრებიც სხვადასხვა მძიმე დაავადებით იტანჯებიან.

დღეს ლუსი 11 თვისაა - ინტერნეტ სივრცეში ნამდვილი ვარსკვლავი. მას ინსტაგრამზე 22 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. მას უჩვეულო გარეგნობა პოპულარობაში ეხმარება.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ:

ცხოველები, რომლებსაც ადამიანებმა სიცოცხლის მეორე შანსი მისცეს

ავადმყოფ ძაღლს ნორმალურად კვება არ შეეძლო, პატრონებმა გამოსავალს მიაგნეს

კატამ ჩამოკიდებული კანით პირველად იგრძნო ადამიანების სითბო და სიყვარული
მანანა
ულამაზესია,მეც მყავს სფინქსი,ძალიან მოსიყვარულეეებიარიან
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?