კატისთვის ძილი აუცილებელია
კატისთვის ძილი აუცილებელია
თქვენ დილით მიდიხართ სამსახურში და ამ დროს თქვენ კატას სძინავს, უყურებთ ტელევიზორს, თქვენ კატას ისევ სძინავს, თქვენ იძინებთ და თქვენი ოთხფეხა ბინადარიც იძინებს.

"ამის მიზეზი კატის თვლემის ცირკულაციაა",- სწორედ ასე ხსნიან ტეხასის მედიცინისა და ბიოლოგიის კვლევის ცენტრში. 

"ძილი კატას ეხმარება ენერგიის დაზოგვაში. მას ეს ჩვევა ათასი წლის წინ განუვითარდა." -ამბობს ვეტერინარი ბონი ბევერი.

ამერიკის ვეტერინარიისა და მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი კატის ძილის მნიშნვნელობაზე სამ მიზეზს ასახელებს:

კატას ნადირობისა და საკვების მოპოვებისათვის სჭირდება ენერგიის დაზოგვა.

სახლის კატას არ სჭირდება ნადირობა, თუმცა, ძილი მისთვისას
ასევე საჭიროა, რადგან მისი ორგანიზმი ამას მოითხოვს.

სახლის კატას სძინავს უფრო დიდ ხანს, ვიდრე ქუჩის
კატას, იმიტომ რომ ისინი დროს არ ხარჯავენ ნადირეობაზე და საკვების მოპოვებაზე.

ზოგადად კატას დღე-ღამის განმავლობაში სძინავს 16-20 საათი სხვა ცხოველებისგან განსხვავებით. ისინი 40%-ს ძილში ატარებენ. ძაღლებისგან განსხვავებით, იშვიათია კატა, რომელიც ხვრინავს, რადგან მათ სასის მიდაომები შედარებით ნაზი აქვთ, ვიდრე ძაღლებს.

კატის მფლობელმა, ასევე აუცილებელია იცოდეს, რომ ეს ცხოველი ძილის დროს თავის თავს კურნავს სხვადასხვა მსუბუქი დაავადებისგან.

ასევე იხილეთ:

ნამდვილად იცით თქვენს კატას როდის რა სურს?

რა შემთხვევაში ლოკავს კატა პატრონს?

რატომ იკბინება მოფერების დროს თქვენი კატა?



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?