თქვენი ზოდიაქოს ნიშანი გეტყვით, თუ რომელი ძაღლის ჯიშის ხასიათი გაქვთ
თქვენი ზოდიაქოს ნიშანი გეტყვით, თუ რომელი ძაღლის ჯიშის ხასიათი გაქვთ
ქალების უმეტესობას ძალიან მოსწონს, როდესაც ფუმფულა, ლამაზ ფისოს ამსგავსებენ.

რაც შეეხება ძაღლებს, გინდათ შეიტყოთ, თუ რომელი ძაღლის ჯიში ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? გადახედეთ მოცემულ სახალისო ჰოროსკოპს.


თხის რქა - გერმანული ნაგაზი

Zooclub

მუშა ძაღლი - უსაქმურად იფიტება და სუსტდება, ბეწვის ხარისხი უფუჭდება და ცხოვრების ხალისიც ეკარგება. ასე რომ, გერმანულ ნაგაზთან ცხოვრება ნიშნავს მუდმივ მუშაობას -ვარჯიში, ვარჯიში და კიდევ ვარჯიში. სწორედ მისი იდენტურია თხის რქას ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი.

მერწყული - ჯეკ რასელ ტერიერი

Zooclub

ქალი მერწყულის მსგავსად, ამ ჯიშის ძაღლთან ცხოვრებაც არაა
მარტივი. მერწყულს  მოსწონს, როდესაც ოჯახის წევრები მის გარშემო ტრიალებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯეკ რასელ ტერიერი
არა მარტო მხიარული, არამედ მონადირე ძაღლია, რომელიც მზადაა, ნებისმიერ ფასად მოიპოვოს ნადავლი.

თევზი - ავღანური მწევარი

Zooclub

ეს ჯიში საოცრად ლამაზია. მეტიც, ის სრულყოფილი ქმნილებაა, თუმცა, მისი მოვლა ითხოვს დიდ დროსა და თანხებს. მიუხედავად იმისა, რომ ავღანური მწევარი ყველაზე სულელ ჯიშებს შორის მეორე ადგილს იკავებს, რასაც ზოგიერთები უსამართლო გადაწყვეტილებად მიიჩნევენ, მას სულ არ აინტერესებს ადამიანების აზრი, მათ შორის პატრონის. "მომიტანე ჩემი საკვები და გაქრი!"-  მწევარი არ არის შექმნილი იმისათვის, რომ ადამიანს ემსახუროს. მას სხვა მისია აქვს. იგი თავისი არსებობით მსოფლიოს ალამაზებს. ის საყვარელი ფისო ან თევზია.

ვერძი - ალაბაი

Zooclub

მშვიდი, თუმცა, ნამდვილი მებრძოლი მეგობარი. მტერს არ იკარებს, ხოლო მეწყვილის უკან მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმალება, რომ საჭირო დროს უეცრად გამოჩნდეს და ყველა დაკბინოს. ძაღლი მამაცი და ძლიერია საკუთარი ღირსების შეგრძნებით, თუმცა, ვირული სიჯიუტე ახასიათებს. თუ ალაბაიმ რამე გადაწყვიტა, ეს ასეც იქნება. ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი მას ძალიან ჰგავს.

კურო - ბასეტ ჰაუნდი

Zooclub

დამსახურებული პირველი ადგილი ყველაზე სმენადაქვეითებულ ძაღლებს შორის. ასევე, ყველაზე უიღბლო, ყველაზე მოუქნელი და უსარგებლო ჯიშია. ბასეტის დამორჩილება ძალიან რთულია. მისი გამოხედვა საოცარია. თითქოს უთხრეს, რომ სამყაროს დასასრული ახლოვდება. ამ ჯიშს არაფრის გაკეთება არ სურს გარდა ერთისა, იწვეს თბილ სავარძელში თავის პატრონთან ერთად. სწორედ ასეთი იმიჯი აქვს კურო-ქალს.  სინამდვილეში ბასეტს ძალიან კარგად ესმის. თუ მან კვალი აიღო, ის ბოლომდე მიჰყვება მას. შეუძლებელია, მან დასახულ მიზანს  გადაუხვიოს და არ დაინტერესდეს, თუ რა სირთულეები ელის არჩეულ გზაზე.

ტყუპები - ციმბირული ჰასკი

Zooclub

საოცრად ლამაზი და მეგობრული არსებაა. ეს  ორი თვისება გარშემომყოფებს ერთი შეხედვით  აღაფრთოვანებს, თუმცა, მას ემოციური და ცვალებადი ხასიათი აქვს ისევე, როგორც ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს.

კიბო - კოლი

Zooclub

მრავალფუნქციური ძაღლი - მცველი, მუშა და დამჯერი. მთავარია არ გააბრაზოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე შანსი აღარ გექნებათ და მის ნდობას სამუდამოდ დაკარგავთ. იშვიათად, თუმცა, ჩხუბის დროს ყოველთვის ლიდერია. კოლის მსგავსად კიბოს ნიშნით დაბადებული ქალის გაბრაზებაც ძვირად დაგიჯდებათ.

