ძაღლი ყოველდღე მარტო მიდის სკოლასთან და ამას თავისი მიზეზი აქვს
ძაღლი ყოველდღე მარტო მიდის სკოლასთან და ამას თავისი მიზეზი აქვს
ისევე როგორც ადამიანების, ცხოველების ხასიათიც განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, ეს ძაღლი დაბადებულია იმისთვის, რომ ადამიანებს სითბო გაუზიაროს.

ირლანდიაში მცხოვრები ძაღლი ლაქი, რომელიც პატრონმა თავშესაფრიდან აიყვანა, ყოველდღე მიდის სახლის სიახლოვეს მდებარე სკოლასთან, რათა ბავშვებს სიყვარული გაუზიაროს და მათგანაც იგივე მიიღოს.

"არ მიკვირს, რომ ლაქი ყოველდღე სკოლაში ბავშვების სანახავად მიდის. მის გულში უსაზღვრო სიყვარულია. მას ძალიან უყვარს ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები. იგი ბედნიერია, როცა ეფერებიან", - ამბობს ძაღლის პატრონი კირა კლარკი.

Zooclub
და ამას თავისი მიზეზი აქვს" />

სკოლის მასწავლებლის თქმით, ლაქი ეზოში გამართულ თითქმის ყველა ღონისძიებას ესწრება, რაც მოსწავლეებისა და თანამშრომლებისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

Zooclub

"ის მშვიდად ზის სკოლის შესასვლელთან და ჩვენს აქტივობებს აკვირდება. ლაქი მოთმინებით
ელოდება, როდის მიუახლოვდება რომელიმე მოსწავლე და მოეფერება. როცა ეფერებიან, მისი თვალები ბრწყინავს. ეს ბავშვებისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა", - ამბობს მასწავლებელი სან კანვოი.

Zooclub

რამდენიმე თვეა, ლაქი სკოლაში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სტუმარი გახდა. მისი ნახვა უხარიათ, როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს.

ასევე იხილეთ:

ყოველდღე ეს ხნიერი ძაღლი 6 კილომეტრს გადის, რომ ადამიანებს მოესიყვარულოს

მამაკაცს ძაღლის დახმარება სურდა, თუმცა, მან ცხოველის ყელსაბამზე უცნაური რამ წაიკითხა...

უპატრონო ძაღლი ყოველთვის საჩუქრით მიდის ქალთან, რომელიც მას კვებავს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?