ფრთხილად! - ამ ერთი შეხედვით უწყინარ არსებას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია
ფრთხილად! - ამ ერთი შეხედვით უწყინარ არსებას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია
დრო ძალიან სწრაფად გარბის. თითქოს გუშინ ვზეიმობდით ახალ წელს, არადა უკვე საზაფხულო შვებულების დაგეგმვის დროა. რა თქმა უნდა, მისი შესანიშნავად გატარების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება ზღვაა.

მაგრამ მხოლოდ თავიდან შეიძლება სანაპირო მოგეჩვენოთ უწყინარ ადგილად, როგორც აღმოჩნდა, აქ ადამიანებს საშიშროებაც ემუქრებათ. ერთ-ერთ მათგანზე დღეს მოგიყვებით. ეს ცოცხალი არსებაა და “პორტუგალიური გემი” ქვია, იგივე ფიზალია. მას ძირითადად ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე შეხვდებით, ასევე ატლანტისა და წყნარი ოკეანის ტროპიკულ ნაწილში.


თუ სანაპიროზე ასეთ ნიშანს დაინახავთ - ფრთხილად იყავით.
Zooclub

ფიზალიებს მედუზებად თვლიან, მაგრამ სინამდვილეში ისინი სიფონოფორები
არიან - მედუზების ახლო ნათესავები.
Zooclub

ყველაზე ხშირად ფიზალიებისგან გამოწვეული დამწვრობა სხეულის იმ ნაწილის ნაწილობრივ პარალიზს
იწვევს, რომლითაც ადამიანი ამ არსებას შეეხო და ღრმა ჭრილობის კვალს ტოვებს. მაგრამ სასიკვდილო შემთხვევებიც ყოფილა.
Zooclub

მისი შხამი საკმაოდ მდგრადია. ის თავის თვისებას მაშინაც კი ინარჩუნებს, თუ საცეცს გამოაშრობენ, ან გაყინავენ.
Zooclub

ამიტომ, თუ სანაპიროზე რაღაც მსგავსს შენიშნავთ, უბრალოდ გვერდი აუარეთ.
Zooclub

თუ ფიზალია მაინც დაგწვავთ, მაშინვე გაიწმინდეთ ეს ადგილი მარილწყლით და მოიცილეთ თმა, რომელსაც ის თქვენს სხეულზე დატოვებს. ამის შემდეგ ყოველ ნახევარ საათში დაზიანებულ ადგილას დაისხით სოდის ხსნარი.
Zooclub

ჩვენ კი უბრალოდ გთხოვთ, რომ არასოდეს დაკარგოთ სიფრთხილე!

ძალიან, ძალიან კარგად დაისვენეთ!


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?