ეს კატა სახის სასაცილო და უჩვეულო გამომეტყველებით სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა (სახალისო ფოტოები)
ეს კატა  სახის სასაცილო და უჩვეულო გამომეტყველებით სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა (სახალისო ფოტოები)
გაიცანით, ამ ფუმფულა კატას ეი ფეის (Ah Fei) ეძახიან. სხვადასხვა სიტუაციაში, დრამატული და უჩვეულო სახის გამომეტყველების წყალობით, ფეი ინტერნეტ სივრცეში ნამდვილი ვარსკვლავი გახდა.

ქუჩიდან აყვანილი ეი ფეი, რაც ძველ ჩინურად "მსუქანს" ნიშნავს, საოცრად ნაზი, ზარმაცი და ჭამის მოყვარული კატაა. მიუხედავად ამისა, ფუმფულა ბინადარი გამორჩეულია არა მხოლოდ სიზარმაცით, არამედ საკმაოდ ძლიერი ემოციით, რომელიც მის სახეზე აისახება. მაგალითად, როგორიც არის საკვების წართმევა ან თვალებთან ჯოხის მოღერება, ამ დროს მისი მიმიკა პროფესიონალ მსახიობსაც შეშურდება.

ამჟამად ეი ფეი ძიანსუს პროვინციაში (ჩინეთი) პატრონთან, ტან ჩანგთან ერთად,
კომფორტულად ცხოვრობს.

მისი სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე, სანამ კატა ახალ პატრონს იპოვიდა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის
მუდმივად იმყოფებოდა სტრესში, მშიერი და საშინელ მდგომარეობაში. სინამდვილეში, იმისათვის, რომ ცხოველმა უჩვეულო სახის მიმიკა მიიღოს, დიდი მცდელობა არ სჭირდება - მისი ემოციები საკვებთან, თამაშთან და ძილთან ასოცირდება.

კატას ინტერნეტ სივრცეში არაერთი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. 

იხილეთ სახალისო ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ:

კატის საოცარი რეაქცია, როცა აღმოაჩინა, რომ მაკედ იყო

კატამ, ადამიანის სახის გამომეტყველებით, ინტერნეტ სივრცე დაიპყრო

ეს ძაღლები ისეთი ემოციით ითხოვენ საკვებს, რომ უარის თქმა შეუძლებელია
გალერეა
Tbilisi
მაგარი კატოა )))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?