ცხოველები, რომლებსაც ადამიანებმა სიცოცხლის მეორე შანსი მისცეს
ცხოველები, რომლებსაც ადამიანებმა სიცოცხლის მეორე შანსი მისცეს
ხარისხიანი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც.  ვეტერინარებმა ძალები არ დაიშურეს, რათა ცხოველებისთვის ემკურნალათ და სიცოცხლის მეორე შანსი მიეცათ.

20 წლის ლომ ტაისონს კოლუმბიის ქალაქ მედელინში სტომატოლოგიურ პროცედურებს უტარებენ.

Zooclub

ბუდაპეშტის ზოოპარკში ყველაზე ხნიერ გორილა ლიზელს ოპერაციისთვის ამზადებენ, მას უნდა მოაცილონ სიმსივნური წანაზარდი, რომელიც ცხოველის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

Zooclub

ვეტერინარები ოპერაციის შემდეგ ავაზას მდგომარეობას ამოწმებენ. გარეულ ცხოველს თათში მეტალი შტირი ჩაუდგეს. ამ პროცედურის გარეშე ავაზა თათის დადგმას ვერასოდეს შეძლებდა.

-0-0-aapp/6.jpg" border="0" alt="Zooclub" title="ცხოველები, რომლებსაც ადამიანებმა სიცოცხლის მეორე შანსი მისცეს" />

ვეტერინარები იძულებით კვებავენ რქიან ბუს, რომელმაც ფრთის რთული მოტეხილობის ოპერაცია გადაიტანა. უნდა
აღინიშნოს, რომ ეს ოპერაცია პირველად ჩინეთში ჩატარდა.

Zooclub

თელ-ავივში, Ramat Gan Safari-ის თანამშრომლები სამედიცინო პროცედურას უტარებენ მანგოს - 19 წლის სირიულ მურა დათვს, რომელსაც გაუკეთეს ხერხემლის თიაქრის ოპერაცია. მტაცებელს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა ძლიერი ტკივილები და გადაადგილება უჭირდა.

Zooclub

ალტერნატიული მედიცინის სპეციალისტები მკურნალობენ 14 წლის სუმატრას ვეფხვს, რომელიც იტანჯება ქრონიკული ყურის ინფექციით.

Zooclub

კენგურუს ნაშიერი ტიჰანა იმზირება სპეციალური ინკუბატორიდან, სადაც მისი სიცოცხლისთვის შესაბამისი ტემპერატურა +35 გრადუსია.

Zooclub

ტიჰანა დედის ჩანთიდან იმ დროს გადმოვარდა, როდესაც ფრინველებისგან შეშინებული კენგურუ დიდი სისწრაფით მირბოდა. ინკუბატორის გარეშე, პატარა არსება ვერ გადარჩებოდა.

გორილას ნაშიერი მერი გერმანიის ქალაქ მიუნსტერში, ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოს ინკუბატორში მკურნალობის კურსს გადის.

Zooclub

მერის გადაუდებელი დახმარება დასჭირდა, რადგან ის დედამ მიატოვა, ხოლო მამა მას ფიზიკურად უსწორდებოდა.

ასევე იხილეთ:

როგორ მკურნალობენ დიდი ზომის ცხოველებს. მსგავსი არასოდეს გინახავთ

ვეტერინარები საკუთარ პაციენტებს ოპერაციის შემდეგ ამშვიდებენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?