ლომი - იორკშირული ტერიერი

Zooclub

გლამურული ძაღლია. ყოველთვის მოდურად გამოიყურება და ფორმაშია. მას მოსწონს ძვირადღირებული სამოსი და ხმაურიან წვეულებებზე სიარული. მაგრამ მის ცხოვრებაში მთავარი სხვა რამ არის. ის არა მარტო მიმზიდველი, არამედ გამბედავი და მამაცი ადამიანია პატარა, მაგრამ დიდი გულით.  სწორედ ასეთი ცხოვრებისკენ მიისწრაფვის ქალი-ლომი. მისი წარსულის შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცის ისევე, როგორც იორკის წარსულზე, რომელიც მომშენებლებმა ნაგავსაყრელზე სამუშაოდ გაამრავლეს. ის დაბადებულია ვირთხებზე სანადიროდ და წარსულში ეს პატარა ძაღლი სწორედ იქ იყო, სადაც ბევრი ვირთხა ბინადრობდა.

ქალწული - რიზენშნაუცერი

Zooclub

რიზენშნაუცერი ძლიერი, სწრაფი და ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული ჯიშია. ზოგჯერ ზედმეტად სასტიკიც, თუმცა, ამის შესახებ ცოტამ თუ იცის, რადგან მისი სახის გამომეტყველებას ვერასოდეს შეამჩნევთ: ნიკაპზე წვერი, ზევით კი ჩოლკა აქვს. თვალები არ უჩანს.  "შავი მოჩვენება" ნიანგის პირით ყველასთვის უჩინარია, მათ შორის პატრონისთვისაც. არავინ იცის, როდის რა მიზანი აქვს და რას ჩაიდენს, სანამ შედეგს არ ვნახავთ, სწორედ ასეთები არიან ქალწულის ნიშნით დაბადებული ქალებიც.

ქალწული ყოველთვის მშვიდად გვაჩვენებს თავს, ხოლო მისი სახის გამომეტყველება არაფრის მთქმელია, თუმცა, ის ყოველთვის გეგმებს აწყობს და მიზნისკენ გონივრულად  მიისწრაფვის.

სასწორი - ჩიხუახუა

Zooclub

ჩიხუახუას გვერდით თავს ყველა გმირად თვლის. ის ძალიან პატარა, უსუსური და დაუცველი ჩანს. მისი ხილვისას ყველას მოუნდება აიყვანოს, ჩაიხუტოს და აკოცოს. ის პატარა ფერიას ჰგავს. უსუსური ფერია, რომელიც მთელ მსოფლიოს, მათ შორის უზარმაზარ ძაღლს, ეშმაკ კატას ემუქრება. პატარა ჩიხუახუას მათი განადგურების სურვილი აქვს. სწორედ ამიტომ არ უშვებენ ხელიდან ისევე, როგორც სასწორებს. ეს ძაღლი კიარა ციდა აგრესიის გროვაა.

მორიელი - დობერმანი

Zooclub

ჯიში, რომელსაც დომინირება მოსწონს. საოცრად გრაციოზული და ბუნებით გიჟია. სასურველის მისაღწევად მზადაა მოწინააღმდეგეს ზიანიც მიაყენოს. ცხოვრებისეული კრედო: "დომინირება და დამცირება".  თუმცა, ყოველივე ეხება მისთვის უცხო ადამიანებს. ახლობელ ადამიანებთან ის გულჩვილი, ალერსიანი და თბილია. დობერმანს ისევე, როგორც მორიელ-ქალს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების დასაცავად შეუძლია, მოწინააღმდეგე სრულად გაანადგუროს.

მშვილდოსანი - სტაფორდშირის ტერიერი

Zooclub

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კომპანიონი! სტაფორდშირის საშინელი რეპუტაცია არ უშლის ხელს იყოს ახლობლების მიმართ ლაბრადორივით მოსიყვარულე და თბილი. ის ყოველთვის ბედნიერია. სეირნობა? კი!  ცურვა? რა თქმა უნდა, მოვდივარ! მთებში ლაშქრობა? მაგარია! 

ყველაზე მეტად მას უყვარს ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები. ეს ჯიში ისევე, როგორც ქალი-მშვილდოსანი სიკეთისა და პოზიტივის განსახიერებაა. მან კარგად ისიც საკუთარი უარყოფითი თვისებები. ყოველი შემთხვევისთვის, თუ მას თავს არ მოვაბეზრებთ, მისი ერთგულება და გვერდში ყოფნა გარანტირებული გვაქვს.

ასევე იხილეთ:

რომელი ჯიშის ძაღლი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელი ცხოველი ვაჩუქოთ პატარას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელი მტაცებელი ცხოველის ხასიათს შეიძლება შევადაროთ ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?