როგორ მოვეფეროთ კატას? ეს ნამდვილი ხელოვნებაა
როგორ მოვეფეროთ კატას? ეს ნამდვილი ხელოვნებაა
უცნაურია, თუმცა, სპეციალისტებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ, თუ როგორ უნდა მოეფეროთ კატას. ისინი კატის პატრონებს ცხოველის მოვლის რამდენიმე რჩევას აძლევენ.

თუ თქვენი კატა არაკომფორტულად არის მოთავსებული თქვენს ხელში და ცდილობს გაქცევას, ნუ იჩქარებთ, დაადანაშაულოთ იგი და უხასიათო, უჟმური უწოდოთ. ბრიტანელი მკვლევარების თქმით, მსგავსი ქცევის გამოვლინება, შესაძლოა, სწორად მოფერების არცოდნა იყოს.

ლინკოლნის უნივერსიტეტის სპეციალისტების თქმით, სწორი მოფერება კატას სიამოვნებას ანიჭებს. მათ ჩაატარეს 2 ექსპერიმენტი, რის შედეგადაც დადგინდა, სხეულის რომელ ნაწილებზე მოსწონს კატას მოფერება.

აღმოჩნდა, რომ კატა განსაკუთრებით ვერ იტანს კუდზე შეხებას, თუმცა, სასიამოვნოდ
კრუტუნებს, როცა ყურებთან და შუბლზე ეფერებიან.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დაიწყოთ მოფერება თავიდან და ხელი გადაუსვათ
კუდამდე (კუდს არ შეეხოთ), ამით თქვენი ბინადარი დიდ სიამოვნებას მიიღებს.

ცდის ფარგლებში აღმოჩნდა, რომ კატას უცხო ადამიანისგან უფრო სიამოვნებს მოფერება, ვიდრე პატრონისგან.

ასევე იხილეთ:

როგორ დავიცვათ კატა რწყილებისგან

როგორ გავაჩუქოთ/გავყიდოთ კნუტები?

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კნუტს ქუჩიდან ავიყვანთ?
ნინო
ვეთანხმები fiso-gori-ს, ინდივიდუალურია. ჩემს კატას ძალიან მოსწონს კუდზე მოფერება და თამაში, სპეციალურად დგება ან წვება ისე, რომ კუდი ჩემთან ახლოს ქონდეს. საერთოდ თამაში და სხეულის ყველა ნაწილზე მოფერება ძალიან უყვარს :) .
fiso-gori
მე მგონი ინდივიდუალურია, ჩემი უსაყვარლესი კატა უფლებას მაძლევს მხოლოდ თავზე მოვეფერო , ფეხებზე, მუცელზე, ზურგზე თუ ხელი შევახე ,მაშინვე აგრესიული ხდება, კბილებით მიჭერს ხელს, თუმცა არ მკბენს და მაგრძნობინებს რომ არ მოსწონს, დანარჩენებისთვის სულ ერთია, კუდზე თამაში და მოფერებაც მოსწონთ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?