რატომ აგირჩიათ კატამ პატრონად?
რატომ აგირჩიათ კატამ პატრონად?
ყველამ კარგად იცის, რომ ძაღლი ადამიანის მცველი და ერთგული მეგობარია. კატა არ ყეფს და ოჯახის წევრების დაცვის მიზნით შეტევაზეც არ გადადის (იშვიათი გამონაკლისების გარდა), მაგრამ სწორედ ეს ცხოველი იცავს ოჯახს უარყოფითი ენერგიისგან.

ვფიქრობთ, რომ კატის აყვანის გადაწყვეტილებას თავად ვიღებთ, მაგრამ სინამდვილეში ამ არსებამ თავად აგვირჩია და საკუთარ პატრონად გვაღიარა.

რატომ მოვიდა კატა კონკრეტულად თქვენთან?

ამის გარკვევაში ასტროლოგია დაგვეხმარება. მისი არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ თვეში მოვიდა კატა თქვენთან. შედეგად, გაიგებთ, რისგან გიცავთ ცხოველი.

თუ კატა თქვენთან ვერძის თვეს მოვიდა

ეს ნიშნავს,
რომ რომელიმე ოჯახის წევრს ენერგეტიკული სიძლიერე სჭირდება. გარდა ამისა, კატა, რომელიც წელიწადის ამ დროს გესტუმრათ,
გარესამყაროს შეცნობაში დაგეხმარებათ.

ვერძის თვეს მოსული კატა არაერთ პრობლემას მოიტანს. ის სახლიდან ხშირად გაიქცევა, დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსვენების საშუალებას არ მოგცემთ, მოითხოვს დიდ ყურადღებას. საყვარელი შინაური ცხოველის საძებნელად თქვენც მოგიხდებათ ხეებზე ცოცვა და ქუჩაში სირბილი, თუმცა, ყოველივე სასიკეთოდ ხდება.

კუროს თვეში მოსული კატა

კატა დაგიცავთ უარყოფითი ენერგიის, ქურდების, ძვირფასი ნივთების დაკარგვისა და ნეგატიური ემოციებისგან. თუ კატა წელიწადის ამ დროს გამოჩნდა, ნიშნავს, რომ ვიღაცას თქვენი ოჯახისთვის ზიანის მიყენება სურს. ეს ეხება არა მარტო სახლს, არამედ - სამუშაო ადგილს.

თუ თქვენი და ოჯახის წევრების პრობლემა ფულია, კუროს თვეში მოსულ კატას თქვენი საფულის შევსება შეუძლია.

ტყუპების თვეში მოსული კატა

პატრონს არასასიამოვნო ურთიერთობებისგან გაათავისუფლებს. გარდა ამისა, მას შეუძლია, დაგეხმაროთ თავის ტკივილის დროს და გაგიუმჯობესოთ მეხსიერება. ტყუპების თვეში მოსული კატა ოჯახში მცხოვრებ სტუდენტებსა და მოსწავლეებს დაეხმარება შედეგიანად სწავლასა და გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში.

თუ სწავლა გეზარებათ, რამდენიმე წუთი დაუთმეთ თქვენს ოთხფეხა მეგობარს - მოეფერეთ და ეთამაშეთ, შედეგად განავითარებთ ინტელექტუალურ უნარებს და სწავლის პროცესი ეფექტური გახდება.

კიბოს თვეში მოსული კატა ისევე, როგორც კუროს თვეს

დაგეხმარებათ მოაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ქონებასთან. თუ ცხოველმა წელიწადის ამ დროს მოგაკითხათ, თქვენს სახლში ბევრი ნეგატივია დაგროვებული. ამიტომ თამამად გადმოყარეთ კარადიდან იატაკზე ტანსაცმელი და ნება მიეცით კატას თათებით გათელოს, ხოლო შემდეგ თავად გადაწყვიტეთ, რა დაიტოვოთ და რისი გადაგდება შეიძლება.

ლომის თვეში მოსული კატა

კატა თქვენთან მოვიდა, რათა მოიზიდოს სასიცოცხლო ენერგიული ძალები. განსაკუთრებული საშიშროების შემთხვევაში, შესაძლოა, გესტუმროთ ორი ან მეტი კატა იმისათვის, რომ მათ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები გამანადგურებელი ემოციებისგან დაიცვან. 

