ვარდისფერი კნუტი, რომელსაც სევდისმომგვრელი ისტორია აქვს
ვარდისფერი კნუტი, რომელსაც სევდისმომგვრელი ისტორია აქვს
ეს კნუტი ყველასგან გამორჩეულია მისი შეფერილობის გამო, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბუნებრივად ასეთი დაიბადა, არამედ უგულო პატრონის გამო. როდესაც ბაჰრეინში ვარდისფერი კნუტი შეამჩნიეს, ადამიანებს ეგონათ, რომ მისი ისტორია ისეთვე სახალისო იქნებოდა, როგორც რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ამბავი წვანედ შეფერილი კატის შესახებ.

როგორც აღმოჩნდა, კნუტი დაბადებიდან გალიაში ცხოვრობდა. როდესაც მისი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, ცხოველთა დახმარების ორგანიზაციამ (SPCA) ყველაფერი გააკეთა, რომ კნუტი სასტიკი პატრონისგან დაეხსნა.

Zooclub

ცხოველს ფინქი დაარქვეს. ვეტერინარმა აღმოაჩინა, რომ მისი სხეული და სახე ჩვეულებრივი კედლის საღებავით იყო შეღებილი, რის
გამოც ალერგია განუვითარდა.

მას სპეციალური საშუალებებით ბანენ, რათა საღებავი გაუვიდეს. ექიმის თქმით, კიდევ დიდი დრო
სჭირდება იმისთვის, რომ კნუტმა საკუთარი ფერი დაიბრუნოს.

Zooclub

"საოცარია, როგორ შეიძლება გააკეთოს ადამიანმა მსგავსი რამ. ცხოველებს არ შეუძლიათ ლაპარაკი და ვერ გვეტყვიან, თუ რა აწუხებთ. ფინქი დიდი ხანი იტანჯებოდა ალერგიით, მას თვალიდან ცრემლი სდის და კანი საშინლად ექავება, მიზეზი კი მისი ყოფილი პატრონის უგუნური გართობაა, რომელიც ცხოველზე არც კი ფიქრობდა. როგორც ჩანს, ის კნუტს მთლიანად ავლებდა საღებავში." - ამბობს კნუტის ვეტექიმი.

Zooclub

ფინქი მკურნალობის კურსს ვეტ-კლინიკაში გადის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ძალიან სევდიანი და მოწყენილია, არავინ იცის კიდევ რამდენი ცუდი რამ გადაიტანა სასტიკ პატრონთან ყოფნის პერიოდში.

ასევე იხილეთ:

ლეკვი 8 კვირის იყო, როცა იპოვეს...სასტიკი პატრონები მას "ჩხუბის რინგისთვის" ზრდიდნენ

პატრონი ძაღლის დახრჩობას ცდილობდა. გოგონა ძაღლის გადასარჩენად მდინარეში გადახტა…

წერილი ძაღლისგან, რომელიც თქვენ გადაარჩინეთ

kata
სადისტებო, მალე მოგწევათ ჩვენი ცოდვა!
*
როგორი უგულო და არა ადამიანი უნდა იყო ეს რომ ჩაიდინო.საცოდავი კნუტი
juli
საცოდავი პატარა.ამის პატრონსაც იგივე უნდ გაუკეთო კარგ ხასიათზე დადგებოდა.....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?