თავშესაფარში მცხოვრებმა კატამ მოიწყინა მას შემდეგ, რაც მის დაბადების დღეზე არავინ მივიდა
თავშესაფარში მცხოვრებმა კატამ მოიწყინა მას შემდეგ, რაც მის დაბადების დღეზე არავინ მივიდა
2 წლის კატა, სახელად მონიკი, ლონდონის ცხოველთა თავშესაფარში 115-ე დღეა, ცხოვრობს. ამ დროის განმავლობაში ცხოველი მოთმინებით ელოდება, თუ როდის გამოჩნდება მისი მომავალი პატრონი გალიის კართან, თუმცა, მისი აყვანის სურვილი ჯერ არავის გამოუთქვამს.

რამდენიმე დღის წინ თავშესაფრის პერსონალმა მონიკის დაბადების დღე აღნიშნა, მაგრამ მისალოცად არავინ მივიდა. მისი მომვლელების თქმით, კატა მოწყენილი, მარტო პოზირებდა ფოტო ობიექტივის წინ.

Zooclub

ამ ფაქტის შემდეგ, თავშესაფრის თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს მონიკის ფოტოსესია, რომელიც კამერის წინ, სადღესასწაულო "მაგიდასთან" სრულიად მარტოა, ხოლო კომენტარებში აღნიშნეს, რომ კატის ყველაზე დიდი სურვილი მზრუნველი
ოჯახის პოვნაა.

Zooclub

"მიუხედავად იმისა, რომ მონიკი საოცრად ლამაზი, კარგად აღზრდილი გოგონაა, საუკეთესო ხასიათით, ის თავს
მარტოსულად გრძნობს", - წერდნენ კომენტარებში თავშესაფრის წარმომადგენლები.

მონიკს აქვს კატის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ), რომელიც ცხოველის იმუნურ სისტემას აზიანებს, თუმცა, ვირუსი არ გადადის ადამიანზე. მნიშვნელოვანია, მისი აყვანის მსურველებმა გაითვალისწინონ, რომ ის ოჯახში ერთადერთი ცხოველი უნდა იყოს. მეტიც, აივი ინფექციით დაავადებული შინაური ბინადარი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.

Zooclub

თავშესაფრის ხელმძღვანელის - კრისი გრინდროდის თქმით, ძალიან სამწუხაროა, ყოველდღიურად უყურო ასეთი ლამაზი კატის უპატრონოდ ყოფნას, რადგან მას ავადმყოფად მიიჩნევენ. სინამდვილეში, მონიკის წინ ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრება ელის, რადგან კატები ამ დაავადებით დიდხანს ცოცხლობენ.

Zooclub

მონიკის გულშემატკივრები იმედოვნებენ, სულ მალე ეს ლამაზი არსება მზრუნველ ოჯახში მოხვდება.

წყარო: boredpanda.com

ასევე იხილეთ: 

კატა მესამე კლასში "სწავლობს", როდესაც ის სკოლაში აღარ შეუშვეს, მოიწყინა და საკვებზეც უარი თქვა

მომღიმარმა ძაღლმა მოიწყინა, როდესაც მიხვდა, რომ პატრონმა მიატოვა

ძაღლი კუთხეში დაჯდა და თავი დახარა, როდესაც პატრონებმა ის თავშესაფარში დატოვეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?