ხედავს თუ არა ძაღლი სიზმარს?
ხედავს თუ არა ძაღლი სიზმარს?
ვისაც სახლში ოთხფეხა ბინადარი ჰყავს, ალბათ უნახავს ძილის დროს ძაღლი ზოგჯერ როგორ "მირბის", ცქმუტავს ან სახის სხვადასხვა მოძრაობას აკეთებს.

ძაღლებს აქვთ გარკვეული საგნების, ადგილების, ადამიანების დამახსოვრების უნარი. მეცნიერების თქმით, ამ ცხოველებს შეუძლიათ ოცნება. ადამიანები, გარკვეულ წილად, თავიანთი ოცნებების ნაწილს ხედავენ სიზმარშიც, როგორც მკვლევრები გვარწმუნებენ ამ მხრივ ძაღლებიც ადამიანებივით არიან.

როგორც ადამიანს, ძაღლსაც ორგვარი ძილის ფაზა აქვს. ზედაპირული (როდესაც თვალს ახამხამებს, ან ნაწილობრივ ახელს) და ღრმა ძილი. როგორც უკვე ვთქვით, ძილის დროს ადამიანი თავისი ოცნების ნაწილს ხედავს. ამ დროს შეიძლება, ღრმად სუნთქავდეს,
მოძრაობდეს და ა.შ. მკვლევრები გვარწმუნებენ, რომ სწორედ ღრმა ძილ
ის დროს მოძრაობს ჩვენი ბინადარიც და ამასთანავე, ის ხედავს სიზმრებს.

ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ სიმართლეს ნამდვილად ხედავს, თუ არა ჩვენი ოთხფეხა ბინადარი სიზმრებს, თუმცა, ვისაც სახლში ძაღლი ჰყავს, მან კარგად იცის, რომ მათ აქვთ ემოციები, შეუძლიათ უსაზღვრო ერთგულება, უანგარო სიყვარული და არაფერია იმაში გასაკვირი , თუკი ისინი ოცნებობენ ან სიზმრებს ხედავენ.

ასევე იხილეთ:

რამდენ ხანში ეჩვევა ძაღლი ახალ პატრონს

ტესტი: როგორი მახსოვრობა აქვს თქვენს ძაღლს?

რა ვიცით ძაღლის ძილის შესახებ


ვეთანხმები ავტორს
ააქვთ ემოციები, შეუძლიათ უსაზღვრო ერთგულება და რაც მთავარია უანგარო სიყვარული. ჩემი ძაღლი მელაპარაკება, ტირის, უხარია, იბუტება, ეჭვიანობს, უყვარს სტუმრები, არ უყვარს ბოროტი ადამიანები და მარტო ყოფნა, სიზმრებსაც ხედავს. როცა სადმე მივდივარ წივილ-კივილით მაცილებს, რომ ვბრუნდები ისეთ ემოციებშია ვნანობ რატომ დავტოვე მეთქი. ძალიან მიყვარს, ჭვიანი ბიჭია.
ოლლ
ჩემი ძაღლი ხვრინავდა ხოლმე :D:D:D
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?