error
  • JFTP::connect: Could not connect to host "127.0.0.1" on port 21
Warning: imagepng(): Unable to open '/var/www/html/www.zooclub.ge/cache/captcha/882164bde91c2103c89c0bd0d57ff567.png' for writing: No such file or directory in /var/www/html/www.zooclub.ge/libraries/wslib/html/captcha.php on line 831
მოშინაურებული ფრინველების სახეობები
მოშინაურებული ფრინველების სახეობები
თუთიყუშის არჩევისას ისეთივე დიდი ყურადღებაა საჭირო, როგორც ძაღლის ჯიშის არჩევის დროს. თუთიყუშის სხვადასხვა ჯიშს თავისი განსაკუთრებულობა ახასიათებს.

ხასხასა ფერებიანი ჩიტი სახლში - ეს არა მხოლოდ არაჩვეულებრივი კომპანიონია, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. შინაური თუთიყუშები ცხოვრობენ 20 და მეტ წელიწადს, ამიტომ თავისი პატრონების ერთგული მეგობრები ხდებიან.


პატარა თუთიყუშები

პატარა შინაური თუთიყუში შედარებით პოპულარულია. ისინი სახლში არ იკავებენ დიდ ადგილს და არ საჭიროებენ განსაკუთრებულად რთულ მოვლას.

სხვადასხვა შეფერილობის ტალღოვანი თუთიყუშები ძალიან კონტაქტურები და მხიარულები არიან, ისინი უეჭველია, ოჯახის ყველა წევრს განსაკუთრებულად შეუყვარდება. ტალღოვანს შეიძლება
ასწავლო ცეკვა
და საუბარი.
Zooclub

ფერადი და უსაყვარლესი განუყრელები - ოჯახის ბედნიერების სიმბოლო. ისინი კარგად თვინიერდებიან და ცხოვრობენ ტყვეობაში რაიმე განსაკჲთრებული პირობების გარეშეც. ამ შინაური თუთიყუშებისთვის ფაქტიურად შეუძლებელია ლაპარაკის სწავლება, მაგრამ მათ ოჯახურ ურთიერთობებზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა.

Zooclub


საშუალო ზომის თუთიყუშები

კაკადუს მინიატურული ნათესავები _ თუთიყუში კორელა და თუთიყუში როზელა _ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობებია. ზომით ეს თუთიყუშები პატარა მტრედისხელაა.

Zooclub

განსაკუთრებული მიდრეკილება ენის სწავლისადმი მათ არ აქვთ, მაგრამ ამის კომპენსირებას სიკეთე, ურთიერთობის სიყვარული და სასიამოვნო გარეგნობა ახდენს. როზელას ძალიან სასიამოვნო ხმა აქვს და აქვს ნიჭი დაიმახსოვროს მელოდია და შემდეგ ის სტვენით გადმოსცეს.

Zooclub

ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ადამიანის ხმის კოპირებას ყველაზე უკეთ აკეთებს, არის თუთიყუში - ლორი.


მათ შეუძლიათ დაიმახსოვრონ 70 სიტყვა, ადვილად თვინიერდებიან და ძალიან მეგობრულები არიან. მაგრამ ლორი ძალიან პრეტენზიულია ჭამის მხრივ, და მათი ყოლისთვის აუცილებელია საჭირო თბილი კლიმატის შექმნა.

Zooclub


ყელსაბამიანი თუთიყუში მოვლის განსაკუთრებულ პირობებს არ მოითხოვს. სახეობისგან გამომდინარე სახლის თუთიყუშის სიგრძე 40 სანტიმეტრს აღწევს. ყელსაბამიანი თუთიყუშის ფერი ძირითადად მწვანეა. ისინი მეგობრულები არიან, ადვილად თვინიერდებიან, შეუძლიათ დაიმახსოვრონ 60 სიტყვა და ესაუბრონ პატრონს.

Zooclub


დიდი თუთიყუშები

30 სმ-ზე მეტი სიგრძის თუთიყუშების მოვლა-პატრონობა არ არის ადვილი. თქვენი ბინადარის გალია შთამბეჭდავი ზომების იქნება. მოკლე გასეირნების დროს თუთიყუშებმა შეიძლება რაიმე დახრან თავისი მაგარი ნისკარტით. მიუხედავად ამისა, დიდი თუთიყუშები ფრინველების უამრავი მოყვარულის ოცნებაა.

დიდი ჯიშების სიცოცხლის პერიოდი შეიძლება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას შევადაროთ. ხოლო ურთიერთობის განსაკუთრებული ნიჭის გამო ისინი ოჯახის სრულუფლებიან წევრად შეიძლება იქცნენ.

