ძაღლი კუთხეში დაჯდა და თავი დახარა, როდესაც პატრონებმა ის თავშესაფარში დატოვეს
ძაღლი კუთხეში დაჯდა და თავი დახარა, როდესაც პატრონებმა ის თავშესაფარში დატოვეს
საოცარი ძაღლი-გიგანტი, სახელად რიტერი, კომფორტსა და მოსიყვარულე პატრონების გარემოცვაში გაიზარდა, მაგრამ ერთ დღეს ოჯახმა სახლი დაკარგა. ისინი ვერ შეძლებდნენ შინაური ცხოველების მოვლას (მათ კიდევ ერთი ძაღლი კორნი ჰყავდათ) და მათთან დაშორება მოუწიათ.

მიუხედავად იმისა, რომ პატრონები ძლიერად განიცდიდნენ საყვარელი ბინადრების მიტოვებას, ისინი იძულებულნი გახდნენ, ძაღლები ინდიანას (აშშ) ჰუმანურ თავშესაფარში ჩაებარებინათ.

როგორ კი რიტერი პატრონს დააშორეს, მან მოიწყინა...

დაბნეული ძაღლი ნერვიულობდა და დარდობდა. შინაური ცხოველი ვერ იგებდა, თუ სად გაქრა მისი ოჯახი და რატომ დარჩა სრულიად მარტო.

რიტერი ცალკე ოთახში მოათავსეს, ის
მიეკრა კედელს და თავი დახარა. მომვლელები ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ რიტერი მზრუნველ გარემოში ყოფილიყო, თუმცა
ყველა ხვდებოდა, რომ მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა მზრუნველი პატრონი.

მომვლელებმა რიტერის ისტორია ფეისბუქზე გამოაქვეყნეს იმ იმედით, რომ საყვარელ გიგანტს კეთილი ადამიანი აიყვანდა.

სულ მალე გამოჩნდა გოგონა, რომელმაც რიტერის აყვანის სურვილი გამოთქვა. სოფი სპენსერი დიდი ხანია ოცნებობდა, დიდი ძაღლი ჰყოლოდა. ის ელოდებოდა, თუ როდის იყიდიდა დიდ სახლს და ექნებოდა ძაღლისთვის შესაბამისი სივრცე, ამიტომ პირველი საცხოვრებლის ყიდვის შემდეგ შინაური ცხოველის ძებნა დაიწყო და თავისი არჩევანი სევდიან გიგანტზე შეაჩერა.

Zooclub

გოგონამ ნახა, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული თავშესაფრის სტატუსი ვირუსულად გავრცელდა. ის განიცდიდა, რომ რიტერის აყვანას სხვა დაასწრებდა. როდესაც ამ ამბის შესახებ სოფის უფროსმა შეიტყო, ის სამსახურის პერიოდში გაუშვა, რათა ძაღლი სხვას არ წაეყვანა.

Zooclub

სოფი ძაღლთან შეხვედრამდე ძალიან ნერვიულობდა, რადგან იცოდა, რომ პატრონებთან განშორების შემდეგ რიტერი დარდიანი იყო. გოგონა ფიქრობდა, რომ ძაღლი მას არ მიიღებდა, მაგრამ როდესაც ის ვოლიერში შევიდა, მისი მოლოდინი არ გამართლდა.

სოფის დანახვისას რიტერი მას მიუახლოვდა და მუხლებზე თავი დაადო. მას აღარ უფიქრია და დაუყოვნებლივ დაწერა ძაღლის აყვანაზე განაცხადი.

როდესაც რიტერი მანქანაში ჩასვეს, ის ბედნიერებისგან იღიმებოდა და ბრწყინავდა. ხვდებოდა, რომ მზრუნველ ოჯახში მიდიოდა.

Zooclub

ამჟამად ძაღლი ახალ გარემოს ეგუება, ხოლო სოფი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რიტერს ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეს.

ასევე იხილეთ:

პატრონმა განუყრელი მეგობრები თავშესაფარში ერთად ჩააბარა... ერთგულების საოცარი მაგალითი

პიტბულებიც ტირიან: თავშესაფარში პატრონისგან მიტოვებული ძაღლი ყოველდღე ტიროდა

მომღიმარმა ძაღლმა მოიწყინა, როდესაც მიხვდა, რომ პატრონმა მიატოვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?