ტესტი: როგორი მახსოვრობა აქვს თქვენს ძაღლს?
ტესტი: როგორი მახსოვრობა აქვს თქვენს ძაღლს?
კანადელი პროფესორი სტენლი კორენი ძაღლის მფლობელებს ურჩევს, გააკეთონ ტესტი, რათა გაიგონ, რამდენად კარგი მახსოვრობა აქვთ შინაურ ბინადრებს. ისევე როგორც ადამიანებს, ყველა ცხოველს მეხსიერების რეცეპტორები სხვადახვაგვარად აქვთ ჩამოყალიბებული.

თითოეული მათგანი ინდივიდუალურია, როგორც სხვა მხრივ, ასევე მეხსიერების მიხედვითაც.
ტესტის გასაკეთებლად მნიშვნელოვანი არის ორი რამ: ძაღლის ასაკი არ უნდა იყოს ერთ წელზე ნაკლები და მას ათი კვირის განმავლობაში საცხოვრებელი ადგილი  არ უნდა ჰქონდეს შეცვლილი. ტესტისთვის დაგჭირდებათ წამზომი და ერთი ადამიანი დახმარებისთვის (სასურველია).

Zooclub

მოკლე მეხსიერების შემოწმება:

ტესტის გასაკეთებლად საჭიროა საშუალო ზომის ოთახი. ის არ უნდა
იყოს ცარიელი, თუმცა, არც ძალიან გადატვირთული. მოამზადეთ ძაღლითვის საყვარელი სასუსნავის პატარა ნატეხი, თუმცა, მას არ
უნდა ჰქონდეს მძაფრი სუნი ( რათა ძაღლმა ყნოსვით ვერ შესძლოს მისი მიგნება). თუ ძაღლს არ შეუძლია მოთმინებით დგომა, მაშინ დაგჭირდებათ ერთი დამხმარე, რომელიც დააკავებს მას.

1.მიიყვანეთ თქვენი ბინადარი ოთახის ცენტრში და დასვით.

2.სანამ ის თვალს გაყოლებთ, აჩვენეთ მისთვის საყვარელი სასუსნავი, თუმცა, არ მიუთითოთ და არაფერი უთხრათ.

3.დადეთ სასუსნავი კუთხეში და დარწმუნდით, რომ ამ პროცესს თქვენი ძაღლი თვალს ადევნებს.

4.გაიყვანეთ ძაღლი ოთახიდან. გაატარეთ სხვა ოთახში და შემდეგ დააბრუნეთ ისევ იმ ცენტრში, საიდანაც გამოიყვანეთ. (ყოველივე ეს გაგრძელდეს 15 წამი).

5.გაუშვით იმავე ოთახში ძაღლი და დაინიშნეთ დრო. 

თუ ოთახში შესული ძაღლი პირდაპირ სასუსნავთან მივა.

5 ქულა

თუ ის ოთახის ყველა კუთხეში ეძებს და შემდეგ პოულობს მას (15 წამზე მეტი).

4 ქულა

თუ ძაღლი ოთახის ყველა კუთხეში ეძებს სასუსნავს და 45 წამში პოულობს.

3 ქულა

თუ ძაღლი მთელ ოთახში ეძებს სასუსნავს და 45 წამზე მეტს მოანდომებს.

2 ქულა

თუ ძაღლი არ ცდილობს სასუსნავის მოძებნას.

1 ბალი



ხანგრძლივი მეხსიერება

ტესტი ხანგრძლივ მეხსიერებაზე გააკეთეთ პირველი ტესტის გაკეთებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ (5-10 წ.). ამ ტესტის პირობებიც იგივეა, რაც წინამდებარე, თუმცა, სასუსნავი დადეთ სხვა კუთხეში. გაიყვანეთ ოთახიდან ძაღლი 5 წუთით. შემდეგ დაბრუნდით იმავე პოზიციაში, როგორც პირველ ტესტში და ჩართეთ წამზომი.

ძაღლი  პირდაპირ სასუსნავთან მივიდა.

5 ქულა

თუ ძაღლი მიდის სხვა კუთხესთან და შემდეგ - სწორი მიმართულებით სასუსნავისკენ.

4 ქულა

თუ ძაღლი ყნოსავს კუთხეებს და მალევე პოულობს სასუსნავს.

3 ქულა

თუ ძაღლი სხვადასხვა ადგილებზე ეძებს სასუსნავს და 45 წამში პოულობს.

2 ქულა

თუ ძაღლი ეძებს და 45 წამის შემდეგ პოულობს.

1 ქულა

თუ საერთოდ არ ცდილობს სასუსნავის მოძებნას.

