7 ფაქტი - როგორ ექცევით თქვენს კატას, რის გამოც ის მალულად ვერ გიტანთ
7 ფაქტი - როგორ ექცევით თქვენს კატას, რის გამოც ის მალულად ვერ გიტანთ
კატა - საოცარი არსება. ის თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს ძილს, თამაშსა და ჭამას უთმობს.

რამდენიმე ქცევა, რომლებიც პატრონებს ძალიან მოსწონთ, თუმცა, ფუმფულა ბინადრები ვერ იტანენ.

1. ზოგიერთ კატას ძალიან მოსწონს პატრონის მუხლებზე წოლა, თუმცა, ისინი ვერ იტანენ, როდესაც ხელში ბავშვივით იჭერენ.

Zooclub

2. შესაძლოა მოგწონთ, როდესაც თქვენს ფუმფულა ბინადარს ფოტოებს უღებთ, მაგრამ კატას არ მოსწონს, როდესაც მის სახესთან ტელეფონი მიგაქვთ და ამას ხშირად აკეთებთ. კამერის ღამის განათება ცხოველისთვის არასასიამოვნოა. გარდა ამისა, კატას არ მოსწონს, როდესაც ყურადღების მისაქცევად, სათამაშოს შორიდან ვაჩვენებთ, რათა კადრი
წარმატებული გამოვიდეს, ხოლო შემდეგ სათამაშოს ვაგდებთ და მას ვტოვებთ.

Zooclub

3. კატა თვალებით კონტაქტობს. მისთვის მზერით
კონტაქტი ნიშნავს დომინირების საშუალებას. თუ მას დიდხანს უყურებთ, კატა ამას აგრესიულ ქცევად იღებს და შესაძლოა, თავდასხმისთვის ან თქვენზე "ნადირობისთვის" მოემზადოს.

Zooclub

4. კატა ადამიანებთან კონტაქტის დასამყარებლად კნავის. ის არ ელოდება, რომ საპასუხოდ ჩვენც კნავილს დავიწყებთ  (რასაც პატრონები ხშირად აკეთებენ). "National Geographic"-ის ინფორმაციით, "კატა კნავის იმისათვის, რომ ჩვენი ყურადღება მიიქციოს." ამ საქციელით იგი ითხოვს საკვებს, ტუალეტს, თამაშს ან მოფერებას.

Zooclub

5. არც ერთ კატას არ მოსწონს, როდესაც მას სხვადასხვა აქსესუარს უკეთებენ ან ტანსაცმელს აცვამენ.

Zooclub

6. კატების უმეტესობა ლაქტოზას აუტანლობით იტანჯება, ამიტომ მითი იმის შესახებ, რომ კატამ რძე უნდა დალიოს, სიმართლეს არ შეესაბამება.

Zooclub

7. ახალი სახეობის საკვები, მანქანით სეირნობა, სტუმრად წასვლა ან ვეტერინართან ვიზიტი კატისთვის სტრესული სიტუაციაა. კატებს არ უყვართ ცვლილებები.

Zooclub

ასევე იხილეთ:

როგორ მოვეფეროთ კატას? ეს ნამდვილი ხელოვნებაა

რა ასაკში ხდება კნუტი ზრდასრული კატა?

10 რამ, რაც კატას პატრონისგან არ მოსწონს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?