ადამიანის სიცოცხლისთვის ყველაზე საშიში ცხოველები
ადამიანის სიცოცხლისთვის ყველაზე საშიში ცხოველები
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლისთვის ყველაზე საშიში ცხოველები ადამიანი ან ზვიგენი სულაც არ არიან.

სინამდვილეში ცხოველებისგან გამოწვეული სიკვდილიანობის უმეტესი შემთხვევა ცხოველებთან უშუალო შეხებაზე სულაც არაა დამოკიდებული, უფრო მეტად დაკავშირებულია დაავადებებთან, რომლებიც მათ გადააქვთ.

ცხოველებით გამოწვეული ადამიანების სიკვდილიანობის ზუსტი სტატისტიკა ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.



ზვიგენები - 6 სიკვდილი წელიწადში

ზვიგენების თავდასხმა ადამიანებზე საკმაოდ იშვიათია. 2014 წელს მხოლოდ 3 სიკვდილია დაფიქსირებული, ხოლო 2015 წელს - 6.


მგლები - 10 სიკვდილი წელიწადში

მგლების ადამიანებზე თავდასხმა საკმაოდ იშვიათია მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ისინი ბინადრობენ. ჩატარებულმა კვლევებმა
ცხადჰყო, რომ უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში მხოლოდ რამდენიმე სიკვდილი დაფიქსირდა. თუმცა,
ინდოეთის რამდენიმე რეგიონში მგლები წელიწადში საშუალოდ 10 ადამიანს კლავდნენ.


ლომები - 22 და მეტი სიკვდილი წელიწადში

წლიდან წლამდე მაჩვენებელი იცვლება. 2005 წლის გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ 1990 წელს ტანზანიაში ლომებმა 563 ადმაიანი მოკლეს, საშუალოდ წელიწადში 22 სასიკვდილო შემთხვევა დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ლომების მიერ ადამიანის მოკვლის შემთხვევა მხოლოდ ტანზანიაში არ ხდება, მაგრამ ეს რაოდენობა ზუსტად არ არის ცნობილი.


სპილოები - 500 სიკვდილი წელიწადში

"National Geographic"-ის 2005 წლის სტატიაში საუბარია იმის შესახებ, რომ სპილოების თავდასხმისგან წელიწადში 500 ადმაიანი იღუპება. ამასთან, უფრო მეტი სპილოა მოკლული ადამიანების მიერ.


ბეჰემოთები - 500 სიკვდილი წელიწადში


დიდი ხნის მანძილზე ბეჰემოთები ყველაზე საშიშ ცხოველებად ითვლებოდნენ აფრიკაში. ისინი ცნობილები არიან თავისი აგრესიულობით ადამიანების მიმართ. ისინი ყოველთვის აბრუნებენ ნავებს.


სოლიტერები - 700 სიკვდილი წელიწადში

ცისტიცერკოზით, რომლითაც ამ პარაზიტებიდან ავადდებიან, ყოველწლიურად დაახლოებით 700 ადამიანი იღუპება.


ნიანგები - 1 000 სიკვდილი წელიწადში

ნიანგი ყველაზე მეტ ადამიანს კლავს აფრიკაში, თუმცა, კონკრეტული ციფრი ცნობილი არ არის.


ასკარიდები - 4 500 სიკვდილი წელიწადში

2013 წლის გამოკვლევის თანახმად ასკარიდები იწვევენ დაავადებას, სახელად ასკორიაზი, რომლითაც ყოველწლიურად დაახლოებით 4500 ადამიანი იღუპება. დაავადება ადამიანის წვრილ ნაწლავში ჩნდება. ამით უფრო მეტად ბავშვები ავადდებიან.


ბუზი ცეცე - 10 000 სიკვდილი წელიწადში


ბუზი ცეცე ე.წ. ძილის დაავადების - პარაზიტული ინფექციის გადამტანია. დაავადების დასაწყისში ადამიანს სტკივა თავი, შემდეგ იწყება ციებ-ცხელება, ტკივილი სახსრებში და ქავილი, მოგვიანებით ამას სერიოზული ნევროლოგიური პრობლემები მოყვება. სიკვდილიანობის რაოდენობა წლების განმავლობაში მცირდება. ამჯერად წელიწადში დაახლოებით 10 000 სიკვდილია აღრიცხული.


მტკნარი წყლის ლოკოკინები - 20 000 სიკვდილი წელიწადში

მტკნარი წყლის ლოკოკინას გადააქვს პარაზიტი, რომელიც ადამიანს შისტოსტომოზით აავადებს. დაავადება იწვევს ძლიერ ტკივილს მუცელში, სისხლს შარდში ან განავალში. ამით მილიონამდე ადამიანი ავადდება და მათგან ყოველწლიურად 20-დან 200 ათასამდე ადამიანი იღუპება.


ძაღლები - 35 000 სკივდილი წელიწადში


ცოფით დაავადებული ძაღლები ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშები არიან, თუმცა, ამ ვირუსის თავიდან აცილება ვაქცინით არის შესაძლებელი. ძაღლების მიზეზით დაახლოებით 35 000 სკვდილიდან წელიწადში 99% ცოფისგანაა.


გველები - 100 000 სიკვდილი წელიწადში

2015 წლის მონაცემებით, გველის ნაკბენის შედეგად 100 000 ადამიანზე მეტი დაიღუპა. გარდა ამისა, მსოფლიოში შეიმჩნევა შხამსაწინააღმდეგო ვაქცინის უკმარისობა.


ადამიანები - 437 000 სიკვდილი წელიწადში

გაეროს მონაცემებით, 2012 წელს მკვლელობების მიზეზით, 437 000 სიკვდილის შემთხვევაა დაფიქსირებული, ამის გამო ადამიანი სიცოცხლისთვის საშიში ცხოველების ჩამონათვალში მეორე ადგილს იკავებს. ამგვარად, ის ჯერ კიდევ ყველაზე საშიში არ არის, მაგრამ ძალიან ახლოს დგას ამასთან.


კოღოები - 750 000 სიკვდილი წელიწადში

მომაბეზრებელი მწერების სინდისზე, რომლებიც ჩვენს სისხლს სვამენ და ამგვარად ავრცელებენ ვირუსებს, ადამიანების ყველაზე მეტი სიკვდილის შემთხვევაა დაფიქსირებული. მხოლოდ მალარიით 350 000 ადამიანი იღუპება, უმთავრესად აფრიკის ქვეყნებში, უდაბნოდან სამხრეთით. თუმცა, ამ დაავადებას, რომელიც ადამიანისგან ადამიანზე კოღოს გადააქვს, უკვე ეფექტურად მკურნალობენ.
სამაგიეროდ, გაჩნდა ახალი დაავადება - დენგეს ციებ-ცხელება, რომელიც ასევე კოღოებს გადააქვთ და ეს დაავადება აზიასა და ლათინურ ამერიკაში უამრავი ბავშვის სიკვდილის მიზეზი გახდა.




კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?