რომელი პროდუქტები არ უნდა ჩავრთოთ კნუტის კვების რაციონში?
რომელი პროდუქტები არ უნდა ჩავრთოთ კნუტის კვების რაციონში?
რომელი საკვები არ უნდა უწილადოთ კნუტს? ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებს ყველა ფუმფულა ბინადრის მფლობელს. კნუტს შესაძლოა სერიოზული ჯანრთელობის პრობლემები შეექმნას არასწორი კვების რაციონის შერჩევისას.

სანამ სახლში ამ პატარა არსებას მიიყვანთ, აუცილებელია, გაეცნოთ მისი მოვლის წესებს. კერძოდ, რომელი პროდუქტებით ვკვებოთ ის.

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომელი საკვებია მისთვის საზიანო.

კნუტისათვის არასასურველი საკვები პროდუქტები:

ამ პროდუქტებს თავისთავად ვერ ვუწოდებთ ზიანის მომტანს, მაგრამ თუ ქვემოთ ჩამოთვლილ საკვებს კნუტს ხშირად ვაჭმევთ, შესაძლოა, ნეგატიური შედეგი მივიღოთ.

ფრინველისა
და ცხოველის ღვიძლი
: კნუტისათვის მისი ხშირი მიღება შესაძლოა А და D ვიტამინების გადაჭარბების მიზეზი გახდეს, თუმცა, რაციონში პერიოდულად ღვიძლის ჩართვა ცხოველს ზიანს არ მოუტანს.

ფაფები
(შვრია, ხორბალი), ლობიო და კარტოფილი: ჯანმრთელი კვების მხრივ, ამ პროდუქტებს კნუტისათვის სარგებელი არ მოაქვთ. გარდა ამისა, მათი ხშირი მიღებით, თქვენს ფუმფულა მეგობარს შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები შეექმნას.

თევზი: მისი ხშირი მიღებით, კნუტს შესაძლოა თირკმელების დაავადება განუვითარდეს. უკეთესია, თუ ერთ თვემდე კნუტს თევზს საერთოდ არ მისცემთ.

Zooclub

კნუტის მშრალი საკვები: უდავოა ხარისხიანი საკვები საზიანო არ არის. ამასთანავე, მოგზაურობისას მშრალი საკვების ტარება ყველაზე კომფორტულია, თუმცა, სახლის პირობებში უკეთესია, თუ  მას დაკონსერვებულ საკვებსაც შეურევთ.

კნუტისათვის საშიში საკვები პროდუქტები:

რაც შეეხება საშიში პროდუქტების ჩამონათვალს, ამან შესაძლოა, კნუტს ზიანი მოუტანოს, ამიტომ პატარა ცხოველისთვის  ქვემოთ ჩამოთვლილი საკვების მიცემა არ შეიძლება.

უმი ხორცი: თერმული დამუშავების გარეშე ხორცის მიცემის შედეგად, კნუტი შესაძლოა, ჭიებით დაავადდეს;

ასევე კნუტისათვის საზიანოა მარილი და სანელებლები;

შებოლილი,  ცხარე და ზედმეტად ცხიმიანი საკვები: შესაძლოა, გამოიწვიოს საყლაპავი მილის და კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. გარდა ამისა, ნაწლავის ფლორის დარღვევა.

Zooclub

ქვემოთ მოცემული პროდუქტები კნუტისათვის შესაძლოა, ნამდვილი საწამლავი გახდეს:

ძვლები, განსაკუთრებთ ქათმისა და თევზის - ძვლებმა შესაძლოა, დააზიანოს საყლაპავი მილის ქსოვილი, მოახდინოს სისხლდენის პროვოცირება და არაერთი შინაგანი ტრავმა.

ტკბილეული, განსაკუთრებით შოკოლადი: ამ პროდუქტის მიღებით, შესაძლოა, კნუტი და კატაც კი ძლიერად მოიწამლოს.

Zooclub

დაბალი ხარისხის პროდუქტები, განსაკუთრებით კნუტებისათვის განკუთვნილი უხარისხო საკვები - უკეთესია, გადაიხადოთ მეტი, ვიდრე პატარა ბინადარი უხარისხო პროდუქტით კვებოთ.

საკვები პროდუქტების საერთო ჩამონათვალის გარდა, აუცილებელია გაითვალისწინოთ სხვადასხვა კატის ჯიშიც, რადგან გენეტიკური ცვლილებების შედეგად, ზოგიერთ სახეობას შეიძლება ამ თუ იმ პროდუქტის აუტანლობა ჰქონდეს.

Zooclub

მაგალითად, სფინქსის ჯიშზე განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ცხიმიანი საკვები, ხოლო მეინ კუნის ჯიშის კნუტებისთვის თევზი სასტიკად იკრძალება. ყოველი შემთხვევისთვის, ეგზოტიკური კნუტის შეძენისას ზუსტი კვების რაციონი ვეტერინარის დახმარებით შეადგინეთ.

ასევე იხილეთ:

ადამიანისთვის განკუთვნილი 5 საკვები პროდუქტი, რომლებიც შეგიძლიათ, თქვენს კატას უწილადოთ

ნატურალური კვება კნუტისთვის და კატისთვის

რატომ არ უყვარს კატას ტკბილეული?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?