error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/a359c6cb0f954eef4f557457199fb9a5.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
8 ფაქტი გერმანული ნაგაზის შესახებ, რომლებიც შესაძლოა ამ დრომდე არ იცოდით
8 ფაქტი გერმანული ნაგაზის შესახებ, რომლებიც შესაძლოა ამ დრომდე არ იცოდით
გერმანული ნაგაზი, ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ოთხფეხა მეგობარია, რომელიც ერთგულად მსახურობს პოლიციის რიგებში, ასევე საუკეთესო ოჯახის კომპანიონი და დარაჯია.

ამ ჯიშს ხშირად შეხვდებით პარკში სეირნობისას, მეზობლის ეზოში თუ მეგობართან სტუმრობისას, რადგან იგი ყველასთვის სასურველი და სანდო ოჯახის წევრია. ის საუკეთესო დამცველი, ინტელიგენტი და მოსიყვარულე ცხოველია.

თუ გადაწყვეტილი გაქვთ ეს ჯიში თქვენი ოჯახის წევრი გახდეს, აუცილებად გადახედეთ ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციას, რომელიც გერმანულ ნაგაზს უკეთ გაგაცნობთ.

1.გერმანული ნაგაზს ამერიკაში მეორე ადგილი უკავია, როგორც ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიში (ლაბრადორის შემდეგ). ამერიკული ქენელ კლუბი
(AKC)) ამ ჯიშს ახასიათებს, როგორც "თავდაჯერებულს, გაბედულს და ჭკვიან" შინაურ ბინადარს. გასაკვირი არ არის, რომ
მისმა თვისებებმა, ეს ძაღლი ყველასთვის საყვარელ არსებად აქცია.

2.გერმანული ნაგაზის ლეკვს ყურები ყოველთვის ქვემოთ აქვს ჩამოშვებული, ხოლო ზრდასთან ერთად მისი ყურებიც სწორ ფორმას იღებს.

Zooclub

3.თავდაპირველად, ამ ჯიშს "მუშა ძაღლის" მოვალეობა ჰქონდა. გერმანელ ჯარისკაცს სურდა იდეალური მუშა ძაღლი სელექციით გამოეყვანა , ამიტომ მან შექმნა ნაგაზი შემდეგი თვისებებით:

საუკეთესო ყნოსვა, რათა დაკარგული ცხვარი მარტივად ეპოვნა;

ამტანი და ენეგიული, რათა მთელი დღე ემუშავა;

სისწრაფე;

საქმეზე ორიენტირებული;

სიმამაცე-წინააღმდეგობა გაეწია ლომისთვის, კოიოტისთვის და დათვისთვის;

ძალა, რათა მტაცებლების დამარცხება შეძლებოდა.

და ბოლოს, ის უნდა ყოფილიყო "სუპერ" ინტელიგენტი ჯიში.

4.გერმანული ნაგაზი საუკეთესოა სამხედრო და პოლიციის რიგებში, რადგან მისი ინტელიგენტური, მამაცი თვისებები ყველას ნდობას იმსახურებს. ის ყოველთვის მიდის რისკზე თავისი მეწყვილის დასაცავად. გერმანული ნაგაზი საკმაოდ ჭკვიანია იმისათვის, რომ ისწავლოს მისთვის საჭირო ბრძანებები და თანამიმდევრობით მიჰყვეს ინსტრუქციას.

Zooclub

5.გერმანული ნაგაზი ძლირი კბილებით (კბენის სიძლიერე) რიგით მეორე ძაღლია მსოფლიოში (როტვეილერი ამ მხრივ ყველაზე ძლიერ ძაღლის ჯიშად ითვლება). ეს მეორე მიზეზია, რისთვისაც ის პოლიციის რიგებში ხშირად გვხვდება. მისი ძლიერი ყბა იარაღის მოვალეობას ასრულებს- გაწვრთნილი გერმანული ნაგაზი ბრძანებს წამებში ასრულებს.

6. (AKC)) -ზე დაყრდნობით, გერმანული ნაგაზი 11 სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს. ეს ჯიში გამოდის განსხვავებული შავი შეფერილობის, მოწითალო ყავისფერი და თეთრი (მაგალითად, შავი შეფერილობის რამდენიმე ვარიანტი და ა.შ.). მისი სხეული მკვრივი, ხოლო თივთიკი შერეული ფერებით არის გაფორმებული.

7.რამდენიმე რჩევა, სანამ გერმანულ ნაგაზს აიყვანთ:

მიუხედავად იმისა, რომ გერმანულ ნაგაზს სხვა ჯიშებთან შედარებით დაბალი თივთიკი აქვს, მას ბეწვი ძალიან სცვივა.

გერმანული ნაგაზი არც თუ ისე იშვიათად ავადდება დისპლაზიით (ორგანოს ან ქსოვილის განვითარების დარღვევა).

ისევე როგორც სხვა ჯიშის ძაღლები, გერმანული ნაგაზისთვის სოციუმი აუცილებელია, რადგან ის ორიენტირებული უნდა იყოს ოჯახის წევრების დაცვაზე და სახლის დარაჯზე. მისი ცალკე ყოფნა (დაბმული, გამოკეტილი და ა.შ.) არ არის რეკომენდირებული.

გერმანული ნაგაზის ინტელექტი და სურვილი მიმართულია მუშაობისკენ. ის ხშირად უნდა ვარჯიშობდეს და პატრონისგან იღებდეს ბრძანებებს.

8.და ბოლოს, გერმანული ნაგაზი საუკეთესო ოჯახის კომპანიონი ძაღლია. მას აქვს უნარი ნებისმიერ გარემოში ადაპტირების, რადგან მისი თივთიკი, ასევე კანის საფარი უძლებს სიცხეს და სიცივეს. ის კარგად ეჩვევა როგორც ბინაში, ისე ეზოში ცხოვრებას. მიუხედავად მისი მოდარაჯე და დამცველი გენებისა, გერმანული ნაგაზი ოჯახის წევრების მიმართ გამოირჩევა მოსიყვარულე და თბილი დამოკიდებულებით, მათ შორის ბავშვების მიმართ (მაგრამ პირველ ხანებში აუცილებელია სიფრთხილე გამოიჩინოთ ბავშვის და ნებისმიერი ჯიშის ძაღლის ურთიერთობისას).

Zooclub

ყოველივე ამის შემდეგ, გასაკვირი არ არის, თუ რატომ არის ის მსოფლიოში ერთ-ერთი ფავორიტი ძაღლის ჯიში.

ასევე იხილეთ:

10 მიზეზი, თუ რატომ არის გერმანული ნაგაზი გამორჩეული ჯიში

7 ფაქტი ლაბრადორ რეტრივერზე , რომლებიც შესაძლოა არ იცოდით

რამდენიმე საინტერესო ფაქტი პუდელის ჯიშის შესახებ

marika
ალბათ "ლომის" მაგიერ მგელი უნდა ყოფილიყობევრი სხვა დადებითი თვისებაც აქვთ, 25 წელია მარტო ამ ჯიშის ძაგლები მყავს და ძალიან მიყვარს.
pirvel-s
რა შუაშია გერმანია, რადგან გერმანული ნაგაზია აუცილებლად მარტო გერმანიაში უნდა იყოს? :))))))))) მე საქართველოში მყავს და მშვენივრად გრძნობს თავს :P
გიორგიპირველი
კი, ლომებით არის სავსე გერმანია :-)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?