ძაღლი ცდილობს, მოჩხუბარი ქათმები გააშველოს (სახალისო ვიდეო)
ტაილანდელმა მამაკაცმა საკუთარ ეზოში შინაური ბინადრების უჩვეულო სცენა ვიდეოზე გადაიღო - ორი გაბრაზებული ქათამი ერთმანეთთან დაუსრულებლად ჩხუბობდა.

ოჯახის ბინადარი ძაღლი რამდენიმე წუთი აკვირდებოდა ფრინველების კინკლაობას და როდესაც მიხვდა, რომ მათი ჩხუბი დიდხანს გაგრძელდებოდა, მივიდა ერთ-ერთ მათგანთან, კუდზე კბილები მოკიდა და ძალით გამოიყვანა.

"ძაღლი მიხვდა, რომ მათ დასამშვიდებლად უნდა ემოქმედა და მართლაც, ადამიანივით სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რამდენად ჭკვიანი არსებები არიან ძაღლები", - წერს კომენტარებში ვიდეოს ავტორი.

როგორც კადრებიდან ჩანს, არცერთი ქათამი დათმობას არ აპირებდა. ისინი ერთმანეთის მიმართ
აგრესიას გამოხატავდნენ და ძაღლის ჩარევით ფრინველებს შორის ჩხუბი არ შეწყვეტილა.

ასევე იხილეთ:

რთი ციდა ტახი
მამაკაცს გაბრაზებული დასდევს და ცდილობს მის შეშინებას


გოგონა ცხენზე დაჯდომას უშედეგოდ ცდილობს... როგორ მოიქცა ჭკვიანი ცხენი?

ძუ ლომმა ხვადს ეჭვიანობის სცენა მოუწყო


ss
საღოლ მურა, ადამიანებივით განზე არ გადექი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?