იტალიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ რომელ ფერებს ვერ არჩევენ ძაღლები
იტალიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ რომელ ფერებს ვერ არჩევენ ძაღლები
ყველასთვის ცნობილია, რომ ძაღლები ფერებს ნაწილობრივ აღიქვამენ, თუმცა, ეს მათთვის ხელის შემშლელი არაა.

"მკვლევრებმა შეიმუშავეს ახალი ფერების ტესტი და გამოავლინეს, რომ ძაღლები ერთმანეთისგან მწვანე და წითელ ფერს ვერ არჩევენ. მსგავსი დეფექტი გვხვდება ადამიანებშიც, რომლებსაც დეიტერანოპიას უწოდებენ", - წერს გამოცემა "The Telegraph"-ი.

გარეულ პირობებში ძაღლები ბინდისას ან გამთენიისას აქტიურდებოდნენ, რის გამოც ფერებით აღქმის მხედველობა საჭირო არ იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ძაღლი ადამიანმა მოიშინაურა, მისი რეჟიმი პატრონის ცხოვრებისეულ რიტმზე აეწყო. სწორედ ამიტომ შინაური ცხოველის აქტიურობა მიმდინარეობს დღის განმავლობაში, რასაც მისი თვალები
ჯერ კიდევ შეუჩვეველია.

ამასთან დაკავშირებით, ბარის (იტალია) ვეტერინარული უნივერსიტეტის სპეციალისტი მარჩელო სინისკალჩი კინოლოგებს ურჩევს წითელი სამოსით
ძაღლები არ გაწვრთნან, რადგან ცხოველს მათი მოქმედებების გარჩევა გაუჭირდებათ.

"ეს ეხება არა მარტო ძაღლის მწვრთნელებს, არამედ პატრონებსაც. თუ გსურთ ძაღლთან ფრისბის ან ბურთის თამაში, არ შეიძინოთ წითელი სათამაშო."

ასევე იხილეთ: 

5 მიზეზი, თუ რატომ არის ძაღლისთვის სათამაშო აუცილებელი?

რატომ უკეთებენ ზოგიერთი ჯიშის ძაღლს კუდის კუპირებას?

როგორ განვსაზღვროთ ძაღლის ასაკი კბილების მიხედვით?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?