ლეკვი წითლად შეღებეს და 150 ევროდ, როგორც სათამაშო, გაყიდეს
ლეკვი წითლად შეღებეს და 150 ევროდ, როგორც სათამაშო, გაყიდეს
მეტისის ლეკვი პატრონმა წითლად იმისათვის შეღება, რომ მასში სოლიდური თანხა გადაეხადათ. მყიდველი მალევე გამოჩნდა - მამაკაცს იმდენად მოეწონა ცხოველის უჩვეულო შეფერილობა, რომ მის შესაძენად 150 ევრო გადაიხადა. საცოდავმა ძაღლმა ცხოველთა დამცველების ყურადღება მიიპყრო. მათ გადაწყვიტეს, ძაღლი უგულო პატრონისგან დროულად დაეხსნათ. ამის შესახებ წერს გამოცემა "Daily Mail"-ი.

პატრონი ძაღლთან ერთად, რომელსაც სკარლეტი დაარქვა, საბერძნეთის ლტოლვილების ბანაკში ცხოვრობდა. მისი თქმით, ლეკვის ყიდვისთვის სოლიდური თანხა გადაიხადა. ახალი მფლობელი თვლიდა, რომ ძაღლი ძალიან ჰგავდა ერთ-ერთი ანიმაციური ფილმის გმირს და სწორედ ამიტომ იყიდა.

ლეკვის ყიდვის მეორე
მიზეზმა კი ცხოველთა მოყვარულების გაოცება გამოიწვია - მამაკაცი ამბობდა, რომ "წითელი ლეკვი" მისი შარვლის ფერზე
კარგად მიდიოდა.

Zooclub

კედლის საღებავით შეღებილ ლეკვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რადგან ქიმიურმა ნივთიერებებმა კანის პრობლემები შეუქმნა, ამიტომ ცხოველი პატრონს ჩამოართვეს და თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც რამდენჯერმე დაბანეს, შეძლებისდაგვარად საღებავი მოაშორეს და მზრუნველი პატრონი მოუძებნეს.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ ლეკვის ბეწვიდან წითელი შეფერილობის სრული მოშორება ვერ მოხერხდა, ფერი რადიკალურად შეიცვალა. ახალი პატრონის თქმით,  დღეს სკარლეტი ყველაზე ბედნიერი ლეკვია, რომელიც მოსიყვარულე ადამიანების გარემოცვაში იზრდება.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ვარდისფერი კნუტი, რომელსაც სევდისმომგვრელი ისტორია აქვს

საქართველოში ბაჭიებს არც ერთი სტრუქტურა არ პატრონობს, ანუ - როცა "არც მიწისა ხარ არც ცისა"

ტყის სიახლოვეს ცხოველთა დამცველებმა ვარდისფრად შეღებილი სამოედები აღმოაჩინეს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?