ტალღოვანი თუთიყუშის ბანაობა: ვგეგმავთ წყლის პროცედურებს
ტალღოვანი თუთიყუშის ბანაობა: ვგეგმავთ წყლის პროცედურებს
ტალღოვანი თუთიყუშის ბანაობა - მარგებელი და ძალიან მხიარული პროცედურაა. თუ თქვენ გაქვთ ბედნიერება გყავდეთ ფრთოსანი მეგობარი, აუცილებლად ასწავლეთ მას ბანაობა.
პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ტალღოვანი თითუიყუშის ბანაობა - საკუთარი სურვილის ამბავია.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძება ფრინველისთვის წყლის შესხმა. ეს არა მარტო უსიამოვნოა თქვენი ბინადარისთვის და შეიძლება იმოქმედოს თქვენდამი ნდობაზე, არამედ საშიშიცაა, რადგან ჩიტი სულ ადვილად შეიძლება დაიხრჩოს სულ მცირე რაოდენობის წყალში მაშინაც კი, თუ სულ ოდნავ ჩაისუნთქა წყლის რამოდენიმე წვეთი. ფრთხილად იყავით.

ტალღოვანი თუთიყუშის ბანაობის საერთო წესები

ფრინველები ძალიან იშვიათად
ჭუჭყიანდებიან იმდენად, რომ ბანაობა აუცილებელი გახდეს. ჩვეულებრივ, სისუფთავის შესანარჩუნებლად მათ სრულიად ყოფნით ნისკარტით მშრალი გასუფთავება.
ბუნებაში თუთიყუშები ბანაობენ იმიტომ, რომ ძალიან ცხელ ამინდშ გაგრილდნენ. ამიტომ თქვენი ფრინველის ბანაობის დაგეგმვისას იზრუნეთ რამოდენიმე ნიუანსზე.

ოთახში უნდა იყოს სითბო, მოსპეთ ორპირი ქარი.

ბანაობისთვის წყალი უნდა იყოს თბილი, მაგრამ არა ცხელი.

იმის გამო, რომ ბანაობის დროს თუთიყუშები სვამენ წყალს, ის უნდა იყოს სასმელი წყალი.

გაშრობა და გაწმენდა თუთიყუშს არ სჭირდება, მაგრამ თუ ჩიტს შესცივდა დადგით გალიის თავზე ელექტრონათურა. გალიის საპირისპირო მხარეს, ბოლოში გაუკეთეთ ჩრდილი, რომ გამშრალმა და გამთბარმა ფრინველმა თავიდან აიცილოს გადახურება.


Zooclub

ბანაობა აბაზანაში

უმეტესობა ფრინველისა და მათი პატრონისა ბანაობისთვის ამჯობინებენ სპეციალურ აბაზანებს. ისინი ძალიან მოსახერხებელია იმიტომ, რომ შეიძლება პირდაპირ გალიაში განთავსდეს, თუ თქვენ არ გინდათ ჩიტის გამოშვება. ასევე ტალღოვანი თუთიყუშის ბანაობისთვის შეიძლება ჩვეულერრივი ჯამის, ან თეფშის გამოყენება. მაგრამ ბანაობის დროს ჩიტი წვეთებით გაწუწავს გარშემო ყველაფერს, აბაზანას კი სპეციალური გამჭვირვალე კედელი გააჩნია წყლის წვეთების შესაკავებლად.

ბევრი წყლის დასხმა საჭირო არ არის, საკმარისია 1 სმ. თუ თქვენი ტალღოვანი არაა მიჩვეული ბანაობას, ამ პროცესით დაინტერესებაში დაეხმარება სარკე, რომელიც უნდა ჩადოთ აბაზანაში, ან ნებისმიერი სათამაშო. თუთიყუშების უმრავლესობას უყვარს ბანაობა პატრონის თანდასწრებით. ამაში თქვენი მონაწილეობა გამოიხატება აბაზანაში ჩასხმული წყლის თითებით ამოძრავება და გაწუწვაში, ასევე მხიარულ საუბრებში.

Zooclub

ბანაობა პულვერიზატორის გამოყენებით

როგორც ადამიანები, ისევე ზოგი თუთიყუში აბაზანაში ბანაობას ამჯობინებენ დუშს. პულვერიზატორიდან წყლის შეხმა - შედარებით უკეთესი პროცესია ჩიტის დაბანისას, რომლის აუცილებლობის შემთხვევაში არ ხდება ფრინველზე ძალადობა. წყლის მიმართულების ჩიტზე დამიზნება არაა საჭირო, არამედ ჩამოაწვეთეთ მის თავს ზემოდან წვიმის მსგავსად. ასეთი დუშის მიღება თუთიყუშს შეუძლია გალიიდან გამოუსვლელად, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ მის საკვებურში საჭმელი არ დასველდეს.

ფრინველის ბანაობისას არაა საჭირო ძლიან პატარა წვეთებით დამნამავის პულვერიზატორის გამოყენება. ორთქლის, თუ პატარა წვეთების შესუნთქვა აღიზიანებს ფრინველის სასუნთქ ორგანოს. ბოთლში წყალი უნდა იყოს აბაზანისთვის საჭირო წყალზე თბილი იმიტომ, რომ მისი დასხმისას წყალი მალე გაცივდება.

ბანაობის სხვა ხერხი

ტალღოვან თუთიყუშებს ძალიან განსხვავებული ხასიათი აქვთ. შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ რამოდენიმე ხერხის გამოყენება, რომ იპოვოთ პროცედურის ის სახე, რომელიც თქვენი ბინადარის ყველაზე მეტ აღფრთოვანებას იწვევს. ბანაობის სხვა პოპულარუ სახეობებს შორის არის შემდეგი:

ბანაობა სალათის ფურცლებში

ბანაობის ეს ხერხი თუთიყუშების ბუნებრივ ქცევასთან მიახლოებ ულია. ფრინველი სველ ფოთლებში ისველებს ბუმბულს და და თან მიირთმევს კიდეც მათ.

ბანაობა წყლის, ან დუშის ნაკადის ქვეშ

ხელს მიჩვეული თუთიყუშები ხანდახან სიამოვნებით იღებენ ნამდვილ შხაპს პატრონის თითზე წამოსკუპებულები. მაგრამ ამის გაკეთება დიდ სიფრთხილეს მოითხოვს.

Zooclub

lana
გამარჯობათ ჩემი თუთიყუში 5თვისაა და გალიიდან არაფრით არ გამოდის სულ იკბინება და რა უნდა ვქნა რომ მიეჩვიოს წყალს?
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?