"თავხედმა" თეთრთავა ფსოვმა მეთევზეს საკვები ხელიდან წაართვა (სახალისო ვიდეო)
თეთრთავა ფსოვს იმდენად მოშივდა, რომ პირდაპირ თევზსაჭერ გემზე დაეშვა, დაივიწყა სიფრთხილის წესები და მეთევზეს გაბედულად მიუახლოვდა.

ფრინველი რამდენიმე წამი აკვირდებოდა მამაკაცს, ხოლო შემდეგ თავხედურად მივიდა და დაჭრილი თევზი პირდაპირ დაფიდან ააცალა, თუმცა, დათმობაზეც წავიდა - მან მეთევზეს უფლება მისცა, მოფერებოდა.

ვიდეო ერთ-ერთმა მეთევზემ, საპორტო ქალაქ პრინს რუპერტის სანაპიროზე (ბრიტანეთის კოლუმბია, კანადის პროვინცია) გადაიღო და სახალისო კადრები ინტერნეტ სივრცეში გაავრცელა.

შეგახსნებთ, რომ თეთრთავა ფსოვი 1782 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სიმბოლოა.

ასევე იხილეთ:

ძაღლმა მძინარე პატრონს პროთეზი მოპარა

თეთრი მელა, რომელიც ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა,
მეთევზეს მეგობართან ერთად ესტუმრა


თავხედმა თოლიამ ორ შინაურ კატას გვერდი აუარა და მათი საკვები შეჭამა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?