0 ქულა



გარემოს აღქმა და მეხსიერება (ეკოლოგიური მეხსიერება)

შემდეგი ტესტი აჩვენებს, რამდენად განვითარებული აქვს ძაღლს გარემოს აღქმის მეხსიერება. გაუშვით სხვა ოჯახის წევრთან ერთად თქვენი ბინადარი სასეირნოდ. სანამ ის სახლში არ არის, ოთახში ნივთებს ადგილი შეუცვალეთ. დადგით ოთახში სხვა მაგიდა, სკამი... სავარძელი დადგით ოთახის ცენტრში და ა.შ. ყველაზე ცოტა ხუთი საგანი მაინც გადააადგილეთ, შემდეგ შეიყვანეთ ოთახში თქვენი ძაღლი და ჩართეთ წამზომი.


თუ ძაღლმა მაშინვე მიაქცია ყურადღება ცვლილებას და დაიწყო ახალი განლაგების შესწავლა 15 წამის განმავლობაში.

5 ქულა

თუ ძაღლმა ცვლილება შეამჩნია 15 წამიდან 30 წამის განმავლობაში.

4 ქულა

თუ ძაღლმა შეამჩნია ცვლილება მალევე, თუმცა, ახალი ნივთების შესწავლა 30-60 წამის შემდეგ გადაწყვიტა.

3 ქულა

თუ ძაღლმა შეამჩნია ცვლილება, ყურები დაცქვიტა, თუმცა, არ ცდილობს ოთახის აღქმას.

2 ქულა

თუ ერთი წუთის განმავლობაში ძაღლი საერთოდ არ რეაგირებს ახალი ოთახის შეწავლაზე.

1 ქულა



ალტერნატიული მეხსიერება

ბოლო ტესტი გაჩვენებთ, რამდენად კარგად იმახსოვრებს ძაღლი რამდენიმე უნარს ერთად. ამ ტესტისთვის დაგჭირდებათ ერთნაირი მოცულობის სამი კოლოფი. მაგალითად, სამი პლასტმასის ჭიქა, რომლებიც გაუმჭვირვალეა. ყველა ჭიქა ძაღლისთვის საყვარელი სასუსნავით გასვარეთ, რათა ჭიქებს ერთი და იგივე სუნი ასდიოდეს. დაალაგეთ ისინი ერთმანეთისგან 30 სმ-ის მოშორებით. აჩვენეთ ძაღლს სასუსნავი და ამობრუნებული ჭიქების შუაში მდებარე ჭიქაში მოათავსეთ ის. გაიყვანეთ თქვენი ბინადარი ოთახიდან, შემდეგ ისევ უკან დააბრუნეთ და მიეცით საშუალება იპოვოს სასუსნავით სავსე ჭიქა.

თუ ძაღლი ოთახში შესვლისთანავე მიდის იმ ჭიქასთან, სადაც სასუსნავი დევს.

5 ქულა

თუ ძაღლი მიდის მარჯვენა ან მარცხენა მხარეს მდებარე ჭიქასთან, მაგრამ მალევე ბრუნდება შუა ჭიქასთან (სადაც სასუსნავი დევს).

4 ქულა

თუ ძაღლი ყნოსავს ყველა ჭიქას და ამის შემდეგ მიდის იმ ჭიქასთან, სადაც სასუსნავია.

3 ქულა

თუ ძაღლი ჭიქების სიახლოვეს დარბის და ყველას სათითაოდ სუნავს (არ ცდილობს მათ გადმობრუნებას).

2 ქულა

თუ ძაღლი არ ინტერესდება ჭიქებით და არ მიდის მათ სიახლოვეს.

1

ქულა



დასკვნა:

ტესტების შემდეგ, თუ თქვენმა ძაღლმა აიღო 17-დან 20 ქულამდე, მას ძალიან კარგი მეხსიერება აქვს.

13-16 ქულამდე მისი მეხსიერება საშუალოზე მაღალია.

9-დან 12-მდე საშუალო მეხსიერება.

6-8 ბალამდე თქვენს ძაღლს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ზევით მოცემული ტესტი შეგიძლიათ, გააკეთოთ პერიოდულად და მიაქციოთ ყურადღება უარესდება თუ არა თქვენი ძაღლის მეხსიერება ასაკის მომატებასთან ერთად.

წყარო:

Macpherson К., Roberts W. A. Spatial Memory in Dogs (Canis familiaris) on a Radial Maze. 2010 American Psychological Association 0735-7036/10/ DOI: 10.1037/a0018084
Fiset S., Beaulieu C., Landry F. Duration of dogs' (Canis familiaris) working memory in search for disappearing objects //Animal Cognition, Vol. 6, № 1, 1-10, DOI: 10.1007/s10071-002-0157-4
http://www.stanleycoren.com

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?