კატის 5 ჯიში, რომლებსაც პატრონებთან "საუბარი" ძალიან მოსწონთ
კატის 5 ჯიში, რომლებსაც პატრონებთან "საუბარი" ძალიან მოსწონთ
ყველა კატა ხასიათით თუ გარეგნობით ინდივიდუალურია. ზოგიერთი მათგანი უფრო ხმაურიანია, მაგრამ არსებობს გარკვეული ჯიშები, რომლებსაც ძალიან უყვართ პატრონთან "საუბარი". 

ამ ჯიშების მფლობელებმა ყოველთვის იციან, როდის რა სურს მათ შინაურ ბინადარს. ისინი პატრონს სხეულის ენითა და კნავილით ესაუბრებიან. უდავოა, არსებობს გამონაკლისებიც, თუმცა, ქვემოთ მოყვანილი სახეობები ზოგადად "საუბრის" მიდრეკილებით გამოირჩევიან.

სიამის კატა

Zooclub

სიამის კატა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა ჯიშებს შორის. ის საოცრად კომუნიკაბელური, ჭკვიანი და სოციალური შინაური ცხოველია. ჰიპერაქტიური და მოუსვენარი სიამის კატა ხშირად ეჩხუბება პატრონს საკვების მოთხოვნის, თამაშის ან ყურადღების მიქცევის მიზნით.
მათი ხმა ზოგჯერ ახალშობილის ტირილსაც მოგაგონებთ.

სფინქსი

Zooclub

სფინქსის ჯიშის კატამ პოპულარობა გარეგნობით მოიპოვა. მართალია, მას
კანზე ბეწვი არ ამოსდის, მაგრამ სხეული თხელი ღინღლით აქვს დაფარული. ის საოცრად ენერგიული და ექსტროვერტია. სფინქსი ყოველთვის ცდილობს პატრონის ყურადღება მიიქციოს და ამას ხმიანობით აკეთებს. შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანისთვის არასასიამოვნო გარეგნობით გამოირჩევა, თუმცა, საოცრად ნაზი და მოსიყვარულეა.

ორიენტალური მოკლებეწვიანი

Zooclub

ეს ჯიში ძალიან ჰგავს სიამის კატას, თუმცა, განსხვავდება ბეწვის შეფერილობით, რომელიც შესაძლოა, სხვადასხვა ფერის ჰქონდეს. სიამის კატის მსგავსად, ისიც საოცრად ჭკვიანი და მოქნილია. ორიენტალური კატა ცნობილია ხმის მაღალი ტემბრით. ის უპირატესობას ანიჭებს სხვა კატებისა და ადამიანების გარემოცვაში ცხოვრებას. არსებობს ამ ჯიშის გრძელბეწვიანი სახეობაც, რომლის ხასიათიც თითქმის ორიენტალური მოკლებეწვიანის იდენტურია.

ბურმილა

Zooclub

ბურმილას ჯიში 1981 წელს სპარსული შინშილასა და ლილისფერი ბურმას დაუგეგმავი შეწყვილების შედეგად გაჩნდა, თუმცა, ის დიდი პოპულარობით სარგებლობს დიდ ბრიტანეთსა და ამერიკაში. იგი ზრდასრულ ასაკშიც კი ისეთივე აქტიურია, როგორც კნუტობის პერიოდში. ბურმილას ძალიან მოსწონს თამაში,  პატრონთან ჩახუტება და სისტემატური ხმიანობა მოთხოვნების მიზნით.

ბურმილას პატრონი ყოველთვის ხვდება, როდის რა სურს მის შინაურ ბინადარს, რადგან კატა თავის ემოციებს კარგად გამოხატავს, როგორც ქცევით, ისე ხმის ტემბრით.

ტონკინური

Zooclub

ტონკინური კატა სიამისა და ბურმილას ჯიშის კატების შეჯვარებით დაიბადა. შედეგად, სელექციონერებმა მიიღეს აქტიური და ჭკვიანი სახეობა, რომელსაც აქვს უნარი პატრონთან დიდი სულიერი კავშირი დაამყაროს. ის ხშირად კნავის ოჯახის წევრების ყურადღების მიქცევის მიზნით და თუ არ მიიღო, რაც სურს, კიდევ უფრო მაღალი ხმიანობით აპროტესტებს.

ასევე იხილეთ:

ყურების ენა - 5 მინიშნება, რომელიც კატების პატრონებმა უნდა იცოდნენ

8 ყველაზე ჭკვიანი კატის ჯიში

როგორია “კატური” სიყვარულის ახსნა …
მარი
ჩემი კატა ჩვეულებრივია, მაგრამ ისეთი გონიერია მშვენივრად ხვდება რასაც ვეუბვები, თან ისეთი ალერსიანი თვალებით მიყურებს გულში სითბო მეღვრება
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?