ელამი კატა, რომელსაც სოციალურ ქსელებში ათასობით თაყვანისმცემელი ჰყავს
ელამი კატა, რომელსაც სოციალურ ქსელებში ათასობით თაყვანისმცემელი ჰყავს
ზოლიანი კატა, ოლივი, ქუჩაში უპატრონოდ იპოვეს. ის გამხდარი, დაავადებული და გამოფიტული იყო. ცხოველის თვალები საპირისპირო მხარეს იყურება, ხოლო მისი ყბა დაბადებიდან განუვითარებელია, თუმცა, ყოველივე მას დაეხმარა, რათა სოციალური ქსელების ვარსკვლავი გამხდარიყო.

ოლივი ნიუ-იორკში მზრუნველ პატრონთან - მიშელ ტრეინორთან ერთად ცხოვრობს. გოგონა თავისუფალ დროს ფუმფულა ბინადრის ინსტაგრამის გვერდს მართავს, სადაც ცხოველს 120 ათასი ხელმომწერი ჰყავს.

"როდესაც ოლივი ვიპოვეთ, ის ავად იყო და საშინლად გამოიყურებოდა. ვეტ-კლინიკაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, ის სახლში წამოვიყვანე. ოლივი საოცარი კატაა", - ამბობს მიშელი.

გოგონას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ
ცხოველი ელამია, მას მხედველობის პრობლემა არ აქვს, თუმცა, განუვითარებელი ყბის გამო, მას მხოლოდ სპეციალური საკვებით კვებავენ.

გარეგნული მახასიათებლების გამო, ოლივი განსაკუთრებულია და ამას ყველა აღნიშნავს.

"ოლივი ცოტა მორცხვია, მაგრამ მას ძალიან უყვარს ჩახუტება და დამალობანას თამაში", -ამბობს მზრუნველი პატრონი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

ძაღლი, სახელად კუპერი, რომელიც დაბადებიდან ძალიან ჰგავს მულტიპლიკაციური ფილმის გმირს

კატამ ჩამოკიდებული კანით პირველად იგრძნო ადამიანების სითბო და სიყვარული

გველი უჩვეულო თვალებით ინტერნეტ სივრცეში პოპულარობას იკრებს
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?