კატის საოცარი რეაქცია, როცა აღმოაჩინა, რომ მაკედ იყო
კატის საოცარი რეაქცია, როცა აღმოაჩინა, რომ მაკედ იყო
თავშესაფარში მყოფი ზოლიანი კატა ულა არაფრით გამოირჩეოდა სხვა ბინადრებისგან, თუმცა, როდესაც მომვლელებმა შეიმჩნიეს, რომ კატას მუცელი ბურთივით ეზრდებოდა, დაუყოვნებლივ ვეტერინართან წაიყვანეს. რენტგენის გადაღებისას ექიმმა თქვა, რომ ცხოველი მაკედ იყო. ულას მრავლისმეტყველი გამოხედვა თავშესაფრის თანამშრომელმა ფოტოებზე აღბეჭდა - კატა გაკვირვებული უყურებდა მონიტორს და შემდეგ თავის მომვლელს. სწორედ, ეს ფოტოები გახდა შინაური ცხოველისთვის პატრონის პოვნის მთავარი მიზეზი.

Zooclub

ულა თავისი სასაცილო გამომეტყველების წყალობით, სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა.

Zooclub

კატა გრენლანდიის ქალაქ ნუუკაში უპატრონოდ ქუჩებში დახეტიალობდა. ის კეთილმა ადამიანებმა შეამჩნიეს და თავშესაფარში მიიყვანეს.

"ის ჩვენთან რამდენიმე
კვირის წინ მოხვდა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ შევნიშნეთ, რომ მუცელი ეზრდებოდა და ვეტერინართან წავიყვანეთ",- ამბობს
თავშესაფრის თანამშრომელი.

Zooclub

სოციალური ქსელის ათასობით მომხმარებელი ულას ფოტოებს აზიარებდა და სხვადასხვა სახალისო კომენტარს წერდა.

Zooclub

კატა იმდენად პოპულარული გახდა, რომ მისი აყვანის სურვილი არა ერთმა ადამიანმა გამოთქვა.

Zooclub

დღეს, ის მზრუნველ ოჯახში ცხოვრობს. ვეტერინარის თქმით, ულა 3 კვირის შემდეგ იმშობიარებს და მას 4 ან 5 კნუტი ეყოლება.

Zooclub

ახალი პატრონები ულას მშობიარობისთვის კომფორტულ ადგილს მოუწყობენ, დაელოდებიან, სანამ ყველა კნუტი დამოუკიდებლად ჭამას ისწავლის, ხოლო შემდეგ მზრუნველ ოჯახებში გააჩუქებენ.

წყარო: dailymail

ასევე იხილეთ:

ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანილი "მაკე" ძაღლი, აღმოჩნდა, რომ ლეკვებს არ ელოდებოდა

გოჭებს ზოლიანი კოსტიუმები ჩააცვეს და ვეფხვის გალიაში შეუშვეს

ჩიხუახუამ ლეკვები გააჩინა და... გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა...
auuuuuuu
აბა რა ეგონა ფეხე რომ გაუჩაჩხა მამრს?
kroosi
მაგარი კოტია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?