რომელი კატის ჯიშია ყველაზე მოსიყვარულე და პატრონს მიჯაჭვული?
რომელი კატის ჯიშია ყველაზე მოსიყვარულე და პატრონს მიჯაჭვული?
ყველა ფისომოყვარულს საკუთარი წარმოდგენა აქვს, თუ როგორი უნდა იყოს მისი კატა. ალბათ არ მოიძებნება პატრონი, რომელსაც სურს, საკუთარმა შინაურმა ცხოველმა ველური ხასიათი გამოავლინოს - ავნოს ოჯახის წევრებს, მაგალითად ეჭვიანობის მიზნით, დააზიანოს ავეჯი და ა.შ.

კატა უნდა იყოს ნაზი და მოსიყვარულე. ასე მიიჩნევს კატის აყვანის თითქმის ყველა პოტენციური მსურველი.

სპეციალისტების თქმით, სწორი აღზრდა და მზრუნველობა კატის ხასიათზე აუცილებლად აისახება.

ზოგიერთი კატის ჯიში ადამიანებზე საოცრად მიჯაჭვულია. სიყვარულს სიყვარულითვე პასუხობენ, თუმცა, არ ღირს მათი გაბრაზება, რადგან ჭკუასა და ეშმაკობას ყველა ჭრილში გამოავლენენ.

ციმბირული კატა

Zooclub

ეს ულამაზესი არსება პატრონს თავად ირჩევს. თუ
რომელიმე კნუტი თავად გამოიქცევა თქვენი მიმართულებით, ეს ნიშნავს, რომ მან აგირჩიათ. ციმბირული კატა პატრონთან საოცრად მიჯაჭვულია.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ასწავლით მასზე მზრუნველობას და მასთან თამაშს, ისინი განუყრელი მეგობრები გახდებიან. ეს დიდი და ფუმფულა ცხოველია, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ მისი მოვლა მარტივი არაა.

მეინ-კუნი

Zooclub

ჭკვიან და მეგობრულ მეინ-კუნს შეუძლია თავისი გარეგნობით სტუმრების შეშინება, რადგან ის დიდი ზომის იზრდება, თუმცა, ეს კატა საოცრად თბილი და მიმნდობია. ის გონიერი არსებაა, რომელიც პატრონს და განსაკუთრებით ბავშვებს ძაღლივით ეჩვევა.

მენქსი

Zooclub

ქარიზმატული და მომხიბვლელი ჯიშია. მას ძალიან მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამიტომ, თუ სტუმრები გეწვევათ, მენქსი დაწვება იქ, სადაც ყველას შეეძლება მისი დანახვა. ის სწრაფად ეჩვევა ადამიანებს. ძალიან უყვარს ბავშვების გარემოცვაში ყოფნა და მათთან თამაში.

ბირმული კატა

Zooclub

სპეციალისტები თვლიან, რომ კატის ჯიშებს შორის ბირმულს ყველაზე მაღალი ინტელექტი აქვს. გარდა იმისა, რომ ის მშვიდი ცხოველია, მას საოცრად დახვეწილი მანერები აქვს.

ბირმული კატა მხიარულია, თუმცა, ზღვარს არასოდეს გადადის. იგი სიამოვნებით ითამაშებს თქვენთან, მაგრამ თავს არასოდეს მოგაბეზრებთ.

რეგდოლი

Zooclub

რეგდოლი საოცრად ნაზი და მოსიყვარულე ჯიშია. მას აქვს მოთმინების დიდი უნარი და გამოირჩევა მშვიდი ხასიათით, თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ჯიშისთვის ზოგიერთი ფიზიკური აქტივობა, როგორც სხვა კატებისთვის, არ შეიძლება. მაგალითად, მისთვის საზიანოა იატაკზე დავარდნა, მცირე სიმაღლიდანაც კი, რადგან დიდი ალბათობით რაიმე დაუზიანდება.

სიამის კატა

Zooclub

სიამის კატას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "რევანშისტს", ავს, ეჭვიანსა და კაპას ცხოველს, მაგრამ ეს ასე არაა. ის საოცრად გულკეთილი და მშვიდი არსებაა იმ დრომდე, სანამ არ გააბრაზებენ ან რაიმეს გაკეთებას არ აიძულებენ.

