error
  • JFTP::mkdir: Bad response
ტალღოვანი თუთიყუშების დაავადებათა სიმპტომები
ტალღოვანი თუთიყუშების დაავადებათა სიმპტომები
ტალღოვანი თუთიყუშები იმავე ავადმყოფობებით იტანჯებიან, რომლითაც ყველა ჩიტი. მათ შორის გვხვდება მომაკვდინებელი სენი და მსუბუქი აშლილობაც და დაავადებები, რომლებიც გარშემო მყოფთათვის აღწერილი არ არის. რათა დროულად გავუწიოთ დახმარება ჩიტს, აუცილებელია, თუნდაც ზოგადად ვიცოდეთ ტალღოვანი თუთიყუშების დაავადებების ძირითადი სიმპტომები.


სიმპტომები, რომელთა წარმოჩენაც ექიმისთვის მიმიმართვას მოითხოვს

თქვენი ჩიტის ჯანმრთელობის ინდიკატორი – მისი ქცევა და გარეგნული სახეა. ცუდი თვითშეგრძნება და ავადმყოფობის დასაწყისი შესაძლოა ტალღოვანი თუთიყუშების დაავადებების შემდგომ სიმპტომებში გამოვლინდეს:

1. აპათია, სიცოცხლისა
და გარშემო სამყაროს მიმართ ინტერესის დაკარგვა. ჩიტი არ აქცევს ყურადღბას თავის ბუმბულს და ხდება ბინძური, არ თამაშობს, დროის დიდ ნაწილს ძილში ატარებს.

2. წონის სწრაფი დაკლება და დაჭკნობის
ნიშნები.

3. გაძნელებული მძიმე სუნთქვა, ცხვირცემინება, თხევადი გამონადენი ნესტოებიდან. ამასთან, გარეგნულად ჩიტი შესაძლოა სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდეს. ტალღოვანი თუთიყუშების ზოგიერთი დაავადების მსგავსი სიმპტომების გამოვლენა მათ ქრონიკულ ფორმაში გადასვლაზე მეტყველებს. ამ შემთხვევაში მოითხოვება გამოწვლილვითი გამოკვლევა, რადგან ეს ბევრი დაავადების ნიშანია.

4. სიმპტომები, რომლებიც ტალღოვანი თუთიყუშების ფილტვების დაავადებებზე მეტყველებენ, იმაში ვლინდება, რომ ჩიტი არ დაფრინავს, არამედ მთელ დღეს ზის ქანდარაზე და ცხვირი ქვემოთ აქვს ჩამოშვებული.

5. ძლიერი წყურვილი მეტყველებს, რომ ჩიტს ნაწლავების პრობლემები აქვს. ასევე შესაძლოა ორგანიზმი პარაზიტებმა ან რაღაც ბაქტერიებმა დაიპყრეს.

6. ჩიტის თათებზე გამონაზარდები, ანთებული გაკვანძული სახსრები – ეს სიმპტომებია ტალღოვანი თუთიყუშების ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა კანქვეშა მარწუხის, ნიკრისის ქარის ან ბაქტერიული ინფექციის.


ტალღოვანი თუთიყუშების ყველაზე გავრცელებული დაავადებების სიმპტომები

ჩიტის სერიოზული დაავადების სიმპტომები თავს ავლენენ 1-2 დღის განმავლობაში.

1. საჭმლის ან ქიმიური მოწამლვა. სიმპტომები: კანკალი, წყურვილი, ფრთების ჩამოყრა.

2. ტალღოვანი თუთიყუშების ისეთი დაავადებების სიმპტომები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ანთება, შემდეგია: საჭმლის ხშირი დაქექვა, საჭმელზე უარის თქმა, სისუსტე, ჩიყვის გაზრდა, მყრალი სუნი ნისკარტიდან.

3. გაციება ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: ჩიტის ძილიანობა, ხველება, ნესტოებდიან გამონადენი, თვალების ხშირი ფახული, კანკალი, წყალსა და საჭმელზე უარის თქმა, ანთება (შეწითლება) ცხვირის კანისა და პირისა, ხშირი ნერწყვის ყლაპვა, მძმე სუნთქვა.

4. ავიტამინოზი. ყველაზე ხშირად დაკავშირებულია ჩიტის ერთფეროვან კვებასთან. ვლინდება თვალების შესიებაში, საერთო სისუსტეში, თავის ჩამოკიდებაში, კანკალში, ციებაში, თითების მოკრუნჩხვაში, კვერცხების ცუდ განაყოფიერებაში, სისხლნაკლებობაში. ავიტამინოზისას ჩიტები ჩამორჩებიან განვითარებაში. "დე" ვიტამინის ნაკლებობისას მათ უჩნდებათ რახიტი, მკრთალდება ბუმბული.

5. კოკციდოზი. სიმპტომები: ძალის დაკარგვა, ბუმბულის ჩაბრუნება, ცუდი მადა, წყურვილი, წონის დაკლება, სისხლდენა, ღებინება, ტემპერატურის აწევა, ციება. სიკვდილამდე მიჰყავს გამოფიტვას და გაუწყლოვანებას.

6. ორნიტოზი (პსიტაკოზი) ამ დაავადების დროს შემდეგი სიმპტომები შეინიშნება: თვალების გამოშრობა, კლოაკიდან გამოყოფა, ცუდი მადა, ძალის დაკარგვა. ჩვეულებრივ დაავადება ქრონიკულ სტადიაში გადადის და მძაფრდება სტრესის ან რაიმე სხვა დაავადების პერიოდში, მაგალითად, გაცივების. ეს ვერაგი დაავადებაა, რომელიც შეიძლება ადამიანსაც გადაედოს.

7. სალმონელეზი. დაავადებას ახასიათებს შემდეგი ნიშნები: საერთო სისუსტე, კუნთებისა და სახსრების გამოფიტვა, ძილიანობა, თათებისა და ნისკარტის გალურჯება (ეს სეფსისის დასაწყისზე მიუთითებს), ტემპერატურის აწევა. დაავადება ვითარდება ძალიან სწრაფად. ჩიტი შეიძლება რამდენიმე დღეში დაიღუპოს გაუწყოებისგან, რომელიც გამოწვეულია ხშირი ფაღარათით.


მზია
ჩემს თუთიყუშს აღებინებს. დილით კარგად იყო და მერე უკან ამოაღებინა მთელი მარცვლეული, რაც ჭამა. გარეგნულად თითქოს არა უშავს, აქტიურია. იქნებ დამეხმაროთ?
ზურა
თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ ჩემი თუთიყუში ძალიან გახდა და კანკალებს ძალა გამოცლილია და როგორ უმკურნალო?????წინასწარ მადლობა
elza
დზალიან გტხოვტ იქნებ დამეხმაროტ რამიტტუტიყურსჰი მყავს ცუდად პეხი სტკივა მოიწიწკნა ფრჰხილი და დაუსივდა იქნებ მირცჰიოტ რამე რა გავაკეტო
მაია-ს
რამემ ხომ არ შეაშინა.. სტრესმა იცის უცებ.. ან ძაღლმა ახლოს დაყეფა, ან რამე ხმაურმა...
მაია
მოგესალმებით, თუთიყუში მომიკვდა გუშინ, უცბად, დილით ვნახე რომ გალია სისხლით იყო დასვრილი, მაშინვე გამოვიყვანე მაგრამ ვეღარაფერი მოვასწარი, 10 წუთში მოკვდა, რა შეიძლება იყოს მიზეზი? ამ დღემდე ჯანმრთელი, ხალისიანი, კონტაქტური და აქტიური იყო, 9 წლის იყო უკვე
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?