უცხიმო ხორცი
![ადამიანისთვის განკუთვნილი 5 საკვები პროდუქტი, რომლებიც შეგიძლიათ, თქვენს კატას უწილადოთ Zooclub](/images/stories/0-0-0-march/kv4.jpg)
კატა მტაცებელი ცხოველია. მისთვის ხორცი იდეალურ საკვებს წარმოადგენს. მას შეგიძლიათ, მისცეთ მოხარშული ხორცი, რომელსაც ქონი არ აქვს. საქონლის, ინდაურის, ქათმის ხორციც იდეალურია, თუმცა, მოერიდეთ ლორის ან ნებისმიერი მეთოდით მომზადებულ ღორის ხორცს.
![ადამიანისთვის განკუთვნილი 5 საკვები პროდუქტი, რომლებიც შეგიძლიათ, თქვენს კატას უწილადოთ Zooclub](/images/stories/0-0-0-march/kv2.jpg)
კვერცხი კარგად უნდა იყოს მოხარშული. სასურველია, ეს პროდუქტი დააქუცმაცოთ და გაურიოთ კატის საკვებში ან პერიოდულად მცირე ზომის ნაჭრებად მიაწოდოთ. თქვენს ბინადარს არ ავნებს შემწვარი ერბო კვერცხიც, მაგრამ თუ ეს უკანასკნელი გაზავებულია მარილში ან სხვა სანელებლებში, მისი ჭამა შინაური ბინადრისთვის არ არის რეკომენდირებული.
ყველი
![ადამიანისთვის განკუთვნილი 5 საკვები პროდუქტი, რომლებიც შეგიძლიათ, თქვენს კატას უწილადოთ Zooclub](/images/stories/0-0-0-march/lv5.jpg)
კატების უმეტესობას ძალიან უყვარს ყველი, მაგრამ სანამ ამ პროდუქტს თქვენს შინაურ ცხოველს მიაწვდით, დარწმუნდით, რომ მას არ აქვს ლაქტოზას აუტანლობა (ამ პრობლებით არაერთი კატა იტანჯება).
მწვანე ლობიო
![ადამიანისთვის განკუთვნილი 5 საკვები პროდუქტი, რომლებიც შეგიძლიათ, თქვენს კატას უწილადოთ Zooclub](/images/stories/0-0-0-march/kv6.jpg)
მწვანე ლობიო ძალიან დაბალკალორიულია. თუ თქვენი ბინადრისთვის ეძებთ ჯანმრთელ პროდუქტს, მწვანე ლობიო საუკეთესო არჩევანია. მას კატის საკვების (ე. წ. კორმის) მოსამზადებლადაც იყენებენ. საუკეთესოა კატის დიეტის დროსაც.
ბანანი
![ადამიანისთვის განკუთვნილი 5 საკვები პროდუქტი, რომლებიც შეგიძლიათ, თქვენს კატას უწილადოთ Zooclub](/images/stories/0-0-0-march/kv7.jpg)
ბანანი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია თქვენი შინაური ბინადრისთვის, რა თქმა უნდა, თუ კატას ეს პროდუქტი მოსწონს. ბანანი შეიცავს მაღალი რაოდენობით კალიუმს, რომელსაც ცხოველი მარტივად ამუშავებს. ბანანი სასარგებლოა ასაკოვანი და კბილების პრობლემების მქონე კატისთვისაც. გაასინჯეთ მცირე ზომის ნაჭერი თქვენს ბინადარს, თუ მოეწონა, მისი ჩართვა საკვებ რაციონში არ დაგავიწყდეთ.
დაიმახსოვრეთ, ადამიანისთვის განკუთვნილი ნებისმიერი პროდუქტი კატისთვის საზიანოა, ამიტომ სასურველია, მცირე რაოდენობით უწილადოთ. საუკეთესო გამოსავალია, თქვენი ოთხფეხა მეგობარი კვებოთ მისთვის განკუთვნილი სპეციალური საკვებით (კორმით), რომლის შემადგენლობაშიც ყველა სასარგებლო ინგრედიენტია.
ასევე იხილეთ:
ნატურალური კვება კნუტისთვის და კატისთვის
ეს 6 საკვები პროდუქტი არასოდეს მისცეთ თქვენს კატას