სიამის კატა ოჯახში მხოლოდ ერთ პატრონს ირჩევს. ამიტომ, თუ გსურთ, რომ კატისთვის ბავშვი ავტორიტეტი გახდეს, მიეცით პატარას მასზე მზრუნველობის ნება.

სიამის კატა ზედმეტად ცნობისმოყვარე და ჭკვიანი არსებაა. ის მარტივად ექვემდებარება წვრთნას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ეს პროცესი მოსწონს და ამით ერთობა.

ევროპული ბურმა

Zooclub

ესაა კატის ჯიში, რომელიც საოცარი სილამაზით გამოირჩევა. იგი ძალიან ეჩვევა პატრონს, ამიტომ, თუ თქვენ ხშირად გასული ხართ სახლიდან, სპეციალისტები ამ ჯიშის აყვანას არ გირჩევენ. სხვა ჯიშის კატებისგან განსხვავებით, ბურმა მარტო დარჩენას ვერ ეგუება. ის ამ დროს მოწყენილია და შეიძლება, ავადაც გახდეს. ერთადერთი გამოსავალია, მოიყვანოთ სახლში კიდევ ერთი შინაური ბინადარი, რომელთანაც ის იმეგობრებს.

ევროპული ბურმა სისტემატურად ითხოვს მოფერებას და პატრონთან საუბარს. დიახ, არ მოგესმათ, მას ძალიან მოსწონს, როდესაც პატრონი ესაუბრება და თავადაც გამოსცემს უჩვეულო ხმებს - თითქოს გელაპარაკებათ.

რუსული ცისფერი კატა

Zooclub

ეს ჯიში შეუდარებელი მეგობარია. ძველი თქმულების მიხედვით, რუსული ცისფერი კატის სახლში ყოლა ბედნიერებისა და წარმატების მომტანია. ის თქვენს ნაბიჯებს გამოყვება, გეთამაშებათ, ოჯახში ყველაფრის საქმის კურსში იქნება და დაიძინებს თქვენს გვერდით.

რუსული ცისფერი კატა არ ითხოვს სისტემატურ მოფერებას. მისთვის საკმარისია თქვენს გვერდით ყოფნა. 

შენიშვნა: ზოგიერთ შემთხვევაში, რუსული კატა იწყებს ნერვიულობას და შესაძლოა, გამოხატოს აგრესია სახლში მოსული უცხო ადამიანების მიმართ.

სფინქსი

Zooclub

გამორჩეული ჯიშია, რომელიც ყველა ფისომოყვარულს არ მოსწონს, თუმცა, სფინქსის პატრონებმა იციან, რომ მსგავსი სიკეთის განსახიერებას იშვიათად თუ შეხვდებით. ეს საოცრად ინტელიგენტი ჯიშია. მას არ აქვს ბეწვი, ამიტომ აუცილებელია, მასზე ვიღაც განსაკუთრებით ზრუნავდეს.

ეგზოტიკური მოკლებეწვიანი კატა

Zooclub

ის პატრონის ხელიდან არ ჩამოდის, მის საწოლსაც კი არ შორდება. პატრონი მისთვის მეფეა, თუმცა, უცხო ადამიანებს ეჭვის თვალით უყურებს, სანამ არ შეეჩვევა. თუ სტუმრად მოსული ადამიანი მოეწონა და მის მიმართ ნდობა გამოხატა, გვერდიდან არ მოშორდება.

ყველა სახეობა თავისებურად ლამაზი და გრაციოზულია. არ აქვს მნიშვნელობა, აირჩევთ ჯიშიანს თუ ქუჩიდან შეიფარებთ მეტისს, ყველა კატას ინდივიდუალური, ერთმანეთისგან გამორჩეული ხასიათი აქვს, მაგრამ მთავარია ერთი რამ: როგორიც არ უნდა იყოს ის, ამ ფუმფულა არსების აყვანას არასოდეს ინანებთ.

ასევე იხილეთ:

8 ყველაზე ჭკვიანი კატის ჯიში

5 რჩევა, რომ თქვენი კატა მეგობრული გაიზარდოს

კატის 5 ჯიში, რომლებსაც პატრონებთან "საუბარი" ძალიან მოსწონთ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?