ძაღლი, სახელად მეგი, ლექტორთან ერთად სასწავლო პროცესს უძღვება
ძაღლი, სახელად მეგი, ლექტორთან ერთად სასწავლო პროცესს უძღვება
ვერმონტის უნივერსიტეტის (აშშ) ლექტორი დევიდ ჩაპკინი საღამოს ლექციაზე სამსახურში მივიდა. ქუჩაში ბინდი იყო, ამიტომ სასწავლო ოთახში ბნელოდა.

დევიდმა თავისი ნივთები სამუშაო მაგიდაზე დაალაგა და შუქი აანთო. მამაკაცი არ ელოდებოდა, რომ ოთახში კიდევ სხვა სულიერი დახვდებოდა. მის სკამზე დიდი ჟღალი ძაღლი მშვიდად იჯდა. გაუგებარია, თუ როგორ აღმოჩნდა ცხოველი ოთახში. შესაძლოა, ძაღლს უბრალოდ გათბობა სურდა.

Zooclub

დევიდმა შინაურ ბინადარს ნება მისცა, სასწავლო პროცესს დასწრებოდა. ლექციის დასრულების შემდეგ ლექტორმა აღნიშნა, რომ სტუდენტები სხვადასხვა თემას დიდი ინტერესით ისმენდნენ და აქტიურობით გამოირჩეოდნენ. ყოველივე კი დამსახურება იყო ოთხფეხა სტუმრისა, რომელსაც
მეგი დაარქვეს.

დევიდმა სტუდენტებთან ერთად მეგის აუდიტორიაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ყოველ ლექციაზე ძაღლი დადის მერხებს
შორის და სტუდენტებს აკვირდება, თუ რამდენად ჩართულნი არიან სხვადასხვა თემის განხილვაში და წერენ თუ არა საჭირო ინფორმაციას.

Zooclub

მეგი თავისუფალ დროს დევიდის გვერდით ატარებს. ლექტორს ყოველდღე მოაქვს მისთვის საკვები და ღამე შენობაშიც ტოვებს.

ერთ დღეს დევიდმა სტუდენტების ტესტებს დაურთო კითხვა: "როგორი დამოკიდებულება გაქვთ მეგის მიმართ?" თითქმის ყველა მოსწავლის პასუხი ერთი იყო: "ის მსოფლიოში საუკეთესო ძაღლია!"

Zooclub

მეგის გამოჩენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ სტუდენტების სწავლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს კი დასტურია იმისა, რომ ცხოველები არა მარტო ერთგული მეგობრები, არამედ საუკეთესო დამხმარეებიც არიან.

ასევე იხილეთ:

ის სკოლის ბიბლიოთეკაში ცხოვრობდა, მაგრამ არდადეგების დადგომისთანავე ქუჩაში მარტო რჩებოდა

ძაღლი ყოველდღე მარტო მიდის სკოლასთან და ამას თავისი მიზეზი აქვს

ასწავლებელმა მოსწავლეების ყურადღების მოსაკრებად უცნაური რამ მოიფიქრა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?