კატა მესამე კლასში "სწავლობს", როდესაც ის სკოლაში აღარ შეუშვეს, მოიწყინა და საკვებზეც უარი თქვა
კატა მესამე კლასში "სწავლობს", როდესაც ის სკოლაში აღარ შეუშვეს, მოიწყინა და საკვებზეც უარი თქვა
თურქეთის ქალაქ იზმირში საოცარი ისტორია უკვე მეორე წელია, გრძელდება. გასულ წელს დაწყებით სკოლას ქუჩის ჟღალი კატა ესტუმრა. ბავშვებმა მასზე მზრუნველობა დაიწყს - კვებავდნენ, ეთამაშებოდნენ და კატაც სულ უფრო ხშირად სტუმრობდა ამ ადგილს. ფუმფულა ცხოველს განსაკუთრებით მოსწონდა მესამე კლასელ ბავშვებთან ერთად გაკვეთილზე ყოფნა. სკოლის თანამშრომლებმა კატა პარაზიტებზე დაამუშავეს. ბავშვებმა მას ტამბო დაარქვეს.

მასწავლებლებმა შეამჩნიეს, რომ თუ კატა გაკვეთილზე იყო, მოსწავლეები გაცილებით მშვიდად და ფრთხილად იქცეოდნენ. გარდა ამისა, ისინი აღარც ხმაურობდნენ და ყვიროდნენ, რათა ტამბო არ შეეშინებინათ.

Zooclub

სკოლის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ კატა გაკვეთილებზე
თავდაჭერილი იქცეოდა.

Zooclub

ზოგჯერ ბავშვებს წიგნის გადაფურცვლაშიც ეხმარებოდა...

Zooclub

და მასწავლებლებს ყურადღებით უსმენდა.

Zooclub

მოსწავლეები იგონებენ ისტორიებს და
აკეთებენ პრეზენტაციებს, სადაც მთავარი მოქმედი გმირი ტამბოა.

Zooclub

და როგორც ყოველთვის, მშობლებს შორისაც მოიძებნა ისეთი ადამიანი, რომელსაც სკოლაში კატის არსებობა არ მოეწონა. მან საჩივარი დაწერა, რის შემდეგაც სკოლის თანამშრომლებმა ტამბოსთვის ახალი პატრონი მოძებნეს.

ჟღალი კატა 3 დღე არ დადიოდა სკოლაში. ის მთელი დღე თავისი ახალი სახლის ფანჯარასთან მოწყენილი იჯდა, არ ჭამდა და არც წყალს სვამდა, ხოლო სკოლაში ბავშვები ტიროდნენ, რადგან ტამბო ძალიან ენატრებოდათ.

Zooclub

სკოლის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო და ტამბო ოფიციალურად გააფორმა შტატის თანამშრომლად. ცხოველს გაუხსნეს პირადი საქმე, რომელსაც დაურთეს სერტიფიკატი, სადაც აღნიშნულია ტომბოს აცრები და მონაცემები მისი ჯანმრთელობის შესახებ. გარდა ამისა, ჩამოთვლილია მისი ვალდებულებები სამუშაო დროს.

Zooclub

ტამბოს დაბრუნება ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა. მშობელმა, რომელმაც ცხოველის შესახებ საჩივარი დაწერა, ოფიციალურად ბოდიში მოიხადა კატისა და მთელი სკოლის წინაშე, ხოლო შემდეგ ფუმფულა ბინადარს ლამაზი საყელური აჩუქა. 

Zooclub

სკოლის ადმინისტრაციამ შიდა განაწესში სახალისო წესი ჩართო - მოსწავლეს, რომლის რვეულზეც ტამბო დაწვება, კანონიერი უფლება აქვს, გაკვეთილზე არ დაწეროს. ამის შესახებ სკოლის ჟურნალში სპეციალური აღნიშვნა კეთდება.

Zooclub

ამჟამად ტამბო კვლავ სტუმრობს მესამე კლასს და მას ხუმრობით მესამე კლასის ჟღალ დირექტორსაც უწოდებენ.

ასევე იხილეთ:

დედა იხვის და მისი ჭუკების გამო, სკოლა ყოველ წელს იკეტება

ძაღლი ყოველდღე მარტო მიდის სკოლასთან და ამას თავისი მიზეზი აქვს

ძაღლი, სახელად მეგი, ლექტორთან ერთად სასწავლო პროცესს უძღვება
Tbilisi
ძალიან კარგი ისტორიაა :) ბავშვებზე დადებითად მოქმედებს შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა!
ნონა
ასეთი საყვარელი "მოსწავლე" ყველა სკოლაში უნდა ყავდეთ! მაგ ფუმფულა სახეში გენაცვალე!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?