ტალღოვანი თუთიყუშების დაავადებათა სიმპტომები
ტალღოვანი თუთიყუშების დაავადებათა სიმპტომები
ტალღოვანი თუთიყუშები იმავე ავადმყოფობებით იტანჯებიან, რომლითაც ყველა ჩიტი. მათ შორის გვხვდება მომაკვდინებელი სენი და მსუბუქი აშლილობაც და დაავადებები, რომლებიც გარშემო მყოფთათვის აღწერილი არ არის. რათა დროულად გავუწიოთ დახმარება ჩიტს, აუცილებელია, თუნდაც ზოგადად ვიცოდეთ ტალღოვანი თუთიყუშების დაავადებების ძირითადი სიმპტომები.


სიმპტომები, რომელთა წარმოჩენაც ექიმისთვის მიმიმართვას მოითხოვს

თქვენი ჩიტის ჯანმრთელობის ინდიკატორი – მისი ქცევა და გარეგნული სახეა. ცუდი თვითშეგრძნება და ავადმყოფობის დასაწყისი შესაძლოა ტალღოვანი თუთიყუშების დაავადებების შემდგომ სიმპტომებში გამოვლინდეს:

1. აპათია, სიცოცხლისა
და გარშემო სამყაროს მიმართ ინტერესის დაკარგვა. ჩიტი არ აქცევს ყურადღბას თავის ბუმბულს და ხდება ბინძური, არ თამაშობს, დროის დიდ ნაწილს ძილში ატარებს.

2. წონის სწრაფი დაკლება და დაჭკნობის
ნიშნები.

3. გაძნელებული მძიმე სუნთქვა, ცხვირცემინება, თხევადი გამონადენი ნესტოებიდან. ამასთან, გარეგნულად ჩიტი შესაძლოა სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდეს. ტალღოვანი თუთიყუშების ზოგიერთი დაავადების მსგავსი სიმპტომების გამოვლენა მათ ქრონიკულ ფორმაში გადასვლაზე მეტყველებს. ამ შემთხვევაში მოითხოვება გამოწვლილვითი გამოკვლევა, რადგან ეს ბევრი დაავადების ნიშანია.

4. სიმპტომები, რომლებიც ტალღოვანი თუთიყუშების ფილტვების დაავადებებზე მეტყველებენ, იმაში ვლინდება, რომ ჩიტი არ დაფრინავს, არამედ მთელ დღეს ზის ქანდარაზე და ცხვირი ქვემოთ აქვს ჩამოშვებული.

5. ძლიერი წყურვილი მეტყველებს, რომ ჩიტს ნაწლავების პრობლემები აქვს. ასევე შესაძლოა ორგანიზმი პარაზიტებმა ან რაღაც ბაქტერიებმა დაიპყრეს.

6. ჩიტის თათებზე გამონაზარდები, ანთებული გაკვანძული სახსრები – ეს სიმპტომებია ტალღოვანი თუთიყუშების ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა კანქვეშა მარწუხის, ნიკრისის ქარის ან ბაქტერიული ინფექციის.


ტალღოვანი თუთიყუშების ყველაზე გავრცელებული დაავადებების სიმპტომები

ჩიტის სერიოზული დაავადების სიმპტომები თავს ავლენენ 1-2 დღის განმავლობაში.

1. საჭმლის ან ქიმიური მოწამლვა. სიმპტომები: კანკალი, წყურვილი, ფრთების ჩამოყრა.

2. ტალღოვანი თუთიყუშების ისეთი დაავადებების სიმპტომები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ანთება, შემდეგია: საჭმლის ხშირი დაქექვა, საჭმელზე უარის თქმა, სისუსტე, ჩიყვის გაზრდა, მყრალი სუნი ნისკარტიდან.

3. გაციება ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: ჩიტის ძილიანობა, ხველება, ნესტოებდიან გამონადენი, თვალების ხშირი ფახული, კანკალი, წყალსა და საჭმელზე უარის თქმა, ანთება (შეწითლება) ცხვირის კანისა და პირისა, ხშირი ნერწყვის ყლაპვა, მძმე სუნთქვა.

4. ავიტამინოზი. ყველაზე ხშირად დაკავშირებულია ჩიტის ერთფეროვან კვებასთან. ვლინდება თვალების შესიებაში, საერთო სისუსტეში, თავის ჩამოკიდებაში, კანკალში, ციებაში, თითების მოკრუნჩხვაში, კვერცხების ცუდ განაყოფიერებაში, სისხლნაკლებობაში. ავიტამინოზისას ჩიტები ჩამორჩებიან განვითარებაში. "დე" ვიტამინის ნაკლებობისას მათ უჩნდებათ რახიტი, მკრთალდება ბუმბული.

5. კოკციდოზი. სიმპტომები: ძალის დაკარგვა, ბუმბულის ჩაბრუნება, ცუდი მადა, წყურვილი, წონის დაკლება, სისხლდენა, ღებინება, ტემპერატურის აწევა, ციება. სიკვდილამდე მიჰყავს გამოფიტვას და გაუწყლოვანებას.

6. ორნიტოზი (პსიტაკოზი) ამ დაავადების დროს შემდეგი სიმპტომები შეინიშნება: თვალების გამოშრობა, კლოაკიდან გამოყოფა, ცუდი მადა, ძალის დაკარგვა. ჩვეულებრივ დაავადება ქრონიკულ სტადიაში გადადის და მძაფრდება სტრესის ან რაიმე სხვა დაავადების პერიოდში, მაგალითად, გაცივების. ეს ვერაგი დაავადებაა, რომელიც შეიძლება ადამიანსაც გადაედოს.

