ვეტერინარები საკუთარ პაციენტებს ოპერაციის შემდეგ ამშვიდებენ
ვეტერინარები საკუთარ პაციენტებს ოპერაციის შემდეგ ამშვიდებენ
ქირურგიული ჩარევა ყოველთვის რთულ პროცესთანაა დაკავშირებული, ის ტრავმას აყენებს სხეულსა და სულს. ცხოველები ისევე, როგორც ადამიანები, ნარკოზის შემდეგ შეშინებულები და არა ორიენტირებულნი არიან.

თუკი ამ დრის ნაოპერაციებ ადამიანს ფსიქოლოგიურ დახმარებას ნათესავები და მეგობრები უწევენ, ცხოველს ივიწყებენ ხოლმე. ამიტომ, ბალტიმორში მდებარე BARCS-ის თავშესაფრის თანამშრომლებმა წესად მიიღეს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ იმ ცხოველებს, რომლებმაც ოპერაცია გადაიტანეს.

Zooclub

მომვლელებსა და ვეტერინარებს ნარკოზიდან გამოსული ბინადრები ბავშვებივით ხელში აჰყავთ, ეხუტებიან და იავნანასაც უმღერიან.

Zooclub

"სიმღერა, ჩახუტება და ხელში დაჭერა ცხოველების დამშვიდებისთვის, რომლებმაც რთული პროცედურა გაიარეს, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს ისინი
თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა თავშესაფრის ბინადრებმა თავი კომფორტულად იგრძნონ", -
ამბობს თავშესაფრის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ბეილი დიკონი.

Zooclub

BARCS-ის თავშესაფარი უამრავ ცხოველს უვლის. დღეს იქ 11 000 კატა, ძაღლი და სხვა შინაური ცხოველი ბინადრობს. ეს ადგილი ყოველთვის გადავსებულია მიტოვებული თუ ნაპოვნი ცხოველებით. მიუხედავად ამისა, მომვლელები ყოველთვის ასწრებენ, ყურადღება დაუთმონ თითოეულ მათგანს.

Zooclub

თავშესაფარს ყოველდღე აკითხავენ მოხალისეები, რომლებიც სიამოვნებით ზრუნავენ იქ მყოფ შინაურ ცხოველებზე და მათ ყოფას ალამაზებენ. მათ ძაღლები სასეირნოდ ჯგუფებად ეზოში გაჰყავთ, სადაც ცხოველები თამაშობენ და ჰაერზე ისვენებენ.

Zooclub

"ზოგჯერ ნაოპერაციებ ცხოველს უბრალო ჩახუტება და თბილ პლედში შეფუთვაც შველის", -ამბობს თავშესაფრის წარმომადგენელი.

ასევე იხილეთ:

7 მიზეზი, რატომ არის ვეტერინარის პროფესია მნიშვნელოვანი

ვეტერინარი ოპერაციის შემდეგ პაციენტებს სიმღერით ამშვიდებს

იხილეთ როგორ ამშვიდებს გორილა მეგობარს - ადამიანს, რომელიც გასაჭირშია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?