რომელი კატის ჯიშია თქვენთვის იდეალური, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რომელი კატის ჯიშია თქვენთვის იდეალური, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყოველი ადამიანი ინდივიდუალურიa. იგივე შეიძლება ითქვას კატებზეც, ამიტომ კატასა და ადამიანს შორის მნიშვნელოვანია იყოს ქვეცნობიერი კავშირი. იმ შემთხვევაში, თუ ჯიშიან კატას ეძებთ, გადახედეთ სახალისო ჰოროსკოპს და გაიგეთ, რომელი სახეობა შეგეფერებათ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი: ბრიტანული მოკლებეწვიანი კატა

Zooclub

ადამიანი, რომელიც ვერძის ნიშნის ქვეშ დაიბადა, დაჯილდოებულია ლიდერის თვისებებით. ის ნამდვილი მკვლევარია. გამოირჩევა ფეთქებადი ხასიათით, თუმცა, ამას მიჰყავს რაღაც სიახლის აღმოჩენამდე. ვერძმა, ჯიშიანი კატის შერჩევისას, სასურველია, არჩევანი მოკლებეწვიან ბრიტანულ კატაზე შეაჩეროს.

კურო: სიამის (სიამურის) კატა

Zooclub
ცნობილია, რომ კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანი ძლიერი და დამოუკიდებელია.
ზოგიერთ შემთხვევაში, გამოირჩევა სიჯიუტით. იგი ყოველთვის პასუხისმგებელია საკუთარ სიტყვებზე და გულწრფელობა მისთვის ბევრს ნიშნავს. ამ
ნიშნით დაბადებული ადამიანი მზად არის, მეგობრისთვის თავი გაწიროს. მისი ნდობა ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეგიძლიათ. ამიტომ, კუროს ნიშნით დაბადებულმა ადამიანმა უკეთესია, იყოლიოს სიამის ჯიშის კატა.

ტყუპები: სპარსული კატა

Zooclub
ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები მეოცნებენი არიან. გარდა ამისა, გამოირჩევიან ამბიციური ხასიათით. არიან ენერგიულები და ყველანაირი გზებით ცდილობენ მიზნის მიღწევას. ტყუპები სხვა ადამიანებს ოცნებების განხორციელების სტიმულს აძლევს, რადგან ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი სხვებისთვის ნამდვილი მაგალითია. სპარსული ჯიშის კატა იდეალური კომპანიონია ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის.

კირჩხიბი: რეგდოლი

Zooclub
კირჩხიბი - იდუმალი ადამიანი. ის ერთდროულად შეიძლება იყოს რაციონალისტი, მეოცნებე, ყინული და ცეცხლი. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი არაპროგნოზირებადია. გარდა ამისა, თავმოყვარე და საიდუმლოებით მოცული. მეოცნებე კირჩხიბის საუკეთესო მეწყვილე კატის ჯიში რეგდოლია.

ლომი: მეინ კუნი

Zooclub
ლომი - ნამდვილი მებრძოლი და ამასთანავე, გულით ძალიან სათუთი პიროვნება. ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს შეუძლია თავდაუზოგავად დაიცვას ახლობელი/მეგობარი.  თუ ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის პროვოცირებას მოახდენთ, ის თქვენს განადგურებას ყველანაირი გზით ეცდება, თუმცა, მშვიდ სიტუაციაში იგი იდეალური მეგობარი და პარტნიორია. მეინ კუნი ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის საუკეთესო ჯიშია.

ქალწული: ბენგალური კატა

Zooclub
ქალწული - გამორჩეული ადამიანი. ის ამაყობს საკუთარი თავით და საქმიანობით. ამ ნიშნით დაბადებული ადმიანი კარგად ცნობს საკუთარი თავის დადებით და უარყოფით მხარეებს. ამ ადამიანს მეფური გული და დიდებული ჟესტები აქვს. ნამდვილი მეფე - ნამდვილი მეფის მეგობარი: ბენგალური კატა.

