მსოფლიოში პირველი კატა, რომელიც ლუკმაპურს შრომით მოიპოვებს (+ვიდეო)
ბენ მილამ ააგო უცნაური მანქანა, რომელსაც კატების კვება სულ სხვა დონეზე აყავს.
იმისთვის, რომ მისმა კატამ, სახელად მაიმუნმა, მიიღოს მშრალი კვების ულუფა, მას გარკვეულწილად მუშაობა უწევს. "მაიმუნი" იძულებულია პლასტელინის ბურთის ძებნაში მთელი სახლი მოირბინოს. შემდეგ ნაპოვნი ბურთი ამ საოცარი მანქანის ღრიჭოში უნდა ჩააგდოს. როდესაც ბურთი მანქანაში ვარდება, მას მოძრაობაში მოჰყავს დიდი პლასტიკატის ჭურჭელი, საიდანაც მშრალი საკვები კატის თეფშზე იყრება.
კატას ეს მოქმედება ასწავლეს სპეციალური პროგრამით, რომელიც სასურველი ქმედებისას სასუსნავით დაჯილდოებას ითვალისწინებს. ბენის სიტყვებით, საკმაო მოთმინება და დრო დასჭირდა იმისთვის, რომ თავისი
შინაური ბინადრისთვის ასე ჭამა ესწავლებინა.
საბედნიეროდ, ამ ცდამ გაამართლა.
იხილეთ ვიდეო