7. სალმონელეზი. დაავადებას ახასიათებს შემდეგი ნიშნები: საერთო სისუსტე, კუნთებისა და სახსრების გამოფიტვა, ძილიანობა, თათებისა და ნისკარტის გალურჯება (ეს სეფსისის დასაწყისზე მიუთითებს), ტემპერატურის აწევა. დაავადება ვითარდება ძალიან სწრაფად. ჩიტი შეიძლება რამდენიმე დღეში დაიღუპოს გაუწყოებისგან, რომელიც გამოწვეულია ხშირი ფაღარათით.


მადონა
გამარჯობად ჩემი თუთიყუშინ უკვე მე5 დღეა ავად გამიხვდა მე დროულად შევნიშნე რომ არ იყო კარგად ფრთაში თავი ჩადებული თითქოს ძინავდა არ ჭამდდა არ სვამდა მერე მოიბუზა დავინახე კუჭიც აშლილი ქონდა ენროფიქსაცილინის გავხსენი 5დღეა ვასმევ მაიცნ მობუზულია ეხლა ორი დღეა ცოტ ცოტა ჭამა დაიწყო გაუკეტე გვირილის ჩაი,მეზიმ ფირტე და ლინექს ფირტე მოხარშულ ბრინჯზე მოუყარე გულის რეასავით ქონდა გადაუარა ,ჩიჩახვს ვუსინჯავ ისე ნაჭამი არააქვს რომ გამაძღარი იყოს ცოტ ცოტას ჭამს მაინც თავი აქვს ფრთაში 5,5 წუთი ძინავს მირჩიედ დამეხმარედ რა ვქნა რომ გამოვიყვანო მდგომარებოდან თუ სიცხე აქვს ეგ როგორ მივხდე ან ჩიჩახვის ამბები იყოს და რავქნა,ჭარხალს ,სტაფილოს ვაშლს ,ოკრუპს სულ ვაჭმევდი არვიცი რამემ აწყინა როგორ მოვიქცე მირჩიედ
xatuna
ძალიან გთოვთ დამეხმაროთ. ჩემი თუთიყუში ავად გახდა,თავიდან კუჩის აშლილობით დაეწყო,ქონდა მოდუნება,უკონტაქტობა.სულ ძილი უნდოდა... აგარც ლაპარაკობს(მოლაპარაკეა) მეოთხე დგეა ანტიბიოტიკს ვაძლევ,ცოტა გამოცოცხლდა,მაგრამ ჩამა მაინც უჩირს და არ ლაპარაკობს,თან საშინელი ქავილი აქვს (სოკოს ნიშნები არ აქვს)ხვალ მეხუთე დგეა და ანტიბიოტიკს დაამტავრებს,მაინც პრობლემები აქვს და როგორ მოვიქცე,სად წავიყვანო,იქნებ რამე დახმაება გამიწიოთ..
maka-ს
კუჭის აშლა არის ძალიან ცუდი თუთიყუშებში და სასწრაფოდ მისახედია. სასწრაფოდ იყიდეთ ზოომაღაზიაში (ჩვენ საიტზეა ზოორუქა, იქ შეგიძლიათ იპოვოთ ახლომდებარე, ან საბითუმო ზოომაღაზიის კოორდინატები, დარეკოთ და გადაამოწმოთ აქვთ თუ არა ეს პრეპარატი) - ენროფლოქსაცინი 10% იანი. ერთი გრამი ერთ ლიტრ წყალში უნდა გააზავოთ და 3 დღის განმავლობაში წყლის მაგიერ ეს სვას. ოღონდ ყოველ დღე ახლად უნდა გაუკეთოთ ეს ნაზავი. ამ სამი დღის მანძილზე საკვები არ მისცეთ არაფერი, გარდა თავისი მარცვლელულისა! - არც ხილი და არც არაფერი არანაირად!!!! კუჭის აშლა სერიოზული პრობლემაა მისი სიცოცხლისთვის, თუ დროზე არ მიაქციეთ ყურადღება! სასწრაფოდ მიხედეთ ფრინველს თუ შეიძლება! და ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს! - არ დაღუპონ ფრინველი მსგავსი საჭმელებით და გართობით!
Maka
გამარჯობა. მგონი ჩემი თუთიყუში ავადაა და იქნებ მირჩიოთ რამე გუშინ ბავშვებმა ძალიან ცოტა ერთი ლუკმა შემწვარი კართოფილი შეაჭამეს და დღეს თითქოს არ მომწომს ცოთა თხლად სკინტლავს და თითქოს ცოტა ბუმბული აქვს გაშლილი და ფრთაში იდებს თავს და ისე იძინებს იქნებ მირჩიოთ რა ვუშველო წინასწარ დიდი მადლობა
სოფო-ს
კლინიკის ნომერია - 570100626 ვეტერინარი დავით ნანობაშვილის ნომერი 593394733 - რომელიმეზე თუ გიპასუხეს უთხარით, რომ თუთიყუში ცუდად არის და ვინც ერკვევა თუთიყუშებში ის ვეტერინარი დაგალაპარაკონ სასწრაფოდ, ან მისი ნომერი მოგცენ მობილურის. სასწრაფოდ უნდა უშველოთ ჩიტს. კუჭის აშლა ძალიან საშიშია. წუთებია ძვირფასი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?