მართალია, კატები ამით ერთობიან, თუმცა, პატრონისთვის საშინელი სანახავია, როდესაც საკუთარი ხელით გალამაზებული ინტერიერი "ბრძოლის ველს" ემსგავსება.
ჩვენს მიერ შეკრებილი რჩევები მეტნაკლებად დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ზემოთ აღნიშნული სიტუაცია.
დაიცადეთ 24 საათი, სანამ სახლში მოტანილ ნაძვის ხეს მორთავთ
სანამ ნაძვის ხეს გაალამაზებთ, თქვენს შინაურ ბინადარს მასთან თამაშის ნება დართეთ. ნაძვის ხე აქსესუარების გარეშე უსაფრთხოა თქვენი კატისთვის. მას მობეზრდება ნივთი და შემდეგ
გააკეთეთ ბარიერი
ჯერ კიდევ არ გამოუგონიათ ისეთი დამცავი, რომელიც ნაძვის ხეს კატისგან დაიცავს. უბრალოდ შემოსაზღვრეთ ხე მავთულით ან თოკით, გაუკეთეთ მას ქილა ან პატარა ზარი (უნდა შეეფერებოდეს საახალწლო აქსესუარს, რომ ნაძვის ხემ სილამაზე არ დაკარგოს), რათა ცხოველის მიახლოებისას ხმა გაიგოთ და შესაბამისი ზომები მიიღოთ.
ნაძვის ხესთან მოათავსეთ ის ნივთები, რომლებიც კატას არ მოსწონს
კატას არ შეუძლია დგომა ე.წ. ფოლგაზე და ერთად დალაგებულ წვრილ ჯოხებზე. ეს შესაძლოა, არ იყოს განსაკუთრებით ლამაზი დეკორაცია, თუმცა, გარშემო შემოსაზღვრული ფოლგა ან ჯოხები ნაძვის ხეს კატის თავდასხმისგან დაიცავს.
ნაძვის ხის გარშემო გამოიყენეთ კატისთვის არასასიამოვნო არომატები
კატას არ უყვარს ციტრუსის სუნი, ასევე - მძაფრი არომატები. ხის ქვეშ დაალაგეთ ციტრუსის ქერქები. იმ შინაურ ბინადრებს, რომლებსაც მოსწონთ ნივთების ღრღნა, მოერიდებიან, თუ გარკვეულ ნივთებს ციტრუსის ესენციას წაუსვამთ.
შეეცადეთ თქვენი ნაძვის ხე ოთახის კუთხეში მოათავსოთ
ნაძვის ხე მოათავსეთ ოთახის კუთხეში ან ავეჯისგან მოშორებით. მაგიდასთან ან კარადის სიახლოვეს დადგმულ ხის ტოტებს კატა ერთი ნახტომით მისწვდება.
შეარჩიეთ ისეთი ნაძვის ხე, რომელიც მოთავსებული იქნება დიდ ქოთანში ან სპეციალურ
მყარ სადგამზე
თუ ვერ შეარჩევთ ქოთანში მოთავსებულ ნაძვის ხეს, მისი ძირი ფოლგით შემოსაზღვრეთ, რათა კატამ ის ძირიდან არ წააქციოს.
გამორთეთ ფერადი ნათურები ღამე ან როცა სახლში არ იქნებით
კატას მოსწონს მანათობელი ნივთები, ასევე - მავთულთან თამაში. დაიცავით თქვენი შინაური ბინადარი საფრთხისგან.
მოერიდეთ ბრჭყვიალა წვიმებს
საახალწლო ბრჭყვიალა წვიმები ძალიან იზიდავს თამაშის მოყვარულ კატებს. თუ კატა მას შემთხვევით გადაყლაპავს, შესაძლოა, სასუნთქი სისტემა დაუზიანდეს და ეს ფატალურადაც დასრულდეს.
პატარა აქსესუარები ნაძვის ხეზე, რაც შეიძლება ზევით დაკიდეთ
მავთულის მაგვარი კაუჭი გამოიყენეთ ნაძვის ხის ზედა ტოტებზე დამაგრებულ პატარა სათამაშოებზე. ამასთანავე, კაუჭი რაც შეიძლება ძლიერად მოუჭირეთ ტოტს, რათა კატამ მისი ჩამოგდება ვერ შეძლოს.
განიტვირთეთ და ისიამოვნეთ დღესასწაულით!
ყველაზე მთავარი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და, რა თქმა უნდა, თქვენს შინაურ ბინადართან ერთად დღესასწაულის სასიამოვნოდ გატარებაა. გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები, რათა ნაძვის ხე დაცული იყოს, თავად კი შობა-ახალი წლის დღესასწაულით დატკბით!
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
ასევე იხილეთ:
როგორ გეუბნებათ კატა "მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ "
5 საშუალება, თუ როგორ უნდა გამოხატოთ თქვენი კატის მიმართ სიყვარული
10 რამ, რაც კატას პატრონისგან არ მოსწონს