მწვანე თუთიყუში ამაზონები საკმაოდ უპრეტენზიოები არიან და მშვენივრად ურთიერთობენ ადამიანებთან. ამაზონები, ძალიან ხმაურიანი ფრინველები არიან, მაგრამ ასევე ძალიან კარგად იმახსოვრებენ და გამოთქვამენ მუსიკალურ მელოდიებს, 100 სიტყვას და წინადადებებს. ასევე მათ შეიძლება ასწავლოთ საცირკო ტრიუკები. თავის ნიჭს ამაზონები დემონსტრირებას ყველა გარშემომყოფის წინაშე ახდენენ.

Zooclub

თუთიყუში ჟაკოს ბუმბულების შეფერილობა რუხია, მაგრამ მისი შესაძლებლობები ბევრად მეტია, ვიდრე სხვა შინაური თუთიყუშების. ჟაკოს ტვინი თავისი განვითარების მიხედვით უტოლდება 5 წლის ბავშვის ტვინის განვითარებას. ამ ჭკვიან ფრინველს შეუძლია დაიმახსოვროს დაახლოებით 100 სიტყვა და გამოთქმა. თქვენი მზრინველობის მიხედვით ჯაკო შეიძლება გახდეს კეთილი მეგობარი, ან კაპრიზული ონავარი.

Zooclub

დიდი ფრინველი, კაკადუს საცხოვრებელი ფართი აუცილებელია იყოს საშუალო სამზარეულოს ზომის. კაკადუ ძალიან გონიერია, ის თავისი მაგარი ცხვირით უპრობლემოდ აღებს კარების ნებისმიერ ჩამკეტს. კაკადუები ძალიან არტისტულები არიან, მაგრამ სხვა შინაური ფრინველებთან შედარებით არც თუ ნიჭიერები საუბრისას. კაკადუ უჩვეულოდ მაღალი ქოჩრით და ხმამაღალი სპეციფიური ხმით გამოირჩევა.

Zooclub

ყველაზე დიდი შინაური თუთიყუშია - არა. მას იშვიათად უვლიან ბინაში, მათი მაღალი და გამჭოლი ხმა საეჭვოა ვინმეს მოეწონოს, მითუმეტეს, რომ არა არ ლაპარაკობს. მაგრამ შესანიშნავად თვინიერდებიან და შეუძლიათ ცირკის მსახიობები გახდნენ.

Zooclub
ჰმ...
ნებისმიერი თუთიყუში საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. შეიძლება მე და თქვენ ვიცით რა და როგორ, მაგრამ დამწყები და გაუთვითცნობიერებელი მკითხველისთვის ეგ ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ შეუძლია ერთფეროვან კვებაზე და უსუფთაობაში ჰყავდეს, და მიგდებული, როგორც სოფლის ქათამი... რაც ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ასეც ხდება ხოლმე... 10*20 სმ გალიებში ჰყავთ და მხოლოდ ფეტვს და მზესუმზირად აჭმევენ და შენიშნვას რომ მივცემ, ამისი მსგავსი რჩევები მოჰყავთ ხოლმე, სადაც ასე იოლ ფორმებშია გადმოცემული. ცალკეულ სახეობაზე არაა აუცილებელი სტატიის დაწერა - ასე იოლ ფორმებში არ უნდა მოვაჩვენოთ და უნდა გავაფრთხილოთ, რომ თუთიყუში სათამაშო არაა და მისი ყოლა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
ჰმ...ს
ალბათ ყელსაბამიან თუთუყუშს გულისხმობთ. დიახ, მოვლას მოითხოვს, თუმცა განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს. აქ ჩამონათვალია სახეობების გაკეთებული და არა დაწვრილებითი მოვლის პირობები (ეს ცალკეულ ჯიშების დახასიათებებში კეთდება და ცალკე სტატიას მოითხოვს). თუ რაიმე შეცდომით არის დაწერილი გთხოვთ მოგვაწოდეთ თქვენი ვერსია სანდო წყაროსთან ერთად.
ჰმ...
"განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებენ" - აი მხოლოდ მაგ სიტყვების გამო გაქვთ ჩამორთმეული უფლება, რომ იწოდებოდეთ "ზოოკლუბად"! სკოლამდელი ასაკის საბავშვო წიგნში უფრო პროფესიონალურადაა აღწერილი. რა ბოდვა და ზღაპრები წერია აქ? ცოტა უფრო დეტალურად აუხსენით ხალხს თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ფრინველის სახლში მიყვანა, ფინანსების და დროის რა ხარჯებთანაა დაკავშრებული, მერე რომ სიურპრიზად არ ექცეთ და არ იუკადრისონ ნორმალური მოვლა და გაუსაძლის პირობებში არ ამყოფონ, როგორც ეს 99.99% შემთხვევაში ხდება!
tamriko
მკავს ამაზონის ,საკვარელი კოკო...ზალიან ხმაურიანია.. უკვარს სეირნობა ...კვირილი.. აგარ მელაპარაკება...გამებუტა...მიკვარს კოკო
me
მინდა ვიყიდო თუთიყუში. მინდა რომ ველაპარაკო. რომელის ყიდვას მირჩევთ. თან ფასებიც მაინტერესებს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?