რომელი მცენარეებია საშიში ძაღლებისთვის და კატებისთვის?
რომელი მცენარეებია საშიში ძაღლებისთვის და კატებისთვის?
ძაღლების უმეტესობა მზადაა, დაღრღნას ყველაფერი, რაც მის გარშემოა: მცენარე, ნაგავი, ქაღალდი, ყუთი და ა.შ. კატები, როგორც წესი, გაცილებით დელიკატურები არიან, მაგრამ უარს არ ამბობენ, გემო გაუსინჯონ ისეთ რამეს, რაც მათთვის მავნებელია.

შინაური ცხოველებისთვის ორმაგ საშიშროებას წარმოადგენს ახალი წელი. ეს ეხება არა მხოლოდ მავნე საკვებს, რომელიც მაგიდაზეა განთავსებული, არამედ ნაძვის ხესაც, როგორც ხელოვნურს, ისე ბუნებრივს. არაფერს ვწერთ ნაძვის ხის სათამაშოებზე.

და კიდევ, რომელი მცენარეებია საშიში ძაღლებისთვის და კატებისთვის?

თეთრი ფითრი

ამ მცენარის ყველაზე საშიში ნაწილი ფოთლებია, რომლებიც იატაკზე ცვივა. ცხოველისთვის ის შხამიანია
და შესაძლოა, მას გულისრევა დაეწყოს. ამ შემთხვევაში აუცილებელია თქვენი ოთხფეხა მეგობარი ვეტერინარულ კლინიკაში წაიყვანოთ, ხოლო თეთრი
ფითრი აჩუქეთ მას, ვისაც სახლში ცხოველი არ ჰყავს.

ბაძგი

ამ მცენარემ ცხოველში შესაძლოა გამოიწვიოს რამდენიმე პრობლემა. პირველი - მას აქვს პატარა საცეცები, რომელსაც შეუძლია საყლაპავი მილის დაზიანება და გულის რევის გამოწვევა. მეორე - ბაძგი შეიცავს საპონინებს (ორგანული უაზოტო ნაერთები), რომელიც კუჭ-ნაწლავის მძიმე დაზიანებას იწვევს.

ნაძვის ხე

ასევე სოჭი, ფიჭვი და სხვა წიწვოვანი ხეები ცხოველისთვის საფრთხის შემცველია. წებოვანი სითხე, რომელიც ხეს სასიამოვნო არომატს სძენს, შინაური ბინადრის კუჭ-ნაწლავს აზიანებს. წიწვებს (ხელოვნურს თუ ბუნებრივს) შეუძლია საყლაპავი მილის დაზიანება. ეს იშვიათად ხდება, თუმცა, ყურადსაღებია. ცხოველისთვის მავნეა სხვა საახალწლო მოწყობილობები - განსაკუთრებით "წვიმები" და ე.წ. "სერპანტინები". მაგალითად, თუ კატა მის პატარა ნაწილსაც კი გადაყლაპავს, უკან ამოღება, ისევე როგორც საკუთარი ბეწვის, არ შეუძლია და იშვიათ შემთხვევაში, შესაძლოა, ყოველივე ფატალურად დასრულდეს.

შროშანი

კატისთვის ტოქსიკური მცენარეა. თუ ამ მცენარის ყველაზე პატარა ნაწილიც კი მოხვდება ცხოველის ორგანიზმში, შეიძლება, თირკმელების უკმარისობა გამოიწვიოს.

ამარილისი

ამ მცენარის ბოლქვის ჭამამ შესაძლოა, ძაღლებსა და კატებში კუჭ-ნაწლავის პრობლემები გამოიწვიოს. ყვავილისა და ფოთლის დაგემოვნებამ კი - კუჭის მსუბუქი გაღიზიანება.

შობის ყვავილი ანუ პუანსეტია

ამ ჩამონათვალში ცხოველისთვის ყველაზე უსაფრთხო მცენარეა - შესაძლოა, გამოვლინდეს მცირე პრობლემები კუჭ-ნაწლავში.

ასევე იხილეთ:

5 საშიში საკვები პროდუქტი კატებისთვის

რომელ ბალახს ჭამენ კატები?

10 რჩევა, თუ როგორ უნდა დაიცვათ კატისგან ნაძვის ხე
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?