ტყის სიახლოვეს ცხოველთა დამცველებმა ვარდისფრად შეღებილი სამოედები აღმოაჩინეს
ტყის სიახლოვეს ცხოველთა დამცველებმა ვარდისფრად შეღებილი სამოედები აღმოაჩინეს
ქალაქ გელენჯიკის (კრასნოდარის მხარე)  სიახლოვეს მდებარე ტყეში ცხოველთა მოყვარულებმა აღმოაჩინეს ვარდისფრად შეღებილი სამოედის ჯიშის ძაღლები. მათი თქმით, ცხოველები ქალაქიდან 60 კილომეტრის დაშორებით უპატრონოდ დადიოდნენ. 

"ეს საცოდავი ცხოველები დასახლებული ადგილიდან 60 კილომეტრის მოშორებით ტყეში გადააგდეს. როგორც ჩანს, ფოტოგრაფი ამ ძაღლებს, როგორც რეკვიზიტს ისე იყენებდა, ხოლო შემდეგ უსარგებლო ნივთივით მოისროლა.

საბედნიეროდ, დღეს ძაღლები უსაფრთხოდ არიან. ჩვენ ისინი თავშესაფარში გადავიყვანეთ", - წერს სოციალურ ქსელში ცხოველთა ერთ-ერთი მოყვარული აქტივისტი.

Zooclub

მოხალისეებმა მოიძიეს მანქანა, რითაც ცხოველებს მოსკოვის თავშესაფარში გადაიყვანენ. მათი თქმით, ვეტერინარული შემოწმების შემდეგ შეღებილ სამოედებს
აღენიშნებოდათ კანის გაღიზიანება და ჰყავდათ უამრავი რწყილი, თუმცა, ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადებები არ აღმოაჩნდათ.

Zooclub

2017 წელს
გელეჯიკში გამოჩნდნენ ე.წ. ფოტოგრაფები, რომლებიც ადამიანებს თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ვარდისფრად და ცისფრად შეღებილ ძაღლებთან ფოტოების გადაღებას. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ამ ფაქტს ცხოველების მიმართ უდიერად მოპყრობა უწოდეს.

ასევე იხილეთ:

ჩაუ-ჩაუს შეღებილ ლეკვებს ცირკში პანდებად ასაღებდნენ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?