პატრონი ძაღლის დახრჩობას ცდილობდა. გოგონა ძაღლის გადასარჩენად მდინარეში გადახტა…
პატრონი ძაღლის დახრჩობას ცდილობდა. გოგონა ძაღლის გადასარჩენად მდინარეში გადახტა…
ლატვიის ქალაქ რეზეკნეში მამაკაცი ძაღლის დახრჩობას ცდილობდა. მან ძაღლს ყელზე აგური გამოაბა და წყალში გადააგდო. ეს ყველაფერი დაინახა შემთხვევითმა გამვლელმა გოგონამ, რომელიც ძაღლს ასეირნებდა. ის ძაღლის დასახმარებლად დაუფიქრებლად გადახტა წყალში.

"მე დავინახე კაცი, რომელსაც ხელში აგური ეჭირა. მდინარეს რომ მივუახლოვდი, დავინახე, რომ წყალში ძაღლია. ძაღლს ცხვირი ჰქონდა გახეთქილი და სისხლი სდიოდა. მაშინვე ტირილი ამივარდა, ერთ ფრაზას ვიმეორებდი:
- რატომ აკეთებთ ამას?
რაზეც მამაკაცმა მიპასუხა:
- მე ვცდილობ დავეხმარო ამ ძაღლს.
-როგორ ეხმარებით? - ვუთხარი მე, - აგურს
რომ ურტყავთ?"

გოგონა მიხვდა, რომ ძაღლის გადარჩენა იყო საჭირო. ის ერთ-ერთ ეზოში შევარდა და პირველივე შემხვედრს დახმარება სთხოვა.

"მე
უკვე მეგონა, რომ ძაღლი დაიხრჩო. რომ დავბრუნდით, ის კაცი იქვე დადიოდა. ჩვენ სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოვიძახეთ და ვცდილობდით ძაღლს დავხმარებოდით. მაგრამ როდესაც დავინახე, რომ ძაღლი უკვე ფსკერისკენ წავიდა სხვა გამოსავალი არ იყო და მდინარეში ჩავხტი", - ჰყვება ქრისტინა.

Zooclub

როდესაც გარეთ ყინვაა, ბევრი ვერ გაბედავდა იმას, რაც ქრისტინამ გააკეთა. მან ძაღლს ხელი დაავლო და ნაპირისკენ გამოცურა.

"როდესაც ხელში ავიყვანე მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ თოკი ეკეთა, თოკის მეორე ბოლოზე კი აგურებით სავზე ტომარა იყო გამობმული და ეს ტომარა რაღაცას გამოედო. გაგვიჭირდა ძაღლის გამოყვანა", - დააზუსტა გოგონამ.

უცნობი ბიჭი მათ ნაპირზე ამოსვლაში დაეხმარა. ამ დროს სამაშველოც მოვიდა. ძაღლი თბილად შეახვიეს და ვეტკლინიკაში წაიყვანეს, სადაც ის გაათბეს, ჭრილობები დაუმუშავეს და დააპურეს.

ახლა "ბიმის" ახალი სიცოცხლე დაიწყო. მას "გულადი" დაარქვეს. იგი ახლა ლიტვაში ცხოვრობს და ახალ პატრონებს ძალიან უყვართ. ისინი კრისტინეს ხშირად უკავშირდებიან, უგზავნიან ძაღლის ფოტოებს.

Zooclub

"Криминал+"-მა ძაღლის პატრონი იპოვა. მისი თქმით, ბიმი ნახევარი წლის წინ თანამშრომელმა აჩუქა. ძაღლი ძალიან მავნე აღმოჩნდა, სულ გარბოდა, ყეფდა.
მეზობლები ჩიოდნენ, რომ ის სულ ყეფდა. მათ კი პატარა ბავშვი ჰყავდათ. აი, ამიტომ მოვიქეცი ასე", - ახსნა ძაღლის დახრჩობის მიზეზი მისმა ძველმა პატრონმა არკადიმ.

თავშესაფარში ჩაბარება მას არც უცდია.
"არ იღებენ იქ შინაურ ძაღლებს, ამიტომ გადავწყვიტე დამეხრჩო, მაგრამ არ დავახრჩე. უბრალოდ გამოვაბი აგურებიანი ტომარა და წყალში შევაგდე. მეტი არაფერი", - დააზუსტა ძაღლის ყოფილმა პატრონმა.
თავისი საქციელი მან ინანა, მაგრამ აღიარა, რომ ძაღლზე ძვირფასი მისთვის მეზობელი იყო.

აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციამ ადმინისტრაციული პროცესი დაიწყო. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის გამო, არკადის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ლატვიაში კანონი არ არის იმდენად მკაცრი, რომ ადამიანი დააფიქროს ძაღლისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ ცივილზებულ ქვეყნებში ცხოველებისადმი ბოროტად მოქცევა მკაცრდება.

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o {var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e // o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o
ნანა
შენ გაიხარე ქრისტინა. მიყვარხარ. სულ ბედნიერი ყოფილიყავი.
მარინა
კრისტინა, ძალიან, ძალიან მიყვარხარ! იმ არაადამიანზე სიტყვის დაწერაც არ მემეტება.
mariami
ვეთანხმები მანანას, რომ ქრისტინას და მისნაირ გულისხმიერ ადამიანებს ბედნიერი მომავალი ელოდებათ, ვინც ცხოველებზე ძალადობს, თუნდაც ცუდად ფიქრობდეს, ღმერთი სასტიკ სასჯელს მოუვლენს!
მანანა-შ
კრისტინა, მიყვარხარ და გეფერები, მინდა იცოდე, რომ შენ ძალიან ბედნიერი მომავალი გაქვს.
liza
რა მოხდება რომ გამოაბან ასეთ ადამიანებს თოკი, დაჰკიდონ აგურების სავსე ტომარა და გადააგდონ მდინარეში. ხომ დაისვენებს საზოგადოება ამისთანა ცხოვრების მუწუკებისაგნ?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?