სასწორი: სფინქსი

Zooclub
სასწორი - ადამიანი, რომელიც ეძებს ცხოვრებისეულ იდილიას. ცდილობს, ყოველთვის წინდახედული იყოს, ისაუბროს ტაქტიანად, შეინარჩუნოს ზომიერება. სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ პიროვნებას ცხოვრებისადმი პრაქტიკულად მიდგომა ახასიათებთ, ხოლო პრაგმატულობა მას ეხმარება, მომგებიან სიტუაციებში აღმოჩნდეს. ამიტომ, მისთვის იდეალური მეგობარი გონიერი სფინქსია.

მორიელი: აბისინიური კატა

Zooclub
მორიელი - ადამიანი, რომელიც შინაგანად ძალიან ძლიერია. მას აქვს ძლიერი ხასიათი და მამაცი გული, რომელიც სავსეა სიყვარულით. მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანი "წმინდანი ჯარისკაცია", რომელსაც შეუძლია პროპაგანდა გაუწიოს მშვიდობას და სიყვარულს, თუმცა, ნებისმიერ დროს მზადაა ბრძოლისთვის. ამიტომ, მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანს უკეთესია, ჰყავდეს აბისინიური ჯიშის კატა.

მშვილდოსანი: რუსული ცისფერი კატა

Zooclub
მშვილდოსანი - ადამიანი ცეცხლოვანი სულით. ის ყოველთვის მიილტვის სილამაზისა და სრულყოფილებისგან, ხოლო დეტალების მიმართ ყურადღება მას სიჯიუტეს მატებს. მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულ ადამიანს გაბედული აზრები აქვს და საუკეთესოდ ახორციელებს დასახულ მიზნებს. რუსული ცისფერი კატა მისი იდეალური მეგობარია.

თხის რქა: ბირმული მოკლებეწვიანი კატა

Zooclub
თხის რქა - ბუნებით მშვიდი, გაწონასწორებული და მობილიზებული ადამიანი. ის კარგად მართავს საკუთარ გრძნობებს. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს კარგად ესმის სხვების, რადგან ყოველთვის საკუთარ თავს მათ ადგილზე აყენებს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის ნდობა ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეგიძლიათ. მისთვის ბირმული კატა საუკეთესო კომპანიონია.

მერწყული: ამერიკული ბობტეილი

Zooclub
მერწყული - მამაცი და თავმდაბალი ადმიანი, რომელსაც ბევრი საუბარი არ უყვარს. ის ამბობს მხოლოდ იმას, რაც გულში აქვს, შიშისა და მლიქვნელობის გარეშე. მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანს ურჩევნია, სიმართლით ტკივილი მოგაყენოთ, ვიდრე ლამაზი ტყუილით დაგამშვიდოთ. მისი უდრეკი ხასიათი, სხვებს მუშაობისას უქმნის პრობლემებს. მერწყულისთვის უკეთესია, თუ ბობტეილის ჯიშის კატას აიყვანს.

თევზები: ეგზოტიკური მოკლებეწვიანი კატა

Zooclub
თევზები - საყვარელი და ნაზი ადამიანი, რომლის გულიც სავსეა სიყვარულით. თბილი სული, რომელიც დედამიწას ალამაზებს. თევზის ნიშნით დაბადებულმა ადამიანმა შეიძლება სხვისი წარმატებისთვის ცხოვრებაში არა ერთ დაბრკოლებას გაუძლოს. მისთვის საუკეთესო არჩევანი ეგზოტიკური მოკლებეწვიანი კატის ჯიშია.

ასევე იხილეთ:

რომელი ცხოველი მოგიტანთ ბედნიერებას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელი მტაცებელი ცხოველის ხასიათს შეიძლება შევადაროთ ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თქვენი ზოდიაქოს ნიშანი გეტყვით, თუ რომელი ძაღლის ჯიშის ხასიათი გაქვთ
დავითი
მართლაც სფინქსი მყავს))
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?