ხალხური გამონათქვამები კატებზე, რომლებიც შესაძლოა, ამ დრომდე არ იცოდით
ხალხური გამონათქვამები კატებზე, რომლებიც შესაძლოა, ამ დრომდე არ იცოდით
გაგაცნობთ იმ ხალხურ გამონათქვამებს კატების შესახებ, რომლებისაც ჩვენს წინაპრებს დიდი ხნის განმავლობაში სჯეროდათ. შეიძლება, რამდენიმე მათგანი გსმენიათ, თუმცა, უმეტესობას პირველად შეიტყობთ. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, ღიმილის მომგვრელიც იყოს.

თუ კატა თავად მოვა თქვენთან, მოგიტანთ ბედნიერებას და აგაშორებთ მოსალოდნელ უბედურებას;

მამაკაცს, რომელსაც კატები უყვარს, ყოველთვის ეყვარება საკუთარი ცოლი;

თუ კატა თათით პირს იბანს, სტუმარი მოვა;

კატა ითვლება ოჯახის კეთილდღეობის მფარველად;

როცა კატა აცემინებს, უსურვეთ მას ჯანმრთელობა, შედეგად კბილის ტკივილი აღარ შეგაწუხებთ;

არ შეიძლება, ახალშობილი კნუტები შეადაროთ თაგვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დედა
კატა მათ გაგუდავს;

თუ კატა შეისუნთქავს ადამიანის ამოსუნთქულ ჰაერს, ეს ავადმყოფობის დასაწყისზე მიანიშნებს;

Zooclub

კატას აქვს სამკურნალო თვისებები. ის გრძნობს, როდესაც
პატრონს რაიმე აწუხებს და მიიწევს ადამიანის სხეულის სიახლოვეს, რათა განკურნოს. თუ წინაპრებს დავუჯერებთ, ხშირ შემთხვევაში, ამ ცხოველს შეუძლია ადამიანის მკურნალობა;

როდესაც კატა გაბრაზებულია, მოემზადეთ ოჯახური ჩხუბისთვის;

ვინც კატას სასტიკად მოექცევა, იმქვეყნად უსასრულო ტანჯვაში იქნება;

ვინც კატას სცემს, ცხოვრებაში ბედნიერი არასოდეს იქნება;

კატის მკვლელს ადამიანის მოკვლაც მარტივად შეუძლია;

ვინც კატას მოკლავს, იმქვეყნად პირველი მისივე მოკლული კატა შეხვდება;

არ შეიძლება კატას კუდზე ხელი მოჰკიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სახლში მოისაქმებს იქ, სადაც მოესურვება;

თუ შეხვდებით გასაცოდავებულ, მშიერ კატას, ცუდის ნიშანია - მეგობარი ან ახლობელი ავად გახდება, მაგრამ თუ მას შეიფარებთ, თქვენი ახლობელი მალე გამოჯანმრთელდება;

თუ სიზმარში ლამაზ თეთრ კატას იხილავთ, სიმდიდრის ნიშანია;

Zooclub

თუ კატა დაგესიზმრათ (არა თეთრი), მეგობრის ღალატს ელოდეთ;

კატას, რომელსაც მოჭრილი ან მოკლე კუდი აქვს ოჯახში ბედნიერება მოაქვს;

ვინც კატებზე ზრუნავს, უბედურებისგან დაცულია;

თუ კატა თქვენს სტუმარს მიუახლოვდა, მოფერების ნება მისცა და კრუტუნიც დაიწყო, ეს ადამიანი თქვენს მიმართ გულწრფელია;

ეგოისტ და შურიან ადამიანთან კატა თავად არასოდეს მივა;

უპატრონო კატის/კნუტის შემფარებელს ყოველთვის მიიზიდავს წარმატება და ბედნიერება.

Zooclub

თუ ოჯახში უიღბლობა და უფულობა სუფევს, ქუჩიდან აიყვანეთ კატა ან კნუტი სუფთა გულით და ყველაფერი დალაგდება;

უპატრონო კატის/კნუტის დაპურება შეამსუბუქებს გარდაცვლილი ოჯახის წევრებისა და ახლობლების სულის ტანჯვას;

სახლის კართან მოსული უპატრონო კატა აუცილებლად შეიფარეთ. თუ მას გააგდებთ, ოჯახს 7 წლის განმავლობაში იღბალი მიატოვებს;

Zooclub

თუ კატას მოკლავთ, მთელი ცხოვრება უიღბლობა არ მიგატოვებთ;

თუ გსურთ იცოცხლოთ დიდხანს, ასევე გქონდეთ ჯანმრთელი გული და ნერვები, თქვენს სახლში კატა ყოველთვის უნდა ცხოვრობდეს.

ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რისიც ძველ დროში ადამიანებს სჯეროდათ. 

ასევე იხილეთ:

რატომ მოაქვს სამფერა კატას ბედნიერება?

ძველად სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს სჯეროდათ, რომ...
ასდფგჰჯკლ
კატა რომ ავადმყოფობას ამჩნევს,უტყუარია,მაგრამ ეს გამონათქვამები კატების მოყვარულისას უფრო ჰგავს!
არასერიოზული ტროლი, აიმ ჯასთ ა რობოთ...
ძველი ბერძნები კი თვლიდნენ, რომ კატას სითბო ურჩევნია სიცივესაო....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?