რა ასაკში ხდება კნუტი ზრდასრული კატა?
რა ასაკში ხდება კნუტი ზრდასრული კატა?
ფისო მოყვარულებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლისაა ეს ფუმფულა შინაური ბინადარი, რადგან იგი მათთვის ყოველთვის საყვარელ, პატარა კნუტად რჩება. ამიტომ, როცა საუბარია, თუ რა ასაკში ასრულებს კნუტი ზრდას, ზოგიერთი ამბობს, რომ ეს 6 თვიდან ხდება, მაგრამ სხვების აზრით, კნუტობის ასაკი წელიწადზე მეტ ხანს გრძელდება.

ზრდა და განვითარება

კნუტები განვითარების დიდ ნახტომს აკეთებენ 2-დან 6 თვემდე. უმეტესობას  6 თვის ასაკში ზრდასრული კატის გარეგნობა აქვს, თუმცა, ეს დამოკიდებულია ჯიშსა და გენეტიკაზე. 2-დან 6 თვემდე მნიშვნელოვანია თქვენი ბინადრის საკვებ რაციონში იყოს ცილები. საუკეთესოა, თუ
კნუტი დღეში 4-ჯერ მიირთმევს საკვებს. 

მაღალი ხარისხის კნუტის სპეციალური საკვები (კორმი) შეიცავს ყველა იმ პროდუქტს, რაც
თქვენი შინაური ცხოველის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. 6 თვის შემდეგ შეგიძლიათ, კნუტს  ნებისმიერი, მისთვის და თქვენთვის, ოპტიმალური საკვები რაციონი შეურჩიოთ. უკეთესია, თუ ამასთან დაკავშირებით თქვენი ვეტერინარისგან კონსულტაციას მიიღებთ.

მოძრაობა

6 თვის ასაკიდან კნუტს ზრდასრული კატის მანერები აქვს. ის დარბის და დადის ისევე, როგორც მისი უფროსი თანამოძმენი.  ეს პერიოდი  კატის კოორდინაციის განვითარების გასაღებია. ის იწყებს სხვადასხვა საგნით დაინტერესებას, თამაშობს შემთხვევით ობიექტებთან.  ეს საუკეთესო ფორმირება და სტიმულია მისი ინტელექტისთვის.

მოზარდი კატა

როდესაც თქვენი კნუტი 5 ან 6 თვისაა, შეიძლება ჩათვალოთ, რომ ის მოზარდია. ამიტომ მეტი ყურადღება გჭირდებათ, რადგან კატების უმეტესობას გამრავლების მოთხოვნილება ამ ასაკში ეწყება. ამ პერიოდში, ძუ კატებში აღინიშნება ციკლი, ხოლო ხვადები "სასიყვარულო თამაშების" დემონსტრირებას ავლენენ.  მიუხედავად იმისა, რომ კატების გარდატეხის ასაკი 5-6 თვეა, ზოგიერთი მათგანი მსგავს ქცევებს უფრო ადრე ან გვიან ავლენს.

18 თვის კატა

ყველა კნუტი ინდივიდუალურია - ზოგიერთი ზრდასრულ ასაკს უფრო ადრე აღწევს, ვიდრე სხვები. მიუხედავად ამისა, 18 თვის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული, მომწიფებული კატაა.

დაიმახსოვრეთ, რომ სტერილური და კასტრირებული კატების უმეტესობა არასოდეს ახდენს (არსებობს იშვიათი გამონაკლისები) მომწიფებული კატის  ქცევების  დემონსტრირებას.

ასევე იხილეთ: 

8 ყველაზე ჭკვიანი კატის ჯიში

კატებზე რამდენიმე მითი, რომლებისაც ადამიანების უმეტესობას სჯერა

5 რჩევა, რომ თქვენი კატა მეგობრული გაიზარდოს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?