ქალწულის თვეში მოსული კატა

კატა სახლდება იქ, სადაც ავადმყოფია და ოჯახი საჭიროებს დახმარებას. ის საუკეთესო ასტრალური მცველია. ასეთი კატა თქვენთან დიდი ხნის განმავლობაში არ დარჩება. ის შეასრულებს თავის მისიას, ხოლო შემდეგ გაუჩინარდება.

სასწორის თვეში მოსული კატა

თუ კატა წელიწადის ამ დროს ოჯახში გესტუმრათ, გირჩევთ, უძრავი ქონება ყველანაირი ზარალისგან დაიცვათ. გარდა ამისა, ეს შესაძლოა, ბინის გამოცვლაზე მიანიშნებდეს.

მორიელის პერიოდში მოსული კატა

კატა მოვიდა, რათა დაგიცვათ შავი ძალებისგან, რომლებიც ამ პერიოდში ძლიერდება. ოთხფეხა მაგის გამოჩენა ოჯახში არსებულ ნეგატივზე მიანიშნებს.

მშვილდოსნის პერიოდში მოსული კატა

კატა იშვიათად მიდის ოჯახში წელიწადის ამ დროს და თუ ეს მოხდა, ნიშნავს, რომ ამის საჭიროება არსებობს. ის დაგიცავთ არასასურველი ადამიანების სტუმრობისგან და დიდ პრობლემებს აგარიდებთ.

თხის რქას პერიოდში მოსული კატა

წელიწადის ამ დროს მოსული კატა გაფრთხილებთ, რომ ზედმეტად ჩაკეტილი ხართ და დროა თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები შეუშვათ. თუ ამ დროს მარტოხელა ქალი გახდება კატის პატრონი, უახლოეს მომავალში ოჯახის შექმნას ვერ შეძლებს. ამიტომ, უმჯობესია სახლში ავეჯის ადგილმდებარეობისა და საკუთარი იმიჯის შეცვლა.

მერწყულის პერიოდში მოსული კატა

თუ თქვენს ოჯახში წლის ამ დროს კატა მოვიდა, თავისუფლებასა და დადებით ცვლილებებს მოგიტანთ. ის მზადაა გაგაძევოთ სახლიდან, რათა გაზარდოთ ურთიერთობების არეალი. ამ დროს მოსული კატა მზადაა კატების საბავშვო ბაღი გაგიხსნათ იმისათვის, რომ სივრცე ახალი, დადებითი ენერგიით აავსოს. ოთხფეხა არსება კარგად დაგანახებთ, რომ თქვენს ოჯახს სითბო, სიყვარული და მეგობრული ურთიერთობები აკლია.

თევზების პერიოდში მოსული კატა

წელიწადის ამ დროს კატა მოგაკითხავთ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრები თავს მარტოსულად გრძნობენ, ან თუ სახლში ნეგატიური ენერგია სუფევს. ის მოიტანს მხიარულ განწყობას, წარმატებას და მომავლის გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ.

რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლოა, სკეპტიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთი რამ უდავოა - შინაურ ცხოველს ყველა ოჯახში ბედნიერება და სიხარული მოაქვს. მათი დამოკიდებულება ოჯახის წევრების მიმართ წრფელი და უანგაროა. ისინი გვჩუქნიან პოზიტიურ განწყობასა და სითბოს, რომელიც ადამიანებს დღევანდელობაში ასე აკლიათ.

ასევე იხილეთ:

ხალხური გამონათქვამები კატებზე, რომლებიც შესაძლოა, ამ დრომდე არ იცოდით

ძველად სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს სჯეროდათ, რომ...

შეუძლია თუ არა კატას სიყვარული?
ფისო-გორი
იმდენი კატა და კნუტები მყავს, თითქმიე ყველა თვეში მოსულები, განსაკუთრებით ზამთარში... უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა როდის მოდის და რა დროს, მათ ყოველთვის დადებითი ენერგია მოაქვთ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?